ექსპერტი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო, როგორც ამას პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ვარაუდობს, „ხელისუფლება ცუდი სასტარტო პირობებით დაიწყებს საარჩევნო კამპანიას“ და ეკონომიკური და სოციალური გამოწვევების ფონზე, „მათთვის ახლა ნებისმიერი რიგგარეშე არჩევნები საფრთხის შემცველი“ იქნება. როგორც Guardian.ge-სთან საუბრისას გია ხუხაშვილმა აღნიშნა, ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების სცენარის შემთხვევაში, პრეზიდენტის პოსტზე “ქართული ოცნების" კანდიდატი „ნებისმიერი შეიძლება იყოს“.
ივანიშვილმა თქვა, რომ პრინციპში რატომაც არა, ეს განხილვადია. როდესაც თქვენ კონკრეტულ ადამიანზე ეკითხებით და ის გპასუხობთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ იმ ადამიანს მხარს უჭერს ამ პოსტზე. ეს ნიშნავს, რომ განხილვადია ის, როგორც ნებისმიერი სხვა. აბა ახლა რა ეთქვა, რომ არა, არავითარ შემთხვევაშიო? - დიპლომატიური პასუხი გასცა და იქვე თქვა, რომ რატომ მაინცდამაინც ეს, რადგან ღარიბაშვილს შეიძლება სხვა რაღაცაც უნდოდეს. ანუ მან დიპლომატიურად თავი აარიდა პასუხის გაცემას. ეს რატომღაც იქნა წაკითხული, რომ ეს მიესალმება ირაკლი ღარიბაშვილს, რაც აბსოლუტურად არასწორია. თქვენ შეგიძლიათ ციტატა მოიძიოთ და მიხვდებით, რომ ასეა და არა სხვანაირად. ამასაც რომ თავი დავანებოთ, ნებისმიერი შეიძლება იყოს, არ ვაპირებ ამაზე ტვინის ჭყლეტვას. სიმართლე გითხრათ, მე არ მეჩვენება, რომ ღარიბაშვილი არის კარგი კანდიდატი იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ამ ადამიანს აქვს თავისი კვალიფიკაცია. როგორც პოლიტიკოსი ის, რბილად რომ ვთქვათ, მაინცდამაინც არ იყო კარგი. თუნდაც კონტრასტი რომ ავიღოთ გიორგი კვირიკაშვილსა და მას შორის, მაშინ როდესაც კვირიკაშვილიც საკმაოდ სუსტად გამოიყურება, ამ ფონზე ღარიბაშვილი კიდევ უფრო უარესად ჩანს. მან როგორც იქნა მოახერხა თავისი რეალური ცხოვრების დაბრუნება. ახლა ისევ მეორედ იგივე საშინელ მდინარეში შესვლა… ადამიანურად, მე არ მემეტება ღარიბაშვილი. მას აქვს თავისი საქმე, თავისი პროფესიონალიზმი, დიდი ოჯახი ჰყავს, ვუსურვებ, რომ იყოს ბედნიერი და თავის პროფესიულ საქმიანობაში რაღაცა აჩვენოს. როგორც პოლიტიკოსი ის, ბუნებრივია, არც არსებობდა, მოგონილი პოლიტიკოსი იყო და დამთავრდა ეს სიზმარი მის ცხოვრებაში და რატომ გვინდა რომ ისევ დავაძინოთ და გაუგბრობაში მოხვდეს, მე არ მესმის“.
http://timesnews.ge/index.php/news/news_details/6335 This post has been edited by Adam_Beyer on 3 Jan 2017, 20:53
მიმაგრებული სურათი