butkuj
Super Crazy Member +++

        
ჯგუფი: Members
წერილები: 31567
წევრი No.: 126469
რეგისტრ.: 25-January 11
|
#56061924 · 28 Mar 2020, 16:29 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
BesoK
QUOTE | სამურზაყანური გვარების სია განათავსე. საინტერესოა მათი წარმომავლობის გაგება. გვარის ფუძის გაანალიზებით თუ სხვა ცნობებით |
უფრო სწორი იქნება სამურზაყანოში გავრცელებული გვარების სია . რადგანაც მათი უმეტესობის 70% ან აფხაზური ან ენგური გაღმიდან მოსულების შტამომავალია.
ს. საჩინო (რეკის თემი , სამურზაყანო)
სოფელი საჩინო 1886 წელს შედიოდა ბედიის თემში , ხოლო 1930 წელს – გალის მაზრის რეკის სას . საბჭოში . იგი ისტორიული
საჩინოდან ( წალენჯიხის რ . ) ჩამოსულა ოთხი ძმა ქუჩულორია — კურბეი , ბუჭი , შხანუყვა და ქვათი .მათ აქ მარღანიასათვის უთხოვიათ მიწა და დასახლებულან , თანაც გვარი ქუჩუბერიად გადაუკეთებიათ ; კორტავების წინაპრები ხორგიდან ( ამჟამად ხობის რ . გამოქცეულან და თავდაპირველად გუდაუთაში დამკვიდრებულან , შემდეგ ბესლახუბაში უცხოვრით და ბოლოს რეკაში დამკვიდრებულან .
ს.რეკა
ქიშმარიების გვარის შესახებ
გადმოცემა ორ ძირითად გვარზე : სოფლის პირველი მოსახლის გვარი ყოფილა შათიფა ( გვარის ვარიანტები სხვადასხვა დროსა და ადგილას : შაბაუყვა , შაბაალურხვა , სოტიშვილი , ცოცის – ქუა ) . შემდეგ ფსხუდან თუ ჭლოუდან ჩამოსულა ქიშმარიების წინაპარი , რომელიც შათიფებს კარგად მიუღიათ და აქვე დარჩენილა . ს. საბულისკერიო (მუხურის თემი)
საბულისკერიო ბულისკერიებით დასახლებული ადგილის სახელია . სოფელში 1992 წელს მკვიდრობდა 24 გვარი . მათგან ყველაზე მრავალრიცხოვანია ბულისკერია – 55 კომლი ( 278 სული ) . მათი ჯინჯიხატი ჯიხაშკარშია . იქიდან წამოსულა ორი ძმა . ერთი ოქუმში დასახლებულა ( იქაცაა საბულისკერიო ) , მეორე კი — მუხურის ტერიტორიაზე ( ოქუმელი ბულისკერიების გადმოცემა სრულებით საპირისპიროს ამტკიცებს ) . სხვა გვარები : გვალია – 13 კომლი , სვიმონია — 5 კ . , კვარაცხელია— 4 კ . და სხვ . გვალიებისწინაპრები ხორციდან ჩამოსულან , გვარამიებისა — ჭოღიდან .
ს. ნახინგუ (წარჩის თემი)
თავდაპირველად ნახინგუ ერქვა ვაკე - ფერდობებს მორინჯესა და კაკიშ ღალს შუა . გადმოცემა ზოგ გვარზე : გერზმავების წინაპარი ნახინგუში მოსულა ბზიფიდან , იქაა მათი ჯინჯიხატი და კიდევაც აგზავნიან შესაწირავს ; ზარაქუების წინაპრები წალენჯიხიდან მოსულან მეზობელ ჩხორთოლში ; ანთების ჯინჯიხატი ჭკადუაშშია , ხოლო თოლორაიებისა – ჯვარსა და ყულიშკარში .
