#49648751 · 7 Jan 2017, 01:37 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ეს კანონზომიერია. ინგლისმა შოტლანდია ირლანდიასთან ძაან თანაბარი ომების მაინც მოგების და ძაან განვითარებული ერების (ირლანდია,სკოტლანდია) მაინც დომინირების ცოდნით მიიღო ის ძალა, რამაც მასზე ასჯერ დიდი და 300 ჯერ მრავალრიცხოვანი ჩინეთი და ინდოეთი პროვინციად იყოლია მთელი საუკუნე.
ევროპის ქვეყნები ერთმანეთს და ევროპის ქვეყანათა პროვინციები ერთმანეთს სასტიკად რომ ჟუჟავდნენ იქ იპოვეს გზა/ძალა რითაც მსოფლიოს ბატონობა შეძლეს.
ქართველებიც თუკი რამედ ვვარგივართ, დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, სწორედ ერთმანეთთან ბრძოლით განვვითარდით (ბანძი პატრიოტიზმი განვდევნეთ 91-ში, კორუფცია 2003-ში, ქურდები2005-ში, თავნება ძალოვნები 2012-ში. ყველა ამ ეტაპმა ერთი ნაბიჯით წინ წაგვწია.
ახლა კიდევ ერთი მშვენიერი შიდა ლიგა გაიხსნა. პროდასავლური ძალა (დღემდე მიშა და მისი შანტრაპა) დღეიდან მიტოზისა და მეიოზის მეშვეობით ხარისხიან შიდა ლიგას ხსნის. მათ ამის ფრთხილი მზადყოფნა ჯერ კიდევ თავჯდომარის არჩევისთვის პრაიმერიზის ჩატარებით გამოავლინეს. დადგა დრო 2012 წლამდე მიშას ჩრდილში კომფორტულად მცხოვრებმა და 2012-2016 წლებში ბიძინას მიქსეულ ლიანგთან გამოწრთობილმა ლიდერებმა ინდივიდუალობა მოიპოვონ. ეს სრულებით კანონზომიერი პროცესია. რაოდენობა გადადის ხარისხში. ვუსურვოთ წარმატება ახალ შიდა ლიგაში პროდასავლურ ძალებს. მივულოცოთ პირველი მნიშვნელოვანი წარმატება -გიგი უგულავას რიტუალურ ფეოდალური ციხიდან დახსნა. გიგი უგულავას ვუსურვოთ ამ პროცესში პოზიტიური როლის შესრულება. ყოფილი მიშას ცხვირმოუხოცავები უკვე გამობრძმედილი კაცები გახდნენ. გილოცავ საქართველოვ. ხარისხიანი შიდა ლიგა უკეთეს გუნდებს და უკეთეს ნაკრებს შობს.
--------------------
ტვინის კერხერი VS ტვინის უნიტაზის მარჯანი.
ბიძინა უნდა გაბანძდეს!
|