ხვალ 25 დეკემბერია. ზუსტად რვა წელი გავიდა მას შემდეგ რაც ფორუმზე, კერძოდ ელ კომერციის თემაში ამოვყავი თავი
აქაურობის ხშირი სტუმარი ვიყავი, მაშინ როცა ჯერ კიდევ ვარეზი ვარეზობდა და ნაკლები ინტერესი იყო ონლაინ ბიზნესის მიმართ. რამდენიმე დღის წინ შემოვედი და მივხვდი რომ ერთი უბრალო დამწყები რომ შემოვიდეს ამ კატეგორიაში ნამდვილად ვერ გაიკვლევს გზას დიდი ონლაინ მარკეტერობამდე, შესაბამისად გადავწყვიტე რომ ჩემი რვა წლიანი მოღვაწეობა ამ ფორუმზე შევაჯამო ერთ ძალიან დიდი თემაში სადაც განვიხილავ აბსოლუტურად თანხი გამომუშავების ყველა მეთოდს რომელთანაც პირადად მქონდა შეხება. მაშ ასე, დავიწყოთ!
ჯერ გაეცანით სარჩევს რათა ზუსტად იცოდეთ სად არის სასურველი მეთოდი, ხოლო თუ ყველაფრის გაცნობა გსურს მაშინ დავიწყოთ, წინ დიდი თავგადასავლები და უამრავი "ვოუ, გენიალური მიდგომაა" გრძნობა გელოდებათ
-- პროლოგი --
1. Fiverr
2. Pinterest (მოკლე მიმოხილვა)
2.1. Pinterest + CPC
2.2. Pinterest + CPA
3. Instagram (მოკლე მიმოხილვა)
3.1. Instagram + CPA (Churn N Burn)
3.1.1. Instagram + CPA (Amazon, Clickbank)
3.2. Instagram Shoutout
3.3. Instagram Influencers Marketing
3.4. Instagram + Dropshipping -- ეპილოგი --
პროლოგისიმართლე გითხრათ ჩემთვის დღემდე გაურკვეველია რატომ გამოიმუშავებენ დღემდე თუნდაც ახაგაზრდება მიზერულ თანხას ე.წ. Bux ან სხვა ნებისმიერი Scam ვებსაიტების საშუალებით მაშინ როდესაც ბოლო 10 წელია ონლაინ მარკეტინგმა შეცვალა მსოფლიოში ბიზნესის კეთების გზები და შესაბამისად ინტერნეტმა მოიზიდა მთელი მსოფლიოს მოსახლეობის ყურადღება, ხოლო საუკეთესო მარკეტერი იქ ჩნდება სადაც მომხარებლის ყურადღებაა. ინტერნეტ სივრცემ, განსაკუთრებით კი სოციალურმა მედიამ განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია ბოლო 4/5 წელია რადგან იქ იყრის ძალიან დიდი მასა რომელიც არის პროდუქტებისა თუ სერვისების პოტენციური მყიდველი. მანამ სანამ რამდენიმე სოციალურ ქსელს მიმოვიხილავთ გადავიდეთ პირველ ნაწილზე სადაც მოვაქციე Freelance პლატფორმა სადაც დავიწყე თანხის გამომუშავება. მაშ ასე, ეხლა ნამდვილად დავიწყეთ!
1. Fiverrმაშინ როდესაც თანხა არ გაქვს იმისთვის რომ რაიმეში ჩაიდო მიზერულ ინვესტიციად მაინც, ჩნდება კითხვა: შესაძლებელია კი თანხის გამომუშავება სრულიად ყველაფრის გარეშე? რა თქმა უნდა, მხოლოდ შენ უნდა აჩვენო ხალხს შენი უნარები. (წერის, სიმღერის, Photoshop Editing-ის, ფლაერების დამზადების და ასე შემდეგ). სწორედ ფრილანს პლატფორმის მთელი იდეა ამაშია რომ საზოგადეობას გააცნო შენი შესაძლებლობები და მათ მოგცენ შეკვეთა თუ ფასი და პირობები მათთვის მისაღებია. Fiverr-მა ჯერ კიდევ 2013-ში დიდი ადგილი დაიკავა ჩემს ცხოვრებაში, რადგან პირველად შევძელი თანხის გამომუშავება თან ისე რომ შეკვეთა შეკვეთაზე შემომდიოდა და დიდი დროც არ მიჰქონდა შეკვეთის დასრულებას. თანხის მხრივ მინიმალური ოდენობა რაც სერვიის უნდა დაადო არის 5 დოლარი (საიდანაც შეკვეთის დასრულების შემდეგ 1 დოლარი მიდის Fiverr-ის ბიუჯეტში ხოლო 4 დოლარი გრჩება თავად) ხოლო რა თქმა უნდა შეგიძლია სხვა დამატებითი სერვისებიც შესთავაზო რაც ხელს შეგიწყობს რომ ფასები ასწიო, ან მარტივად ე.