* * * ს. სამელაიო (ოქუმის თემი)
სამელაიო თავდაპირველად ერქვა საკუთრივ მელაიების უბანს სოფელ ოქუმში . 1930 წელს მას ჯერ კიდევ არ ჰქონდა სოფლის სტატუსი . მაგრამ მას შემდეგ , რაც სამელიო სოფლის სახელად იქცა , მელაიების უბანს ეწოდა სამელაიოშ კუნთხუ . გადმოცემა ზოგ გვარზე : მელაიები ყოფილან მელაძეები ხონიდან ; იქ ყოველ 3 - 4 წელიწადში ერთხელ აგზავნიდნენ ხურდა ფულსა და სანთელს ეკლესიაში ; 1992 წელს სამელაიოში ცხოვრობდა 22 გვარი . მათგან ძირძველ გვარებად ითვლებიან : კოზმავა – 21 კომლი , მელაია — 15 კ . , ჯონჯუა — 15 კ . , კუკავა – 10 კ . ჯონჯუების წინაპარი გუდაუთიდან ჩამოუყვანია მის მორდუს ( გამზრდელს ) — მარღანიას ; გერგაიები ხობიდან არიან. ს. პირველი გალი (სამქვარი) ,პ. ცხადაიას წიგნიდან.
პირველ გალს უწინ ერქვა გალხუჭი ( აფხ . “ პატარა გალი “ ) , ხოლო დღევანდელ ქ . გალს — გალდოუ ( აფხ . “ დიდი გალი “ ) . შემდგომში სოფ . პირველ გალს სახელი შეეცვალა და დაერქვა სამქვარი . იხ . სამწვარი . 1992 წელს პირველი გალის თემში ( ოთხივე სოფელში ) ცხოვრობდა 432 გვარის მატარებელი 1739 კომლი . კომლთა მრავალრიცხოვნებით გამოირჩეოდა : ჯეჯეია – 82, კომლი , ეზუგბაია – 81 კ . , ნაყოფია – 56 კ . , კვეკვესკირი – 49 კ . , ზაქარაია — 48 კ . , კაკავა – 46 კ . , ქეცბაია – 41 კ . , ბიბლაია – 34 კ . , ჯობავა – 34 კ . , ციკოლია – 29 კ . როდონაია – 28 კ . , გოგოხია– 27 კ . , აგრეთვე : აბაშია , ვარდანია , მიქაია , მინჯია , როსთობაია , სარუა ...
ზემო ღუმურიში:
ზემო ღუმურიშში ცხოვრობენ ბეჭვაიები , ზუხბაიები , კაკუბავები , ნანავები , ქვაჩახიები . . . ზუხბაიები ირწმუნებიან : “ ჩერქეზები ვართ , საჩერქეზოდან . ჯინჯიხატი “ შაგნოხა “ ყარაჩში გვაქვს . ღალიძგასა და ენგურს შუა ქვეყანა დაცარიელებული ყოფილა , აქა - იქ თუ ესახლა ვინმე . რეჩხი , ღუმურიში და ჩხორთოლი მურზაყან შარაშიას ემხვარისათვის უჩუქებია . ამ ემხვარს დედა ჩერქეზი ჰყოლია , წასულა და ჩამოუყვანია დედის ძმისშვილები ქუნთეზი და ლაწესი . ღუმურიშელი ზუხბაიები მათი შთამომავლები ვართ . ჩვენზე უწინ აქ ახლომახლო მხოლოდ ქვაჩახია და მელიავა სახლებულან “ . ღუმურიშში მცხოვრები კაკუბავები კი , მათივე განმარტებით , სათურქოდან გამოქცეული სამი ძმის — მეგრელების - შთამომავლები ყოფილან .
