გამარჯობათ. არ ვიცი რამდენად სწორად ვხსნი თემას, პირველ რიგში კოლეგა მოდერს ვუხდი ბოდიშს თუ რამეს ვარღვევ

გადავწყვიტე გეიმინგ PC-ის აწყობა. გადავავლე თვალი მაღაზიების ფასებს, მარკეტის ფასებს და აქაურ ფასებს. ყველაზე მინიმალური კარგი კომპიუტერი მარკეტზე შემხვდა 2300 ლარად მხოლოდ ქეისი.
იქნებ აქ უფრო იაფად გამომივიდეს საქმე.
ჩემი მოთხოვნებია:
მინიმუმ 4GB ვიდეო
მინიმუმ i7 პროცესორი
მინიმუმ 16GB ოპერატიული
წყლის გაგრილების სისტემა
კარგი დედაპლატა, ისეთი რომ მინიმუმ 3-4 წელი გამოცვლა არ დამჭირდეს.
კვება მინიმუმ 750-იანი
SSD ვინჩესტერი მინიმალური მოცულობის.
მადლობელი დაგრჩებით თუ დამეხმარებით ამ კარგ საქმეში

ძალიან გთხოვთ რეალური ფასები დაწერეთ ნაწილებზე