წ. Custom Order-ები მიიღო შემკვეთებისგან. გამომდინარე იქიდან რომ არც Tech guy ვარ და ვერც ფოტოშოპი თუ სხვა Skills გამაჩნია გადავწყვიტე შევსულიყავი ჩემთვის მარტივ მაგრამ ამავდროულად ძალიან კონკურენტულ გარემოში - Article Writing. მას შემდეგ რაც დარეგისტრირდები ამ პლატფორმაზე, სცადე შეავლე თვალი ყველა სერვისს და აუცილებლად აღმოაჩენ ისეთ მიმართულებას რისი skills შენც გაქვს და შეგიძლია ამით თანხის გამომუშავება. აარჩიე სერვისი, მაგრამ ახლა რა უნდა გააკეთო ? შექმენი შენი პირველი Gig (სერვისი რომელსაც ჰყიდი მომხმარებელზე). მე ჩემს მაგალითზე მოგიყვებით - დავიწყე სტატიების წერა და გადავხედე ყველა სერვისს რომელიც ჩემი პოტენციური კონკურენტი იყო ფრილანს ბაზარზე. შევისწავლე საუკეთესო მათგანები (რომლებსაც ერთდროულად მაღალი რეიტინგული შეფასება და ბევრი შეკვეთა ჰქონდათ). ავიღე ერთი ფრაზა სათაურისთვის და შევქმენი პირველი GIG - I Will Write Exceptional Article That Readers Love! ეს სათაური უფრო მეტად წამოიღებს მომხმარებლის ყურადღებას ის აუცილებლად შემოვა შეთავაზების სანახავად, აქ ცალკე სიახლე ელოდება რომელსაც ვერავინ შესთავაზებს. მაშ ასე გავაანალიზე მაშინ ბაზარზე არსებული ფასები და 5 დოლარად ანუ ერთ შეკვეთაში მომხარებელი მაქსიმუმ მიიღებდა 300/350 სიტყვიან სტატიას - მე კი სიტყვათა რაოდენობა ავწიე და გავხადე 500 (პლიუს მცირე 100 სიტყვიანი სტატია რომელსაც საჩუქრად ვუგზავნიდი მომხმარებელს). მეორე გადამწყვეტი ფაქტორი იყო TAT (Turn Around Time) ანუ შეკვეთის ჩაბარების დედლაინი - აქაც დიდი რისერჩის შემდეგ აღმოჩნდა რომ უმეტესად სხვა სერვის პროვაიდერები 300 სიტყვიან სტატიას 48/72 საათებში აწვდიდნენ მყიდველს, მე კი ეს დრო ძალიან შევამცირე და გავხადე 24 საათი, რაშიც კიდევ უფრო მოვიზადე მომხარებელი და ფაქტიურად ის ჩემს სერვისზე უარს ვეღარ იძახდა ამიტომ მქონდა სხვებთან შედარებით მაღალი პროცენტული მაჩვენებელი შეკვეთებზე ნახვებთან მიმართებით. გავითვალისწინე სხვადასხვა ე.წ. გურუს რჩევაც და სერვისს სათაურის ქვეშ სურათს ნაცვლად Whiteboard ვიდეო დავდე სადაც ავღწერე ჩემი შეკვეთა (ასევე აღწერა გავაკეთე რა თქმა უნდა Description-ის ადგილას). როგორც თავად Fiverr გვირჩევს ვიდეოს ნახვა უფრო არწმუნებს შემკვეთს იმაში რომ სწორ არჩევანს აკეთებს ვიდრე სურათი. გადმოვწერე აპლიკაცია და ყოველ მესიჯს, რომელსაც წინასწარ სერვისის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის მიგზავნიდა პოტენციური მყიდველი, მაქსიმუმ 1 საათის ინტერვალში ვპასუხობდი რაც უფრო მომგებიან მდგომარეობაში მაყენებდა. ხარისხი რა თქმა უნდა უმაღლესი უნდა იყოს სერვისის და პლიუს ამას ყოველთვის შესთავაზეთ რევიზია ჩაბარებული სტატიის ან სხვა სერვისის თუკი ოდნავ პატარა უკმაყოფილებასაც კი გამოხატავს დამკვეთი, ხოლო საჩუქრად შეგიძლიათ 100 სიტყვიანი სტატია გაუგზავნოთ რაც დამკვეთს კვლავ შენთან მოიყვანს. აბსოლუტურად ყველა დამკვეთი რომელმაც ერთი სტატია შემიკვეთა დაბრუნდა ჩემთან უამრავი სხვა სტატიით რაც კიდევ უფრო მომგებიანი აღმოჩნდა. დამატებითი რჩევები
* მაშინ როდესაც GIG არის ახალი შეგიძლიათ, სხვადასხვ სკაიპ ჯგუფებში გაწევრიანდეთ და სერვის პროვაიდერებმა ერთმანეთში გაცვალოთ სერვისის Review-ები რაც თქვენს ავტორიტეტს უფრო აამაღლებს Fiverr-ის ალგორითმის თვალში და უფრო მეტად გამოგაჩენთ პირველ გვერდზე Featured Gig-ებში.
* მობილურის აპლიკაციიდან ოპერირება და შეკვეთების მიღება უფრო დადებითად ითვლება Fiverr-ის თვალში და უფრო დიდი ავტორიტეტს განიჭებთ რაც არ უნდა უცნაური იყოს.
