"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი ტელეკომპანია "იბერიასთან" საუბრისას აცხადებს, რომ დღევანდელი პარლამენტი ქართული ფიმლის "არაჩვეულებრივი გამოფენის" გმირს, ვალოდია ჯინჭარაძეს ჰგავს, რადგან მას ვერავინ ცნობს.
"როგორც ჩანს ისტორიას გამეორება უყვარს. საქართველოში მონობა არ ყოფილა, არ გვახსოვს და როგორც ჩანს ასე გვეწერა ბედისწერისგან რომ ერთ ავადმყოფ კრიმინალ, სისხლში, სიბინძურეში გასვრილ ჭორვილელ არსებას რაღაცა პერიოდი უნდა დაემყარებინა მონობა საქართველოში, რომ გვესწავლა ჩვენი გამოცილებით და არასოდეს ეს აღარ დაგვეშვა, მაგრამ მე უკვე ვეჭვობ ჩვენ ვსწავლობთ თუ არა საკუთარი პრაქტიკით, როდესაც ვხედავ, რომ არჩევნებზე 1 მილიონი კაცი მივიდა თუ არ მივიდა მათი სახელით და მისცა ხმა ამ საშინელ ძალას.
გამოდიან და "არაჩვეულებრივ გამოფენაში" კლასში ჯინჭარაძე ყავდათ ვალოდია ხო? რომელსაც კლასი ვეღარ ცნობდა. რადიატორთან, რომ იჯდა იმით ცნობდნენ, გამოდის რომ დღეს მთელი პარლამენტი ჯინჭარაძე ვალოდიებია”, - განაცხადა ნათელაშვილმა.
http://www.ipress.ge/new/56555-natelashvil...da-daemyarebina