* * ს. საბულისკერიო (ოქუმის თემი) :
საბულისკერიო — სოფელი ოქუმის თემში ( გალის რ . ) , მდ . ოქუმის მარჯ . მხარეს , მთის ძირას . ზ . დ . 180 მ . ...გვარი . მათგან ძირძველნი და მრავალკომლიანნი არიან : ბულისკერია – 41 კომლი , შონია – 23 კ . , ლაცუზბაია – 20 კ . , გოგოხია – 13 კ . , ჟვანია – 13 კ . , შელია – 12 კ . , თოდუა -10 კ. გადმოცემა ზოგ გვარზე : ბულისკერიების წინაპრები მოსულან მარნე“ ჯგეგეცუდნა “ ჩხორთოლში ; ლაცუზბაიების წინაპარი ქერქი ლაცაბაი ყარაჩიდან გამოქცეულა კაცის მოკვლის გამო და ჯერ მარშანიას მინდობია , შემდეგ კი ემხვარისაგან მიუღია ფიოჩობა ( აზატობა ) და ადგილები ოქუმში . მას აქ დახვედრია ერთადერთი მცხოვრები კუტატი ქვაჩახია ; სირგინავას წინაპარი კი ყოფილა ცეცბა , ბზიფიდან გამოქცეული კაცის მოკვლისათვის . იგი შეკედლებია ილორის მონასტერს , სადაც მერჭულეს მეხატედ დაუყენებია . მერჭულესვე უწოდებია მისთვის სერგელა , რადგან ზანტი ყოფილა . აქედან მომდინარეობს გვარი სირგინავა . * * * ს. პირველი შეშელეთი :
1992 წელს პ . შეშელეთში ცხოვრობდა 46 გვარი . მათგან შედარებით მრავალრიცხოვანი იყო ; უზარაშვილი – 17 კომლი, ქვაჩახია — 17 კ . , მარკელია — 16 კ . , გულუა – 8 კ . , კილანავა – 6 კ . , როდონაია – 6 კ . , სანაია – 6 კ . , ასოიანი – 6 კ . და სხვ . გადმოცემა ზოგიერთ გვარზე : აბუხბაიები ჩამოსულან ბზიფიდან , ზვამბაიები — ჟვანდრიფშიდან , ხარშილავები — წალენჯიხიდან , ხურცილავები – კვაუთიდან , ბაღიშვილები – მარტვილიდან ; კილანავების წინაპრებს წალენჯიხის რ ....
ს. მარჩხაფონის თემი (ყოფ. განახლება)
1985 წელს განახლების თემში მოსახლეობდა 355 კომლი ( 1302 სული ) . მათგან შედარებით მრავალკომლიანი გვარებია : ქობალია — 17 კომლი , კვარაცხელია — 15 კ . , ჯიქია – 15 კ., ფაცაცია – 14 კ . , კახიანი – 14 კ . , ღურწკაია – 12 კ . , მებონია — 10 კ . , ცაავა – 10 კ . და სხვ.
ს. ქვიშონა (ოტობაიის თემი)
1992 წელს ქვიშონაში შედარებით მრავალრიცხოვანი გვარები იყო : ბახტანძე — 21 კომლი , ზანთარაია — 16 კ . , გამისონია— 13 კ . , დგებუაძე — 11 კ . , ჭანია — 10 კ . , აგრეთვე : გამახარია , ქარდავა , ძაძუა , იზორია , ტაბაღუა და სხვ .
ს. ოტობაია .
1992 წელს სოფელშიდამკვიდრებული იყო 39 გვარის მატარებელი 132 კომლი . შედარებით მრავალრიცხოვანი გვარებია : გითოლენდია — 22 კომლი , გამისონია – 13 კ . , ჯოჯუა — 12 კ . , ბჟინავა — 9 კ . , ფასანძე — 7 კ . , ჭანია – 6 კ .
ს. რამი (თხუმინა) ნაბაკევის თემი
სოფლის ხანდაზმულნი კი გადმოსცემენ : “ სოფლის აღმ . ნაწილში ტყეს ერქვა ჯონდიშ ოთხირე . ოცდაათიან წლებში იგი გაკაფეს , დათესეს რამი და შეიქმნა რამის საბჭოთა მეურნეობა . ცოტა ხანში რამი სოფლის სახელად იქცა . შემდეგ აქ ციტრუსების გამოყვანა დაიწყეს და დაერქვა ნარამუ / / სანერგე “ . სოფელში ცხოვრობს 43 გვარის 168 კომლი . მათგან შედარებით მრავალრიცხოვანია : ალფენიძე — 25 კომლი , ხუფენია – 24 კ . , რატია — 14 კ . , საჯაია – 8 კ . , ახალაია – 6კ . , ბერანძე – 6კ . , თორდუა – 6 კ . , სალაყაია — 6 კ . , იზორია – 5 კ . , ფარულუა – 5 კ . , ჩიტაია – 5 კ . , ძაძუა - 5 კ .
ს. ოხურეი გუდავის თემი .