* უამრავი იდეაა რომლების გამოყენებაც შეგიძლიათ. მაგალითად Photoshop Skills-ის გამოყენება; სტატიების, პროდაქთ რევიუების, ოფიციალური წერილების, თავისუფალი ესეების, უბრალოდ ბლოგ პოსტების წერა, SEO (Search Engine Marketing) Skill-ის გამოყენება თუკი გეხერხებათ საიტების საძიებო სისტემაში წინ წაწევა მაშინ რა თქმა უნდა კიდევ უფრო ბევრი შემკვეთი გეყოლებათ; ასევე ვიდეო ანიმაციების შექმნა ან მარტივად Whiteboard Animation-ის გაკეთება რომლის პროგრამებსაც უფასოდ უამრავ ტორენტზე ნახავთ და მარტივადაც ისწავლით; პროდუქტის რეკლამისთვის თქვენი ხმის გამოყენება, სიმღერის შექმნა, ვიდეოს ჩაწერა და დამკვეთისთვის სასურველი ტექსტით საუბარი და ასე შემდეგ.
მოკლედ დამკვეთი არის ძალიან ბევრი, ამიტომ ახლავე მოძებნე საკუთარი ნიშა, შექმენი შენი სერვისის აღწერა და დაიწყე შეკვეთების მიღება. (პს. შეიძლება იმ დღესვე ან იმ კვირაშივე არ შემოვიდეს პირველივე შეკვეთა მაგრამ ესეც შესაძლებელია თუკი სკაიპ ჯგუფებში გაერთიანდება სხვადასხვა სერვის პროვაიდერთან ერთად და გაცვლი Review-ებს რაც აუცილებლად დიდად დააწინაურებს ალგორითმში შენს სერვისს)
2. Pinterest (მოკლე მიმოხილვა) დღემდე ამოუცნია ის ფაქტი თუ რატომ არ იყენებს მარკეტერთა უმრავლესობა ამ პლატფორმას რადგან დღემდე ეს არის ამოუწურავი დიდი ოქროს საბადო. როგორც 2015 წლის პლატფორმის ოფიციალურმა სტატისტიკამ აჩვენა, ამ ქსელის მომხარებელთა თითქმის ნახევარი არის მდედრობითი სქესის (რაც უკვე საინტერესოა) საიდანაც 55% არის 30-60 წლებს შორის ქალბატონები რომლებსაც ცხოვრებაში საკუთარი ადგილი ნაპოვნი აქვთ და შემოსავალი შესაბამისად მაღალი აქვთ.(რაც კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის ამ პლატფორმას ჩვენთვის).

პინტერესტზე მთავარი წარმატების გასაღები არის Group Boards - უკვე არსებული ჯგუფები რომლებსაც ჰყავს უკვე დიდი ბაზა მიმდევრების (Followers) და სადაც სურათის განსათავსებლად მოხვდები მხოლოდ ჯგუფის მფლობების მოწვევის შემდეგ. ეს შანსი კი ხელიდან არ უნდა გაუშვათ და ამიტომ დაიწყეთ ასეთი ჯგუფების მოძებნა, მაგალითად :
https://www.pinterest.com/mumsmakelists/health-and-fitness/ - ვხედავთ რომ ჯგუფს ჰყავს 11 ათასი მიმდევარი და მხოლოდ 6 ადამიანი რომელსაც შეუძლია იმ ჯგუფში დაპოსტოს კონტენტი. შეგვიძლია ძალიან მარტივად ვთხოვოთ ჯგუფის მფლობეს ჯგუფში გაწევრიანება (როგორც ვხედავთ Mums Make Lists უწერია რომ არის Creator ანუ ჯგუფის შემქმნელი) - შემიძლია გაგიზიაროთ მარტივი ტექსტი რომლითაც უამრავ ჯგუფში მიმიღეს : Dear Creator, I'm interested in Group Board (სახელი ჩაწერეთ ბორდის), Love that beautiful pictures and lovely pins, So could you please invite me in and let me be the one who pin wonderful content? Promise, i will follow your rules. Looking forward for your reply. Thanks in advance - (აქ დაწერე მეილი რადგან მოწვევის გამოგზავნა ხდება შენი ექაუნთის მეილის ჩაწერით); ამ ტექსტს ვწერთ იმ ბორდის ერთ-ერთ სურათზე და იქვე ვთაგავთ მფობელს ან ვწერთ პირადად მფლობელს რადგან თითქმის ყველას მითითებული აქვს საკუთარი საკონტაქტო მეილი ბორდის აღწერაში. - არ ელოდოთ იმას რომ იმ დღესვე მოგცემენ თანხმობას ან რომ ყველა ბორდში შეგვიშვებენ, უბრალოდ დაელოდე იმ ერთ მომენტს როცა მოგცემენ ნებართვას, შეგვიშვებენ ბორდში და ახლა იწყება თავდავიწყება <3
2.1. Pinterest + CPC (Adsense, PropellerAds, MediaNet და ა.შ.)მოკლედ მას შემდეგ რაც ერთი ექაუნთი გვაქვს და ასევე გვაქვს წვდომა მინიმუმ 2-3 ბორდზე სადაც შეგვიძლია მივპინოთ ჩვენს ბლოგზე არსებული კონტენტი მისი სურათითურთ, ახლა უნდა დავიწყოთ მოქმედება.
