თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ "ინჯირლიკის" ავიაბაზაზე აშშ-ის ჯარების დისლოცირების საჭიროების საკითხს კითხვის ნიშნის ქვეშ აყანებს.
თურქი მინისტრის განმარტებით, "დაეშის" წინააღმდეგ მიმდინარე ოპერაციაში "ევფრატის ფარი" თურქეთის მიერ მხარდაჭერილი ოპოზიციური ძალები საჰაერო მხარდაჭერით ვერ უზრუნველყო აშშ-მა“.
"აშშ-სთან ერთი შეკითხვა მაქვს: თუკი თქვენ მხარს არ გვიჭერთ ყველაზე მნიშვნელოვანი ოპერაციის განხორციელების დროს, მაშინ რატომ გყავთ ჯარები დისლოცირებული "ინჯირლიკის" საჰაერო ბაზაზე",- აცხადებს მევლუთ ჩავუშოღლუ.
თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელს კოალიციის საჰაერო ძალების წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა ჯონ დორიანმა უპასუხა და აღნიშნა, რომ "დაეშის" წინააღმდეგ კოალიციის ეგიდით წარმოებული კამპანიის დროს, ინჯირლიკის საჰაერო ბაზამ "ფასდაუდებელი" როლი შეასრულა“.
"იქ წარმოებული ოპერაციების წყალობით, მთელ მსოფლიოში მოხერხდა უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ბაზაა კოალიციისთვის და დაეშის წინააღმდეგ მიმდინარე ბრძოლისათვის,“ - განუცხადა ჟურნალისტებს ბაღდადიდან პოლკოვნიკმა ჯონ დორიანმა.
დორიანის თქმით, კოალიცია "ოპერაციებს" აწარმოებს თურქეთთან და მის მოკავშირეებთან, რათა ალ-ბაბში შესღწევად ბრძოლაში ჩართულობის საჭირო მხარდაჭერა გაზარდოს.
"გარდა ამისა, ამინდმაც ხელი შეუშალა ამერიკის მიერ მხარდაჭერილ კოალიციას საჰაერო დარტყმების განხორციელებაში. საჰაერო მხარდაჭერის კარდინალური წესი მოითხოვს მოქმედებას ზიანის გარეშე. ასე რომ, ჩვენ ჩავატარეთ ოპერაცია იმგვარად, როგორც შეგვეძლო მოცემული დროის ფარგლებში," - დასძინა დორიანმა.
თურქეთის ინჯირლიკის ავიაბაზას აშშ და საერთაშორისო კოალიცია სირიაში ექტრემისტების წინააღმდეგ ავიადარტყმებისთვის იყენებს.
http://pia.ge/post/86155-turqeti-injirliki...is-qves-ayanebs