ოხურეიწყარის მარც . მხარეს . ზ . დ . 10 მ . , გალიდან 17 კმ . ესაზღვრება : პ . გუდავა , მ . გუდავა , ანარია , ოხურეი ( აჩიგვარის თემი ) , ოხურეი ( ილორის თემი ) . 1992 წელს სოფელში ცხოვრობდა 40 გვარის მატარებელი 85 კომლი ( 348 სული ) . მათ შორის : ქუთელია , ხაბურზანია , გოგოხია , კიკორია , კვაშილავა , შამათავა , წურწუმია და სხვ . ზაქარაიების წინაპრები ბანძიდან რეკაში ჩასულან და იქ გააფხაზებულან , ლიპარტიების წინაპრები კი ახუთიდან ყოფილან .
ს. გუდავა :
1992 წელს გუდავის თემში ცხოვრობდა 336 გვარისმატარებელი 684 კომლი ( 2416 სული ) . ყველაზე მრავალრიცხოვანი იყო სოფელი მეორე გუდავა ( 465 კომლი , 1557 სული ) , სადაც დამკვიდრებულია 232 გვარი . კომლთა რაოდენობითგამოირჩევიან : ხუბუა — 26 კომლი , გვაძბა — 17 კ . , ხუნწარია — 17 კ . , ჩხვირკია — 16 კ . , ჯანჯულია – 12 კ . , კემულარია — 11 კ . , ბაკარანძე — 10 კ . , შონია — 10 კ . , აკიშბაია — 9 კომლი . გადმოცემა : აკიშბაიებისა და დოჩიების წინაპრები ამ დაუსახლებელ მიწაზე ერთად ჩამოსულან ჯიქეთიდან . მათ ზუფუდან მოჰყოლია ხუტკუბიათა წინაპარი ( ეს სამი გვარი ტყეში ახლომახლო დასახლებულა და ერთმანეთისათვის ძმობის ფიცი მიუციათ.
მაგრამ ეს პირველმოსახლენი დღეს კომლთა რაოდენობით სხვა გვარებზე წინ არ არიან : 1992 წელს გუდავის თემში ცხოვრობდნენ : აკიშბაია — 11 კომლი ( 27 სული ) , დოჩია – 9 კ . ( 33 სული ) , ხუტკუკბია - 6 კ . ( 25 სული ) . მათ შემდეგ მოსულან ჩხვირკიები “ გურზემიდან “ , ხუნწარიები - აბაშიდან , გაბუნიები - ბანძიდან , მეფორიები - ნოღიდან ჟვანიები - ოქუმიდან , როსტობაიები - კორცხელიდან , ნარსიები - ჭაქვინჯიდან , რეკვავები - საჯიჯაოდან . * * * ს. თაგილონი :
გადმოცემები თაგილონში მცხოვრებთა გვარებზე : ბენდელავები ყოფილან ბენდელიანები თამაკონიდან , ხოლო კვიტიები — კვირტიები კირცხიდან , ხუბულავების წინაპრები ჩამოსულან ჭაქვინჯიდან , აკობიებისა – ჯვარიდან ... კილასონიას წინაპარი ყოფილა ლეჩხუმელი ხურო , რომელიც აქ ჩასიძებულა ; შარიების წინაპარი , სახელად მიდია ჩამოსულა ლიხნიდან , სადაც არის მათი ჯინჯიხატი „ ჯვარი პატიოსანი ლიხნური “ ; ქილორავების წინაპარიყოფილა მილორავა „ ენგურს გაღმიდან “ . იქიდან გამოქცეული სამი წელი ტყეში იმალებოდა , შემდეგ გამოსცხადებია ანჩაბაძეს დამალული ქილორთან ერთად ( ქილორი ხოხობია ) , გვარად ქილორავა იყავიო . * * * 1930 წელს სოფელი პირველი გალი შედიოდა პირველი გალის სას . საბჭოში და იყო ამ სას . საბჭოს ცენტრი . გადმოცემა ზოგიერთ გვარზე : ქეცბაიები , ქვაცაბაიები და ვარდანიები ერთი წინაპრის შთამომავლები არიან . ისინი ბზიფიდან მოსულან ; იქიდანვე არიან ჭანტურიებიც და ბასარიებიც ; კვეკვესკირის წინაპარი ყოფილა პაპასქირი ნოუღალენიდან ; აბაშიები ძირულიდან მოსულან .