ა) შექმენით ბლოგი რომელზეც გექნებათ ორიგინალი კონტენტი (100/150/200 სიტყვიანი სტატიები თქვენი ბორდის შინაარსთან მიმართებაში) და ორიგინალი სურათი კონტენტის შესაბამისი სათაურით რადგან მოპარულ სურათებზე ადრე თუ გვიან აუცილებლად დაგბლოკავთ პინტერესტი. (ორიგინალი სურათის მაგალითი იხილეთ ქვევით და ასევე სურათს დაადეთ ყოველთვის საკუთარი საფირმო ნიშანი - მომავალში მოიპარავენ თუ არა კონტენტს, ამით მივხვდებით მარტივად)

უამრავმა მეგობარმა უცხოურ ფორუმებზე დიდ წარმატებას მიაღწიეს რეცეპტებისა კატეგორიაში მაგრამ მე წარმატება ვნახე სხვა სფეროში - ფიტნესი! ხოლო განსაკუთრებით პინტერესტ მომხარებლები ირევიან სტატიებზე რომლებიც ეხება სხეულის ამ ნაწილებს:
ა) პრესი (ტერმინი - flat abs, flat stomach, tight abs, tight stomach, how to get six pack abs, exercises for abs და ასე შემდეგ)
ბ) გამხდარი ფეხები (ტერმინი - slim legs, how to get slim legs, lose fat from inner thighs, get slim thighs, how to get killer legs და ასე შემდეგ)
გ) ნავარჯიშები უკანალი (ტერმინი - how to get firm butt, how to get Brazilian butt, how to get addictive butt და ასე შემდეგ
მაშ ასე გვაქვს არჩეული ნიშა, გვაქვს წვდომა რამდენიმე ბორდთან მაგრამ როგორ გამოვიმუშავოთ თანხა ? შექმენით 4 ბლოგი სადაც განათავსებთ 8 ორიგინალ სტატიას (თითო ბლოგზე) ანუ დღეში 32 სტატია - ასევე შექმენით ორიგინალი სურათები თითო სტატიისთვის 3/4 სხვადასხვა სურათი რადგან შეძლოთ მეორე, მესამე და მეოთხე დღეს იგივე სტატიის გაზიარება ოღონდ სხვა სურათით და გამოვა თითქოს უნიკალურ და ახალ კონტენტს უზიარებ ბორდის მიმდევრებს. ძნელია თავიდან მაგრამ დიდი თანხის გამომუშავება მსხვერპლს მოითხოვს.
შეგიძლია ერთი შენი პირადი ექაუნთით გააზიარო ეს სტატიები პინტერესტზე მაგრამ ჯობია ოდნავი ინვესტიცია ჩადო და თითოეულს ბლოგს ანუ ოთხივე ბლოგს ჰქონდეს თითო პინტერესტ ექაუნთი. ანუ ვყიდულობთ Proxies-ებს რაც შეიძლება ხარისხიანს და იაფს, მაგალითად აი აქედან -
https://www.blackhatworld.com/seo/instantpr...est-now.662871/ - 10 პროქსი ჯდება 10 დოლარი და ვქმნით ამ პროქსებზე ახალ ექაუნთებს; ერთი პროქსი : ერთი ახალი ექაუნთი.
ჩვენი პირადი ექაუნთიდან სადაც წვდომა გვაქვს რამდენიმე ბორდთან ახლა უკვე თავად ჩვენ ვუგზავნით ამ ახალ ექაუნთებს მოსაწვევებს და ვიღებთ ჯგუფში როგორც ახალ კოლაბორატორებს. შესაბამისად იმ ახალ ექაუნთებს ვუმაგრებთ თითო ბლოგს და ამ ბლოგებიდან სტატიებს ვაზიარებთ ანუ სურათის გამოყენებით ვპინავთ სტატიას იმ ჯგუფში. შემდეგ ყველაფერი მარტივია ხედავენ მიმდევრები საკუთარ News Feed-ში ამ ე.წ. პინებს და თუ მოეწონათ გადმოდიან და კითხულობ, ხოლო ბლოგზე განთავსებულ სტატიებში ჩავსვათ ედსენსის რეკლამები რათა რეკლამებმა გაიტაცოს მათი ყურადღება და დააკლაკონ, შესაბამსიად თითო კლიკში ჩვენ ვიღებთ Adsense-სგან თანხას.
დამატებითი რჩევებია) ბლოგზე ვიყენებ CMS-ად ვორდპრესს მისი სიმარტივის გამო.
ბ) ვიყენებ ძალიან მარტივ ნებისმიერ უფასო ბლოგის თემას, რომელიც ამავდროულად არის Mobile Responsive რადგან 40% გადმოსული მომხარებლის არის მობილურის მომხარებელი
გ) ვიყენებ შემდეგ პლაგინებს - Yoast Seo (რათა დავადგინო არი თუ არა თითოეული სტატია კონკრეტული ქივორდზე ორიენტირებული რათა უფრო მაღაალი თანხა ავიღო კლიკებში); Insert Post Ads (რის საშუალებითაც ედსენსის ორ რესპონსივ პატარა რეკლამის კოდს ვსვამ სტატიის შიგნით, რადგან კითხვის დროს რეკლამაც დახვდეთ და უფრო მარტივად მონეტიზირდნენ); Social Warfare (სოციალური ქსელის იკონები რათა მარტივად თითის ერთი დაკლიკვით მივპინო სტატია ჩემი ბლოგიდან ჩემს პინტერესტ ექაუნთში არსებულ ბორდებზე.
დ) იაფი დომენების საიტია alpnames.com სადაც 1 ლარადაც შეიძლება ზოგიერთი დომენის ყიდვა რადგან უამრავჯერ იქნება როცა უმიზეზოდ, ყოველგვარი აპელირების გარეშე პინტერესტის ანტი-სპამ ცენტრი დაბლოკავს დომენს. გაასაჩივრე, იბძროლე მაგრამ თუ ვერაფერს გახდები, შეეგუე და უფრო მეტი ინვესტირება მოახდინე ახალ დომენებში, ისევე როგორც მეტი ინვესტირება მოახდინე ახალ პინტერესტის ექაუნთებში.
