მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროების დაფინანსება შეუმცირდა. ამის შესახებ განცხადება, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დღევანდელ ბიუროს სხდომაზე გააკეთა.
ირაკლი კობახიძის თქმით, გამომდინარე იქედან, რომ შეიცვალა საარჩევნო სისტემა , საჭირო გახდა ბიუროების რაოდენობის გაზრდა. პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, წინა დებულებით გათვალისწინებული დაფინანსება შენარჩუნდა და გადანაწილდა არსებულ ბიუროებზე.
„თითოზე იყო გათვალისწინებული 5 ათასი ლარი თვეში წინა დებულების მიხედვით, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ არ გაგვეზარდა ადმინისტრაციული ხარჯი და იმ ბიუჯეტის ფარგლებში დავრჩენილიყავით, რომელიც იყო განსაზღვრული წინა წლებში ბიუროებისათვის. ამან გამოიწვია რა თქმა უნდა თითოეული ამ ბიუროს ხარჯის შემცირება,“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
http://pirveliradio.ge/?newsid=79145