ს.ლეკუხონა :
ლეკუხონა ის ადგილია , სადაც მრავლად ხარობს ლეკუხა , ანუ ხეჭრელი ( დუდგულა ) . - ონა , რაც ქართული ოვან - სუფიქსის მეგრული ეკვივალენტია , გამოხატავს კრებითობას , საწარმოებელი ფუძით აღნიშნული საგნის . სიმრავლეს . ზოგი გვარის ამ სოფელში დამკვიდრების ისტორია ასეთია : ოთხი ძმა ქობალია ხანწკიდან ჩამოსულა და შარაშიას მინდობია . შემდგომ ერთი მათგანი სვანეთში გადაბარგებულა , მეორე - კორცხელში ; გულუების წინაპრები ჯუმითიდან არიან , ბოკუჩავებისა — ნოღიდან , შამათავებისა — უშაფათიდან , ხარჩილავებისა — ჭოღიდან . სოფლის მიკროტოპონიმია აღინუსხა 1973 წელს . ამ დროს აქ ცხოვრობდა 70 კომლი . ს. პატრახუწა (აგუბედიის თემი)
პატრახუწა — სოფელიაგუბედიის თემში ( ოჩამჩირის რ . ) , ოხურეის სათავესთან ( შდრ . ... ოხოჯის ზემოთში “ ) . ზ . დ . 200 მ . ოჩამჩირიდან 30 კმ . ამ სოფელშია ოხურეის სათავე — წყარო შარვან იძის და მდგენლები : აძგძკვარა გაბიკვარა . ესაზღვრება : საჩინო , ნარჯხეუ , ატიშადუ , ქვალონი . სოფელი პატრახუწა 1886 წელს შედიოდა სამურზაყანოს უბნის ბედიის თემში , ხოლო 1930 წელს — გალის მაზრის მეორე ბედიის სას . საბჭოში . ამ დროს სოფელში ცხოვრობდა 65 კომლი ( 297 სული ) . გადმოცემა : “ საჩინოს გორის ძირასერქვა პატარა ახუწა . სოფლის სახელი იქიდან მოდის . აფხაზურ ენაში ახუწა აღნიშნავს მთისძირს “ . 1982 წელს , როცა ჩაწერილ იქნა სოფლის ადგილთა სახელები , აქ ცხოვრობდა 37 კომლი . ზოგ გვარზე გადმოცემა ასეთია : კვიწინიები ათარადან მოსულან , შანავები — წალენჯიხიდან , ქუჩულორიები და ქუჩუბერიები— საჩინოდან . შერგელიები სინამდვილეში შენგელიები არიან . მათი ჯინჯიხატი ობუჯშია .
ისე კი როგორც ვამჩნევ , სამურზაყანოს "აფხაზურ" ნაწილში - ფოქვეში , რეკა , აგუბედია გვარების რაოდენობა მოყვანილი არ არის .
ს. პატრახუწა (გალის რნი) პატრახუწა — სოფელი მზიურის თემში ( გალის რ . ) ... ზ . დ . 60 მ . გალიდან 3 კმ . 1930 წელს შედიოდა ცხირო - გალის სას . საბჭოში . გადმოცემა : “ სახელი გადმოუტანიათ აგუბედიის პატრახუწიდან აქ გადმოსახლებულ აფხაზებს , გვარად ქვამბაიებსა და შენგელიებს “ . როგორც ჩანს , შემდეგ მოხდა მათი ენობრივ - ეთნიკური შერწყმა ადგილობრივ მოსახლეობასთან . ტოპონიმები ჩაწერილია 1973 წელს .
* * * * * ს.აჯრა - აგუბედიის უბანი .
