#49655279 · 8 Jan 2017, 01:30 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოკლედ თავისუფალ თემაში კი ვიკითხე, მაგრამ იქ იმდენ რამეზე საუბრობენ, ალბათ ვერც შეამჩნია ვერავინ.
მყავს მერსედესი 210 რესტაილინგი 2.2 CDI
ჰოდა, ვინც ელექტროობაში ჩახედული ხალხი ხართ, გუშინ ამინთო კომპიუტერმა EPC
მე საკმაოდ დილეტანტი ვარ ამ ყველაფერში და არ ვიცი რას ნიშნავს, ერთი ის გავიგე რომ electric power control ნიშნავს სავარაუდოდ. მაგრამ რა დაზიანების შემთხვევაში ანთებს, ეგ ვერ გავიგე. მანქანისთვის არაფერი არ შემიმჩნევია არც აქამდე და არც ამის ანთების მერე, მარტო ახლო განათების ნათურა იყო გადამწვარი, შევცვალე და ცოტა ხანში ისევ ჩაქრა მაგრამ არ გადამწვარა, რომ ამოვიღებდი და ჩავდებდი, ინთებოდა და ისევ ქრებოდა. სხვა საერთოდ არაფერზე არ დაუწუწუნია. ჰოდა, ვინც ერკვევით, იქნებ ამიხსნათ, რას ნიშნავს ეს EPC და რა შემთხვევაში ანთებს.
წინასწარ მადლობა.
--------------------
Long is the way and hard, that out of hell leads up to light !
|