http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...mimarthuli.html”ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს.
”გულითადად და მოწიწებით ვულოცავ დაბადების დღეს უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს.
ბედნიერია ერი, რომელსაც ასეთი სულიერი წინამძღოლი ჰყავს. უწმინდესის მთელი მოღვაწეობა, რომელმაც ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის ურთულეს წლებში გაიარა, იყო და დღესაც არის ჩვენი ერის სულიერი განწმენდის, გამთლიანების და გაძლიერებისკენ მიმართული. უწმინდესი ყოველთვის იყო მაგალითი მიმტევებლობის, სიბრძნის, დიდსულოვნებისა და თავმდაბლობის.
უღრმესი მოწიწებით, პატივისცემითა და სიხარულით ვულოცავ უწმინდესს დაბადების დღეს და ვუსურვებ, კიდევ დიდხანს არ მოკლებოდეს ჩვენს ერს და ბერს მისი სიბრძნე და სულიერი წინამძღოლობა”, - ნათქვამია დავით ბაქრაძის მისალოც წერილში.
უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს დღეს 84 წელი შეუსრულდა.
თითო გული <3