ოხოჯის მარც . მხარეს , ძირითადად ელაღირის ხეობასა და მიმდებარე ბორცვებზე . ზ . დ . 130 მ . , ოჩამჩირიდან 25 კმ . ესაზღვრება აგუბედია , პირველი კოპიტი , მიშველი , ჩხორთოლი . 1930 წელს ამ დასახლებულ პუნქტს ჯერ კიდევ არ .ჰქონდა მიკუთვნებული სოფლის სტატუსი . სახელწოდება აფხაზურია და ნიშნავს მუხნარს . ტოპონიმური მასალა ჩაწერილია 1982 წელს ( ცხოვრობდა 49 კომლი ) . გადმოცემა ერთ გვარზე : ბუავების წინაპარისამი ძმა რაჭიდან წამოსულა . ერთი მათგანი სოფ . კოკში ( ზუგდიდის რ . ) დარჩენილა , მეორე – აქ , მესამე კი გუდაუთაში გამგზავრებულა . “ ძველებს “ ჯერ კიდევ ახსოვდათ ჯინჯიხატი რაჭაში და იქ აგზავნიდნენ ხურდა ფულს .
* * * აქ უკვე მგონი უზუსტობას აქვს ადგილი :
ს. ახეცარა (აგუბედიის თემი)
სოფელი ახეცარა არც 1886 წლის მოსახლეობის აღწერის მასალებში ჩანს და არც 1930 წელს გამოცემულ “ საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ - ტერიტორიული დაყოფის “ ცნობარში . სახელწოდება აფხაზურია და , ისევე როგორც მისი ადგილობრივი მეგრული ვარიანტი ცხიმურონა , ნიშნავს რცხილნარს . გადმოცემით , ახეცარა თავდაპირველად ერქვა სერს ოხოჯესა და მის შენაკად ლაბჟანიაშ ღალს შუა .
სინამდვილეში კი ახეცარას მეგრულად ჰქვია "ბოხონა" .
ს. დიხაგუძბა ( განახლების თემი)
დიხაგუძბა - სოფელიგანახლების თემში ( გალის რ . ) , შავი ზღვის პირას . ზ . დ . 5 მ . გალიდან 30 კმ . 1930 წელს დიხაგუძბა დიხიგუძუბა - ს ფორმით შედიოდა გაგიდა - ნაჭკადოს სასოფლო საბჭოში . სოფელში ცხოვრობენ ქობალიები , მებონიები , ოყუჯავები , გოჯოლანძეები , ღურწკაიები , ეფენიები , გაგუები , ჭანიები , ბელქანიები , ბარქაიები ჯინჯოლიები . ამ უკანასკნელთა წინაპრები რომ გუშინანული გადმოალაშენებულ ბერკათედრა მეფე მოგვიანებით ერთი მათგანი დიხაგუძბაში გადმოსულა საცხოვრებ ლად .
ს. ფართოღალი :
ფართოღალი - სოფელი ცხირის თემში ( გალის რ . ) , გალის წყალსაცავის ნაპირას . მოიცავს მდ . ფართოღალის ქვემო წელს ( შდრ . ქსე : “ მდ . რეჩხის ხეობაში “ ) . სოფლის ნაწილი დაფარა წყალსაცავმა . ზ . დ . 160 მ . გალიდან 13 კმ . ესაზღვრება : ფართოღალი ( ღუმურიშის თემისა ) , ცხირი , სამწვარი . იხ . ფართოღალი ( ღუმურიშის თემი ) . გადმოცემები ზოგიერთ გვარზე : ალესანდრიები ჩამოსულან ბზიფიდან , ბუავები კი რაჭველი ბუაძეები არიან : ერთი ძმა ხუმუშქურში დამკვიდრებულა , მეორე — ცხირში , მესამე - ბედიაში . * * *
ქ. გალი . გვარებზე ინფორმაცია არ არის ...
1974 წელს ქ . გალში იყო 13 , 8 ათასი მცხოვრები . რაიონის ტერიტორია 1002 , 5 კვ . კმ – ია . მოიცავს ერთ ქალაქს ( გალი ) , 25 თემს.... შემდგომში ყოფილი გალის თემის ტერიტორიაზე გაჩნდა ორი სასოფლო საბჭო : პირველი გალისა ( სოფლებით: ზემო გალი , პირველი გალი , ლეკუმხარა , ცხირი ) და რეჩხი - ცხირისა , რომელშიც შედიოდა თვით დ . გალიც . ქალაქის ადგილის სახელები ჩაწერილია 1973 , 1980 და 1986 წლებში .
