რამდენიმე წინასაშობაო თეზისი (მამლის ყივილის "პონტში")

1. ამერიკას/დასავლეთს თავისი გეოპოლიტიკური ინტერესები აქვს კავკასიაშიც: წინააზია-კავკასიაში ბაზების გარდა საჰაერო თუ სანავთობო დერეფანი ესაჭიროება ბაქოსკენ თუ შუა აზიისაკენ.
2. რუსეთსაც თავისი იმპერიული ამბიციები (ავადმყოფური!) აქვს კავკასიაში; 200-წლიანი სისხლისღვრის შედეგის შენარჩუნებისათვის აუცილებლად ესაჭიროება გუიმრის ბაზამდე სახმელეთო გზა (ბოლოს რუსეთმა შევარდნაძე-თენგიზების გამოყენებით სწორედ ამიტომ დაამხო გამსახურდიას, ელჩიბეისა და დუდაევის კანონიერი ხელისუფლებები და მოკლა ორივე ძლიერი პრეზიდენტი!) გვიმრის ბაზამდე რუსული გზის აღსადგენად კრემლმა (პუტინი იქნება რასპუტინი) ან საქართველო საბოლოოდ უნდა დაანაწევროს (ამიტომაა საშიში რეგიონალიზმი, ფედერაცია, კონფედერაცია...), ანდა - ისევე უნდა მიიერთოს საქართველო, როგორც მეფის რუსეთის ან კომუნისტური რუსეთის დროს.
3. კავკასიის ამჟამინდელი ვითარება: რუსული ვექტორი სომხეთამდეა, ამერიკული - ბაქომდე/შუა აზიამდეც/; არის დიდი ალბათობა, ამ ჯვარედინს ზემოდან დაეფინოს ჩინური კალიების "ფერადოვნება"...
4. წ ე ს ი თ (არსებული რეალობიდან გამომდინარე),
საქართველოს ინტელექტუალური საზოგადოება, პოლიტიკური სუბიექტები, ბიზნესელიტა, ტელევიზიებისა თუ სოციალური ქსელების, ბლოგების ყველა მფლობელი/მესვეური ვალდებულია, იზრუნოს:
- საქართველოს მოსახლეობის ერთიანობისა და საქართველოს სახელმწიფოს ინტერსებისათვის. საამისოდ საჭიროა ყველა მოქალაქის უფლებების საქმიანი პატივისცემა და მოვალეობების გაცნობიერებინება!
- ქართველი ერის ენობრივ-ეთნიკური ერთიანობის შენარჩუნება-აღორძინებისათვის (მილიონობით ქართველია სხვა ქვეყნების ველშიც). საამისოდ აუცილებელია რუსულ-საბჭოური იდეოლოგემების გაცნობიერება, მათი მეცნიერული არგუმენტებით დაბალანსება და, რაც მთავარია, საზოგადოების გაცნობიერება საქარტველოს წინააღმდეგ მიმდინარე საინფორმაციო ომის საფრთხეების შესახებ
5. სამწუხაროდ, ტელევიზიებისა თუ ამ ფორუმის წევრთა დიდი ნაწილი უფრო კვაზიმეცნიერეული დებულებების (მაგ., ჯაჯანიძის შოუ და სხვ.) პროპაგანდაზე, იქედნურ ქილიკზსა და პიროვნულ ლანძღვა-გინებაზეა ორიენტირებული; არადა, ტელევიზიებსა თუ სოციალურ ქსელებს ნამდვილად აქვს პოტენცია, მაკონსოლიდირებლისა და რეალური ანალიტიკოსის როლი შეასრულოს.
ახალ არაფერი მითქვამს, მაგრამ სამწუხაროდ, ამ მიმართულებით დინამიკა სუსტია: ყველა ერთ ნავში რომ ვზივართ და ერთად რომ ჩავიძირებით, ამას ბევრი ვერ ხვდება.
არადა, აუცილებელია, ჩვენი პირადი პერსპექტივა საქართველოს პერსპექტივის კონტექსტში აღვიქვათ, რომ ყველა ერთად გადავრჩეთ; კერძოდ:
- ნუ გავლანძღავთ ყველა მეზობელსა და მთელ მსოფლიოს - ყველას ერთად ვერ მოვერევით.
- გავაცნობიეროთ, რომ რუსეთი ნამდვილად აპირებს ქართველი ერის განადგურებას - საქართველოს უმთავრესი მტერი ავადმყოფური ამბიციების მქონე რუსეთია (რომელმაც არც ჟორდანიას და არც გამსახურდიას არ აპატია ნეიტრალიტეტის გამოცხადებაზე ორიენტირება); შესაბამისად, სწორია კურსი დასავლეთთან თუ დასავლეთის ცალკეულ სახელმწიფოებთან აქტიური თანამშრომლობის მიმართყლებით.
- სახელმწიფოს დაფინანსებით და სპეციალისტთა კონსოლიდაციით დროულად უნდა მომზადდეს ორენოვანი ავტომატური თარგმანების პროგრამები, რომ ქართულმა ენამ შეინარჩუნოს განათლების ენის ფუნქცია. ქართული ენის, როგორც კულტურლი ინტერნეტენის გადარჩენით (ტექნოლოგიზებით!) და ისტორიული ქართული ფასეულობების შენარჩუნებით ღრმაფესვებიანი საქართველო/ქართველი ერის ნამდვილად გაუძლებს დასავლეთის გლობალ(ისტ)ურ ტალღებს...
მთავარია, დღეს ცოცხალმა ქართველებმა შევძლოთ ამ არსებული რეალობის გაცნობიერება და უმთავრესი (სასიცოცხლო) ორიენტირების გარშემო გაერთიანება.
პ.ს. მამლის წელიწადში მამლის დროული ყივილი მით უმეტეს აუცილებელია, თუკი დიდი ისტორიის მქონე (35 საუკუნის!) ერის მოცემულ თაობას შეუძლია "ბალიშიდან თავის აწევა".
* * *
რა ნეტარი დუმილია

))
ასეც ველოდი
არა მხოლოდ პოსტსაახალწლო ინდიფერენტულობის გამო
შეიცანი სხვა, იქნები სწავლული; შეიცანი შენი თავი, იქნები ბრძენი. (c) ლაო ძი