ე) ორიგინალ კონტენტს თავად ვწერ, ხოლო ორიგინალ სურათებს ტექსტით ვქმნი მობილურის აპლიკაციიდან - Phonto (Ios-ზე ვიყენებ მაგრამ არ ვიცი არის თუ არა ანდროიდზე). ჯერ კიდევ Tumblr-ედან, Instagram-იდან უბრალო ფოტოებს (ტექსტის გარეშე) და შემდეგ ზემო აღნიშნულ აპლიკაციაში ვამუშავებ.
ვ) Scale Up - წინ და წინ, რაც უფრო მეტი შემოსავალი გექნება მით უფრო მეტი ინვესტიცია ჩადე ახალ ექაუნთებში და ბლოგებში.
დასკვნა - ედსენსით მარტივი მისაღწევია დღეში 100 ევრო, მაგრამ ყოველთვის დარჩით Under radar და არ დაენახოთ ედსენს ძალიან რადგან მიუხედავად ორიგინალი კონტენტისა მათ შეიძლება ტვინში რუხი უჯრედები დაებინდოთ და მიზეზის გარეშე დაგბლოკონ. რაც შეეხება PropellerAds-ს ის არის ედსენსის მსგავსი პლატფორმა და მიღება ყოველგვარი შემოწმების გარეშე ხდება. თუმცა შემოსავალი არის სასაცილო თუ არა სატირალი ნამდვილად - მაშინ როდესაც იგივე ვიზიტორებით შეგიძლია 100 ევრო გააკეთო, PropellerAds-ით მაქსიმუმ 1 დოლარს გადაცდე - ნამდვილად სასაცილოა.
2.2. Pinterest + CPA (Amazon Affiliate, Clickbank, ა.შ) იგივე მეთოდი - გვაქვს ბლოგი, სადაც ვანთავსებთ სტატიებს (ოღონდ უკვე ამაზონის პროდუქტების აღწესებს ანდაც Clickbank-ის პროდუქტების აღწერებს) და ამას შემდეგ "ვპინავთ" ჩვენს ბორდებში, გადადის ხალხი და კითხულობს სტატიას მოსწონს პროდუქტი ? აუცილბად იყიდის, ანუ პინტერესტის მომხარებელი არის უნიკალური რადგან ის გამოდგება როგორც CPC (ედსენსი) ტიპის ასევე CPA (პროდუქტების ყიდვა) ტიპის რეკლამის მიზნობრივ კონტიგენტად.
Clickbank გიხდით 75%-ს პროდუქტის ფასისა ყოველი გაყიდვის დროს რაც ძალიან მიმზიდველი შემოთავაზება, პლიუს ამას მოძებნეთ მხოლოდ ისეთი პროდუქტები რომლებსაც ე.წ Gravity აქვთ 10-25-ს შორის რადგან ეს ნიშნავს რომ პროდუქტი იყიდება და ჯერ კიდევ ბევრი მომხარებელია ისეთი რომელზეც შეიძლება ასეთის გაყიდვა. როდესაც გრევითი უფრო მაღალია ეს ნიშნავს იმას რომ ძალიან დიდი კონკურენცია გადამყიდველებს შორისაც და განსაკუთრებით თითქმის ათვისებულია კონკრეტულ ქივორდზე არსებული მყიდველები.
Amazon Affiliate - პროცენტულად ძალიან ცოტას იხდის გაყიდული ნივთიდან. თავიდან იწყებთ 4%-ით და მაქსიმუმ შეგიძლიათ 8%-ზე ასვლა თუკი რა თქმა უნდა ბევრი გაყიდვა გექნებათ, მაგრამ მიუხედავად ამ ფაქტისა ხალხი ნდობას ამაზონის მიმართ უფრო დიდია ვიდრე Clickbank-ის მიმართ რაც სრულებით არაა გასაკვირი.
3. Instagram (მოკლე მიმოხილვა) წლებია რაც ინსტაგრამი არის ტრენდში და შესაბამისად ყველას ყურადღება მისკენაა მიმართული. მარკეტერებისთვის დღემდე ეს არის კიდევ ერთი ოქროს საბადო რომლის მარაგი მართლაც რომ ამოუწურავია. ქვემოთ მიმოვიხილავ ყველა დატესტილ მეთოდს რომელთანაც პირადად მქონდა შეხება საკმაოდ დიდი წარმატებით.
3.1. Instagram + CPA (Churn N Burn)ეს მეთოდი არის ე.წ. Churn N Burn რომლის საშუალებითაც მოკლედ ვადაში გავდივარ დიდი შემოსავალზე ისე რომ ყველა ექაუნთი აუცილებლად იბლოკება და ამიტომ ხელახლა ვდებთ უფრო დიდი ინვესტიციას მეტი ექაუნთისთვის და ყველაფერის ხელახლა დაწყებსთვის. მაშ ასე ვქმნით უამრავ ინსტაგრამის ექაუნთს (ექაუნთის შექმნა უკვე შესაძლებელია ინსტაგრამის ვებგვერდის საშუალებით - ასევე უმჯობესია დავაძველოთ ექაუნთები მინიმუმ 1 თვემდე ან მარტივად ვიყიდოთ სხვადახვა პროვაიდერისგან უკვე დაძველებული ექაუნთები). აუცილებლად ვუცვლით Username-ს თითოეულ ექაუნთს მისი ნიშადან გამომდინარე, მაგალითად ინსტაგრამზე დღეს საკმაოდ ტრენდშია Get Instagram Followers, Amazon Gift Card Giveaways, Clash of clans hacks და ასე შემდეგ.