* * * ს. ურთა (ფოქვეშის თემი)
1982 წელს ურთაში ცხოვრობდა 48 კომლი . ძირითადი გვარებია: თანია , ტუიბა , ფაჩულია , ხაშბა, ჩაჩხალია . ამავე წელსააჩაწერილი სოფლის ადგილთა სახელები . * * * გვარები თაგილონში :
გადმოცემები თაგილონში მცხოვრებთა გვარებზე : ბენდელავები ყოფილან ბენდელიანები თამაკონიდან , ხოლო კვიტიები — კვირტიები კირცხიდან , ხუბულავების წინაპრები ჩამოსულან ჭაქვინჯიდან , აკობიებისა – ჯვარიდან კილასონიას წინაპარი ყოფილა ლეჩხუმელი ხურო , რომელიც აქ ჩასიძებულა ; შარიების წინაპარი , სახელად მიდია ჩამოსულა ლიხნიდან , სადაც არის მათი ჯინჯიხატი „ ჯვარი პატიოსანი ლიხნური “ ; ქილორავების წინაპარი ყოფილა მილორავა ...მას უთქვამს : რადგან ტყეში ყოფილხარ დამალული ქილორთან ერთად ( ქილორიხოხობია ) , გვარად ქილორავა იყავიო . * * * ს. დიხაზურგის გვარებზე:
რზენისა და დიდი წიფურის ცენტრი იყო დიდი ჭყონი , რაც ამჟამად დიხაზურგის ცენტრშია . დიდი წიფურის პირველმოსახლე ყოფილა აზნაური ასლანგერ მარღანია . იგი ჩამოსულა ზუფუდან , კერძოდ , აფუცხადან ( ამჟამად გუდაუთის რაიონის სოფ . მუგუძირხვის უბანია ) , თან ჩამოუყვანია მეჯინჯიხატე , ფიოჩი ( აზატი ) , გვარად გვაგვალია ( აფუცხვაში ახლაც ცხოვრობენ გვარები : გოგულცი , ანუ გოგულია და მანი , ანუ მარღანია ) . აქ შემოღამებიათ , ნორჩი მუხისათვის ნაბადი გადაუფენიათ , მეორე ნაბადი ძირს დაუგიათ და დაწოლილან . რომ გათენებულა , ადგილი მოსწონებიათ და აქ დარჩენილან . ის ნორჩი მუხა , ამჟამად რომ დიხაზურგის ცენტრში ძველისძველი დგას , ისაა და ეწოდება დიდი ჭყონი . შემდეგ ჩამოსულან ლამანძია ჩარგაზია , მიქია , ცანავა , კვირკველია , ჭელიძე . . . ჭელიძეთა წინაპარი დურგალი ყოფილა რაჭიდან , სოფ . ნამანევიდან , დურგლობდა და აქ დარჩენილა ; ცანავების შორეული წინაპრები თამაკონიდან , ჩამოსულან , კვირკველიებისა — ჩხოროწყუდან ...
ს. ფართოღალი :
ფართოღალი - სოფელი ცხირის თემში ( გალის რ . ) , გალის წყალსაცავის ნაპირას . მოიცავს მდ . ფართოღალის ქვემო წელს ( შდრ . ქსე : “ მდ . რეჩხის ხეობაში “ ) . სოფლის ნაწილი დაფარა წყალსაცავმა . ზ . დ . 160 მ . გალიდან 13 კმ . ესაზღვრება : ფართოღალი ( ღუმურიშის თემისა ) , ცხირი , სამწვარი . იხ . ფართოღალი ( ღუმურიშის თემი ) . გადმოცემები ზოგიერთ გვარზე : ალესანდრიები ჩამოსულან ბზიფიდან , ბუავები კი რაჭველი ბუაძეები არიან : ერთი ძმა ხუმუშქურში დამკვიდრებულა , მეორე — ცხირში , მესამე - ბედიაში . * * *
ქ. გალი . გვარებზე ინფორმაცია არ არის ...
