გუშინ სენაკში წავედი დილით. საჩხერის გადასახვევთან პატრული იდგა და რამდენიმე მანქანიანი საცობი გაიჩითა ჩემ წინ. მეგონა ავარია იყო, ავუქციე მარჯვნიდან და გავაგრძელე გზა. თურმე პატრული ხალხს აფრთხილებდა, რომ გზა გადაკეტილია და ვინც დასავლეთსი მიდიოდა წასულიყვნენ საჩხერით.
გავაგრძელე გზა და გვირაბთან კიდევ იდგა პატრული და გამომაბრუნა უკან. მერე კი წავიშინე თავში ხელი, მეთქი მომესმინა იმ პატიოსანი პატრულისთვის-თქო )))
ჰო, კიდევ იმის დაწერა მინდოდა, რომ საჩხერისკენ მიმავალ გზაზე ერთ ადგილას მკვეთრად უხვევდა გზა და ცოტა სწრაფად მომიწია შესვლა. ზუსტად მაგ დროს რაღაც ჯიპი მოდიოდა საწინააღმდეგო მიმართულებით (ზაკონ პოდლასწი) და კინაღამ შევაჯექი. იმ ჯიპის მძღოლმა კარგი რეაქცია გამოავლინა და ამაცილა. აქ მინდა ბოდიში მოვუხადო შექმნილი უსიამოვნო მომენტისათვის. იქნებ აქაურია და მინდა იცოდეს, რომ ვწუხვარ
არის რაღაცეები, რასაც ვერ იმასიზავ.