ამიტომ ვიღებთ ერთ კონკრეტულ ნიშას და იმ ნიშაში ვქმნით ინსტაგრამის ექაუნთებს - ამ შემთხვევაში შესაძლებელია ერთ პროქსიზე 3 ინსტაგრამის ექაუნთის მიბმა. აუცილებლად ყველა ექაუნთს ვუცვლით Usernames-ს ისე რომ მისი წაკითხვით რაიმე ქივორდი გამოდიოდეს მაგალითად თუკი ვარ Instagram followers ნიშაში მაშინ ჩემს ექაუნტებს შევეცდები ასეთი იუზერნეიმები ჰქონდეთ - get_instagram_follower; get_100_insta_followers_for_free; get100freefollowers და ასე შემდეგ. ვქმნით სრულაიდ ცარიელ პროფილს სადაც არანაირ კონტენტს არ ვდებთ, მხოლოდ მიმზიდველ Bio-ს ვაკეთებთ მაგალითად - Get free T-shit of Britney Spears by following this link და აქ ტექსტის შემდეგ ჯდება ჩვენი დომენის მისამართი რომელსაც ჩავწერთ პროფილში არსებული Website-ს გრაფაში და ის იქნება დაკლიკებადი (რადგან ინსტაზე არცერთი ლინკი გარდა ბიოს ლინკისა არ არის დაკლიკებადი). ამის შემდეგ ვიწყებთ მასიურ Following-ის. ჩვენი მთავარი მიზანია რომ 20 წლის ქეითს რომ Notification მიუვა ინსტასგან და მას დახედავს წაიკიტხოს შემდეგი რამ -
Free.Britney.Spears.Shirts Started Following You. (სწორი იუზერნეიმი აუცილებლად მიიქცევს ქეითის ყურადღებას და ის აუცილებლად გადავა ამ პროფილის სანახავად) ქეითს რომელიც პროფილში შემოვა კი დახვდება მიმზიდველი ტექსტი Bio-ში სადაც წერია შემდეგი - Get free T-shit of Britney Spears by following this link (აქ ჯდება ხოლმე თავად ლინკი) - შესაბამისად ქეითი უკვე ჩვენთანაა და გადადის ლინკზე სადაც ხვდება უკვე ლამაზად აწყობილი Landing Page ანუ გვერდი რომელიც არის ზუსტად იმისთვის შექმნილი რომ ქეითი დაკონვერტირდეს თანხაში, მაგალითისთვის instagram followers ნიშაში ასეთი Landing Page არის უმაღლესი ხარისხის სადაც მომხარებლების 20-30% აუცილებლად შევა და დააჭერს Get Button-ს ხელს. -
http://get.followersteam.com/მას შემდეგ რაც ის აჭერს ამ Button-ს ხელს იქ უკვე არსებული კონტენტი იკეტება ე.წ. Content Locking-ით და მას მოეთხოვება რომ შეავსოს Survey ან დააინსტალოს რომელიმე პატარა აპლიკაცია (შეგვიძლია დავარქვათ ამას თავისებური Human Verification მაგრამ თანხა შევსებული კითხვარის ან დაინსტალირებული აპლიკაციის გვერიცხება ჩვენ); იკითხავთ იმასაც თუ რას იღებს ქეითი ? თუ საქმე გსურთ რომ დიდხანს გააგრძელოთ და არავინ დაწეროს ნეგატიური კომენტარი მაშინ გაიღეთ ცოტაოდენი და მართლა გააკეთეთ ე.წ. Giveaway ან მართლაც მოიპოვეთ ის ე.წ. Game Hacks-ს და წვდომა მიეცით მომხარებელს ამის მიმართ, ან უბრალოდ აღარ დაინტერესდეთ რა ბედი ეწია ქეითს (რაც ძალიან ცუდი მიდგომაა)
ანუ გვაქვს 30 ინსტაგრამის ექაუნთი, ყველა ექაუნთს აქვს ნიშის შესაბამისი Username და იწყებ ყველა ექაუნთით მასიურად Following-ს. ამისთვის ვიყენებთ Bot-ებს რომელიც მაქსიმუმ 20 დოლარი დაჯდეს თვიურად. მე უპირატესობას ვანიჭებ Mass Planner-ს ვიდრე FollowerLiker-ს.
თითოეული ექაუნთით შეგვიძლია დღეში 600/700 Follow-ს გაკეთება რასაც მოჰყვება, ანუ მთლიანობაში 30 ექაუნთი X 700 Follow-ზე. ანუ გამოდის რომ ჩვენ იმ დღეს მივიქციოთ 21 000 პოტენციური ინსტაგრამის მომხარებლის ყურადღება საიდან გარკვეული კონტიგენტი აუცილებლად გადმოვა და გაჰყვება ლინკს.
