გამარჯობა. ვინც პლაგინებზე მუშაობთ და შეგიძლიათ შექმნა მინდა პლაგინის შეკვეთა. ფასი თუ შეგიძლიათ დაწერეთ.
1. კროსვორდები
მინდა კროსვორდების პლაგინი რომლითაც მარტივად დავამატებ კროსვორდებს. სიტყვები თუ შესაძლებელია თავისით უნდა შეაერთოს მას შემდეგ რაც მათ ჩავწერ და ისინი შეაერთოს. კითხვა მაშინ უნდა გამოისახოს როდესაც რომელიმე ჰორიზონტალურ ან ვერტიკალურ სვეტს დავაჭერ. კროსვორდის შევსება მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს უნდა შეეძლოს. თუ შესაძლებელია ამ კროსვორდის ამოხსნაში მომხმარებელს უნდა ემატებოდეს რეიტინგი.
2. ტესტები
მინდა ტესტების სისტემა რომელიც მომხმარებელს შეეძლება გააკეთოს და ტესტების ამოხსნის საშუალებით ემატებოდეს რეიტინგი. ასევე მხოლოდ ავტორიზირებული მომხმარებელთათვის. სასურველია იყოს ასეთი ტიპის სიტემა:
http://teoria.on.ge/ანუ, მომხმარებელი შედის ირჩევს კატეგორიას. გამოისახება X რაოდენობის კითხვა. ვთქვათ 30. თუმცა შეფასება იქნება ქულებით. თუ პასუხია A ვარიანტი მომხმარებელი იღებს 10 ქულას, თუ ახლოა სწორ პასუხთან 5 ქულა. ჩართული უნდა იყოს დროის ათვლა.დასრულების შემდეგ მომხმარებელი მიიღებს შედეგს: დაგროვილი ქულა/მაქსიმალურ ქულაზე*100. მომხმარებელმა უნდა ნახოს რა შეეშალა და რა არა.
3. სხვადასხვა გამოკითხვა
ესეც ტესტების ტიპის სისტემა, თუმცა მომხმარებელი იღებს არა რეიტინგს არამედ სტატუს. მაგალითად გამოკითხვა: ხართ თუ არა ბედნიერი? მომხმარებელი პასუხობს კითხვებს და საბოლოოდ პასუხად იღებს არა ქულას არამედ სტატუს და აღწერას.
4. doin.ge და თამაში პაროლინგი
ბევრს ალბათ ნანახი გექნებათ საიტი doin.ge და თამაში პაროლინგი. მინდა რომ იგივე სისტემა გავაკეთო. თუმცა, ავტორიზირების შემდეგ მომხმარებელი ხედავს კითხვას და კითხვის პაროლი მაგ გვერდზევეა. მომხმარებელი პასუხობს კითხვას და შემდეგი კითხვა არის შემთხვევითი. ყოველ კითხვას აქვს ქულა რომელსაც ადმინი ანიჭებს. ქულები უნდა ინახებოდეს და მომხმარებელი ყოველშესვლაზე უნდა აგრძელებდეს თამაშს(ძველი კითხვები აღარ უნდა დაუსვას).
ვისაც შეგიძლიათ ამ ოთხივე პლაგინის გაკეთება შემეხმიანეთ.