SOS
ნინო მიქიაშვილი
44 წთ. ·
საგანგაშო ამბავი, ყველამ წაიკითხეთ და თქვენი კომპეტენციის ფარგლებში რეაგირება მოახდინეთ - სახელმწიფო კონტროლი განახორციელეთ!
ეროვნული გალერეის (იგივე ცისფერი გალერეის) შენობის ქვედა სართულზე არსებული ტრანსფორმატორი აფეთქდა. ხანძარი ადგილობრივი ძალებით ვერ ჩააქრეს, სახანძრო გამოიძახეს. ხანძრის ჩაქრობის შემდეგ იქ წყალი თითქმის მუხლამდე იყო.
ამჟამად ეროვნულ გალერეაში გათბობა გამორთულია, დარბაზები გაყინულია. ჩემი ინფორმაციით, ეროვნულ გალერეაში ტრანსფორმატორი 7 მარტს აფეთქდა.
ტრანსფორმატორის აფეთქებას კიდევ რა მოჰყვა და აღნიშნულს წინ რა უძღვოდა, ამას პრემიერ-მინისტრს მე და მამუკან ნოზაძე განცხადებითა და თანდართული დოკუმენტებით ვაცნობებთ (გარკვეული მიზეზის გამო ამის საჯაროდ დაწერა ჯერ არ შეიძლება. როცა პრობლემა მოწესრიგდება, ამაზე მაშინ საჯაროდაც დავწერ).
დანამდვილებით ვიცი, რომ ეროვნული გალერეის ქვედა სართულზეა საცავი, იგივე ფონდი (2013 წელს იქაურობა მაშინ დავათვალიერე, როცა სახელმწიფო კომისიის წევრი ვიყავი), სადაც ნიკო ფიროსმანის, დავით კაკაბაძის და სხვათა ნამუშევრებია.
სამუზუემო საქმის სპეციალისტები, ხელოვნებათმცოდნეები, რესტავრატორები ადვილად წარმოიდგენთ რა შეიძლება მოჰყვეს აღნიშნულ ფაქტს, როგორ შეიძლება აისახოს შენობის ქვედა სართულზე მუხლამდე წყალი ნამუშევრების მდგომარეობაზე.
მე დღეს დაახლოებით 16:45 წუთზე ეროვნულ გალერეაში მისული ვიყავი, რათა ინფორმაცია ადგილზე გადამემოწმებინა. ამის საშუალება ეკა კიკნაძის მიერ განხორციელებული სატელეფონო ზარის შემდეგ არ მომეცა - ეროვნულ მუზეუმს მიმართოს და ინფორმაცია ასე გამოითხოვოსო. წავედი ეროვნული მუზუემის კანცელარიაში, იქვე დავწერე და დავტოვე განცხადება.
ქალბატონი ეკა ხელოვნების მუზეუმის მმართველად დანიშნა ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ და გალერეაში განკარგულებებს რატომ იძლევა, ეს ჯერ არ ვიცი, მაგრამ უსათუოდ გავარკვევ
Giorgi Kvirikashvili დაინტერესდით და განახორციელეთ სახელმწიფო კონტროლი!
წულუკიანი თეა - გაეცანით ამ ინფორმაციას, როგორც კულტურული მემკვიდრეობის დამცველი და გულშემატიკვარი
საქართველოს პროკურატურა/POG ბოლომდე მიიყვანეთ დაწყებული გამოძიება!
FB-dan!!!!
This post has been edited by Lаki on 23 Mar 2017, 19:58
...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!..
,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა... <3