კომპანიები რომლებსაც აქვთ ასეთი შეთავაზებები (როგორიცაა Survey, Pay Per Install) არიან OGads და CPALead. ორივე კომპანიას აქვს თავისი ე.წ. Landing Page-ები უკვე მზა ფორმაში და შეგიძლიათ ისინი გამოიყენოთ. ამ მეთოდით შეგიძლიათ დღიურად 100 დოლარზე ასვლა უპრობლემოდ თუკი ბევრი ექაუნთი გექნებათ და სწორ, მიზნობრივ კონტიგენტს მიაგნებთ
დამატებითი რჩევებია) თითოეული ექაუნთი უკეთესია თუ იქნება 1-2 თვის, რადგან უფრო მეტი Follows გაკეთება შეგვძლება
ბ) აქაც მთავარი გასაღები არის სწორი მიზნობირივი კონტიგენტი მონახვა - ესეც მარტივია. მაგალითად ასეთ შეთავაზებებს და მიმზიდველ წინადადებებზე დადებითი რეაქცია აქვთ უფრო მეტად 8-18 წლამდე ასაკის მომხარებლებს, შესაბამისად იფიქრეთ იმაზე თუ საით არის მათი ყურადღება? უმეტესად მათთნაირ ახალგაზრდა პოპულარულ ვარსკვლავების მიმართ.
გ) თითო proxy-შეიძლება მიებას მაქსმიმუმ 3 ინსტაგრამი ექაუნთი რაც მშვიდად ყოფნის საშუალებას მოგვცემს.
დ) გვექნება უამრავი Phone Verification-ები ასე რომ შეგვიძლია ვიყიდოთ თავად ახალი სიმ ბარათები და იმ ნომრებით მოვახდინოთ ვერიფიცირება ანდაც არსებობს ასეთი საიტი - smspva.com რომლის საშუალებითაც შევძლებთ ნომრების ვერიფიცირებას.
ე) იქნება უამრავი ბლოკი ექაუნთებზე მაგრამ არ დანებდეთ, ბლოკები ეს არის ამ მეთოდისთვის ჩვეულებრივი დამახასიათებელი ფაქტორი, იყიდეთ ან შექმენით ახალი უფრო მეტი ექაუნთი და გააგრძელეთ მუშაობა უფრო მეტი ენთუზიაზმით.
3.1.1. Instagram + CPA (Amazon, Clickbank)ამ შემტხვევაში უკვე ვქმნით ექაუნტს რომელსაც ისევე როგორც ზევით აქვს ჩვენი ნიშისთვის დამახასიათებელი Username მაგრამ აქ უკვე ვანთავსებ უმაღლესი ხარისხის კონტენტს (სურათები, ვიდეოები) რომლებიც არის ჩვენი პროდუქტების აღწერა. ამასობაში ვქმნით ბლოგს რომელზეც გვექნება პროდუქტის მიმოხილვა და ამ ბლოგის მისამართს ვწერთ პროფილში "Website"ის გრაფაში რათა კლიკებადი ლინკი გამოჩნდეს უკვე ჩვენი ავატარის ქვეშ. შემდეგ ვიწყებთ როგორც წესი მასიურ Following-ის, რაც უფრო მეტი ექაუნთი გვავქს მით უფრო მეტი შანსია რომ ჩვენი პრომოუშენი გამოიღებს შედეგს.
3.3. Instagram Influencers Marketing ნებისმიერ დროს ჩვენ შეგვიძლია უბრალოდ შევქმნათ უმაღლესი ხარისხის ინსტაგრამის ექაუნთი და დავიწყოთ მასიური Following-ი იმისთვის რომ მივიზოდით მომხარებლის ყურადღება. როგორც წესი Follow Back Rate არის 30% - ანუ თუკი მივყვებით 700 კაცს, უკან გამოგვყება 210 კაცი. შესაბამისად ჩვენ უკვე გვყავს 210 მომხარებელი რომელიც არის ჩვენი მიმდევარი და დიდი შანსია რომ იგი ნახავს იმ კონტენტს (სურათებს თუ ვიდეოს) რომელსაც ჩვენ მომავალში განვათავსებთ ამ ექაუნთში. მასიური Following-ის პარალელურად ჩვენ რა თქმა უნდა ვიწყებთ უმაღლესი ხარისხის კონტენტის (სურათი/ვიდეო) დადებას და ვცდილობთ რო დავაკმაყოფილოთ მომხარებლის თხოვნები. სწორედ ისეთი ექაუნთი რომლებმაც უკვე მიაღწიეს 20/30/40/100/200/300 ათას მიმდევარს მათ შეუძლია თამამად თქვან რომ ისინი არიან Instagram Influencer-ები, რადგან მათ ჰყავთ მყარი აუდიტორია რომელსაც მარტივად მიაწვდნენ მომხმარებელს. შესბამიასდ ჩვენ შეგვიძლია ან გავხდეთ თავად Influencer-ი (თვეების მუყაითი მუშაობის შემდეგ) ან გამოვიყენოთ საჩვენოდ უკვე ცნობილი Influence-რები. ისინი როგორც წესი არ არის ცნობადი პიროვნებები ან ბრენდები და ამიტომ იღებენ შედარებით დაბალ თანხას თითოეულ განთავსებულ პოსტში. ანუ ჩვენ ვუკავშირდებით ვინმე უბრალოდ მაგალითად ფიტნეს მოდელს და ვთხოვ რომ ჩვენი პროდუქტი ან სერვისის შესახებ დადოს სურათი ან ვიდეო და ამაში გადავუხდით თანხას. (მაგალითად ფიტნესს ცენტრია, ონლაინ ფიტნეს გაკვეთილები და ა.შ.) ასეთ ინფლუენსერებს ყოველთვის აქვთ თავიანთ პროფილში მეილი მითითებული ე.წ. ბიზნეს შეთავაზებებისთვის.
