http://www.ipress.ge/new/56284-ada-marshan...hapi-ki-ar-arisადა მარშანია: პუტინი ადამიანია, გველეშაპი კი არა!
"პუტინი პრეზიდენტია რუსეთის, გველეშაპი კი არ არის! ",-ამის შესახებ პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენელმა ადა მარშანიამ პარლამენტში რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა. მარშანიასთვის გაუგებარია რაში ჭირდება საქართველოს ნატოსა და ევროკავშირის წევრობა და მიიჩნევს, რომ პრობლემებზე, რომელიც ოკუპაციას უკავშირდება, რუსეთს უნდა ესაუბროს.
"პუტინი პრეზიდენტია რუსეთის, გველეშაპი კი არ არის! პრეზიდენტია და ადამიანი ჩვეულებრივი, შენი სამშობლოს ნაწილების დასაბრუნებლად პუტინთან კი არა სად არ უნდა წახვიდე ადამიანი, ამაზე გვტკივა ჩვენ გული და მთავრია, რომ პარლამენტი ქვეყნის უნდა იყოს ძალიან და ძალიან ადეკვატური თავისი ქვეყნის, მისი პრობლემების, მისი მიზნების და კიდევ ერთხელ გეუბნებით ძვირფასო პარლამენტარებო, ჩვენი ქვეყნის მთავარი ამოსავალი, წერტილი, მიზანი ამოცანა, ზრახვა, საქმიანობა არი ქვეყნის გამთლიანება, პირველი და მეორე ჩვენი მოსახლეობის ძალიან მძიმე სიდუხჭირიდან გამოყვანა, თუ ადამიანები არ გვეყოლებიან, რისთვის გვინდა რამე? და საერთოდ რატომ ვცხოვრობთ, რატომ ვმუშაობთ, რატომ ვმოღვაწეობთ იმ ორგანოში პარლამენტი რომ ქვია. ბევრი რამის თქმა მინდა თქვენთვის, უბრალოდ ღია ეთერში არ მიმაჩნია რომ რაღაც-რაღაცეებზე საუბარი იყოს სწორი, უპრიანი და გამართლებული",-განაცხადა ადა მარშანიამ.
------------------------
მაგრად ტეხავს.