1974 წელს ქ . გალში იყო 13 , 8 ათასი მცხოვრები . რაიონის ტერიტორია 1002 , 5 კვ . კმ – ია . მოიცავს ერთ ქალაქს ( გალი ) , 25 თემს.... შემდგომში ყოფილი გალის თემის ტერიტორიაზე გაჩნდა ორი სასოფლო საბჭო : პირველი გალისა ( სოფლებით: ზემო გალი , პირველი გალი , ლეკუმხარა , ცხირი ) და რეჩხი - ცხირისა , რომელშიც შედიოდა თვით დ . გალიც . ქალაქის ადგილის სახელები ჩაწერილია 1973 , 1980 და 1986 წლებში .
* * * ს. ურთა (ფოქვეშის თემი)
1982 წელს ურთაში ცხოვრობდა 48 კომლი . ძირითადი გვარებია: თანია , ტუიბა , ფაჩულია , ხაშბა, ჩაჩხალია . ამავე წელსააჩაწერილი სოფლის ადგილთა სახელები . * * * გვარები თაგილონში :
გადმოცემები თაგილონში მცხოვრებთა გვარებზე : ბენდელავები ყოფილან ბენდელიანები თამაკონიდან , ხოლო კვიტიები — კვირტიები კირცხიდან , ხუბულავების წინაპრები ჩამოსულან ჭაქვინჯიდან , აკობიებისა – ჯვარიდან კილასონიას წინაპარი ყოფილა ლეჩხუმელი ხურო , რომელიც აქ ჩასიძებულა ; შარიების წინაპარი , სახელად მიდია ჩამოსულა ლიხნიდან , სადაც არის მათი ჯინჯიხატი „ ჯვარი პატიოსანი ლიხნური “ ; ქილორავების წინაპარი ყოფილა მილორავა ...მას უთქვამს : რადგან ტყეში ყოფილხარ დამალული ქილორთან ერთად ( ქილორიხოხობია ) , გვარად ქილორავა იყავიო . * * * ს. დიხაზურგის გვარებზე:
რზენისა და დიდი წიფურის ცენტრი იყო დიდი ჭყონი , რაც ამჟამად დიხაზურგის ცენტრშია . დიდი წიფურის პირველმოსახლე ყოფილა აზნაური ასლანგერ მარღანია . იგი ჩამოსულა ზუფუდან , კერძოდ , აფუცხადან ( ამჟამად გუდაუთის რაიონის სოფ . მუგუძირხვის უბანია ) , თან ჩამოუყვანია მეჯინჯიხატე , ფიოჩი ( აზატი ) , გვარად გვაგვალია ( აფუცხვაში ახლაც ცხოვრობენ გვარები : გოგულცი , ანუ გოგულია და მანი , ანუ მარღანია ) . აქ შემოღამებიათ , ნორჩი მუხისათვის ნაბადი გადაუფენიათ , მეორე ნაბადი ძირს დაუგიათ და დაწოლილან . რომ გათენებულა , ადგილი მოსწონებიათ და აქ დარჩენილან . ის ნორჩი მუხა , ამჟამად რომ დიხაზურგის ცენტრში ძველისძველი დგას , ისაა და ეწოდება დიდი ჭყონი . შემდეგ ჩამოსულან ლამანძია ჩარგაზია , მიქია , ცანავა , კვირკველია , ჭელიძე . . . ჭელიძეთა წინაპარი დურგალი ყოფილა რაჭიდან , სოფ . ნამანევიდან , დურგლობდა და აქ დარჩენილა ; ცანავების შორეული წინაპრები თამაკონიდან , ჩამოსულან , კვირკველიებისა — ჩხოროწყუდან ..
* * * ს. პირველი გალი.
1992 წელს პირველი გალის თემში ( ოთხივე სოფელში ) ცხოვრობდა 432 გვარის მატარებელი 1739 კომლი . კომლთა მრავალრიცხოვნებით გამოირჩეოდა : ჯეჯეია – 82 კომლი , ეზუგბაია – 81 კ . , ნაყოფია – 56 კ . , კვეკვესკირი 49 კ . , ზაქარაია — 48 კ . , კაკავა – 46 კ . , ქეცბაია – 41 კ . , ბიბლაია – 34 კ . , ჯობავა – 34 კ . , ციკოლია – 29 კ . , როდონაია – 28 კ . , გოგოხია – 27 კ . , აგრეთვე : აბაშია , ვარდანია
|