მაგალითად -
https://www.instagram.com/anyastar/ - საკმაოდ მარტივად შეიძლება ერთი პოსტით დიდი თანხის გაკეთება თუკი სწორად შევარჩევთ ჩვენს შეთავაზებულ პროდუქტს ან სერვისს.
ამ კატეგორიის ქვეშ გამოვყოთ ასევე ე.წ. Brand marketing რომელიც განსხვავდება Influencer მარკეტინგისგან მხოლოდ იმით რომ ბრენდ მარკეტინგში არიან უკვე ცნობადი პიროვნებები ანუ სელებრითები რომლებმაც საკუთარი თავი აქციეს ბრენდად, შესაბამისად თითოეულ ინსტაგრამ პოსტში იღებენ მილიონ რადგან ერთი სურათით თუ ვიდეოთი მათ შეუძლიათ წვდომა ჰქონდეთ მილიონობით ადამიანთან სულ რაღაც 12/24 საათში. მაგალითად კრიშტიანო რონალდო :
https://www.instagram.com/p/BNr7p6bAa6T/?taken-by=cristiano - მაგალითად ამ ერთი ვიდეოთი მას მიიქცია 5.5 მილიონ ადამიანის ყურადღება.
3.4. Instagram + Dropshippingჩვენ თავად შეგვიძლია ნივთების ე.წ. Drop Shipping-ი. ანუ ვარჩევთ იაფად ნივთებს და ვახდენთ მის გადაყიდვას ისე რომ ფასს ვუმატებთ და შესაბამისად ვყიდით ძვირად.
მაგალითად ნივთები უმეტესად იაფი არის Aliexpress რომელიც უმეტესად ყიდის ჩინურ ნივთებს იაფად, შესაბამისად შეგვიძლია მათი მოძებნა და საკუთარი კომერციული საიტის გაშვება სადაც უკვე გაორმაგებული ფასით განვათვსებთ ამ ნივთს და ინსტაგრამის დახმარებით (უამრავი მეთოდი მოვიხსენიე ზევით) ვყიდით ნივთს.
საშიში სრულებიტ არაფერი უბრალოდ მაშინ როდესაც ვიღებთ შეკვეთას, ამოვიწერთ მყიდველის მისამართს, მივდივართ Aliexpress-ზე სადაც ვუკვეთავთ ამ ნივთს ოღონდ ვაგზავნით უკვე იმ მისამართზე რომელიც უკვე დაგვიტოვა მყიდველმა. უბრალოდ ერთი პრობლემა რასაც ვაწყდებით არის ის რომ ჩინეთიდან ამერიკაში ჩადის 6/7 კვირაში რაც უმეტესად ამერიკელ მყიდველ სრულებით არ აწყობს და მათი მოთმინების ფიალა ძალიან მარტივად ივსება - ეს რისკი უნდა გააცნობიეროთ და საკუთარ თავზე აიღოთ.
კომერციულ საიტის პალტფორმად შეგვიძლია გამოვიყენოთ უფასო Woocommerce, რომელიც ინსტალირდება Wordpress-ს სისტემაში.
ხოლო თუ შეგვიძლია ზედმეტი თანხის გადახდა მაშინ გამოვიყენოთ Shopify რომელიც არის ძალიან მარტივად გასაგები და აღსაქმელი და მარტივად შევძლებთ კომერციული საიტების დამზადებას. (დაახლოებით 40-100 დოლარს შორის მერყეობს Shopify ყოველთვიური სამომხმარებლო გადასახადი).
რაც შეეხება გადახდის პლატფორმის შეგვიძლია გამოვიყენოთ Paypal Payments (რომელიც გვაძლევს შანსს რომ მყიდველმა გადაიხადოს ფეიფალით) ასევე 2CheckOut (რომელიც გვაძლევს შანსს რომ მყიდველმა გადაიხადოს არამხოლოდ ფეიფალით არამედ ვიზა ბარათებით - რა თქმა უნდა თავისი 4% მიაქვს თითოეული ტრანზაქციიდან)
-- ეპილოგი --
შევეცადე მთელი ჩემი ცოდნა რაც დავაგროვე ძალიან მოკლედ ამ თემით გადმომეცა თქვენთვის, ძალიან კი ვეცადე. ბევრი რამე რა თქმა უნდა გამორჩენილი მექნება ამიტომ კითხვებზე პასუხით ნელნელა შევავსებ ამ ინფორმაციასაც.
* აუცილებლად დაიწყებთ მოქმედება დღესვე
* აიღეთ ერთი კონკრეტული ნიშა და მიჰყევით მას ბოლომდე. არასდროს დაუჯეროთ სხვას თუ გეტყვით რომ ესა თუ ის მეთოდი აღარ მუშაობს, Don't be headline readers, try everything and then decide whether it works or not.
* მომიტევეთ გრამატიკული შეცდომები რადგან საკმაოდ ბევრი ვწერე და ნამდვილად გადავიღალე <3
* სამწუხაროდ ვერ ვახერხებ ხშირად შემოსვლას ამიტომ მომიტევეთ თუკი კითხვებზე დაუყოვნებლივ ვერ გაგცემთ პასუხს

* ველოდები თქვენს მიერ გაზიარებულ ცოდნასაც