#49656113 · 8 Jan 2017, 09:29 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
არსებობს გაერო. ძაანაც კარგი რომ არსებობს. არსებობს გაეროს მუდმივმომქმედი საბჭო რომელშიც 6 ქვეყანა შედის. ნუ, ფაქტია რომ არსებობს და ობიექტურ რეალობას ეყრდნობა -ძალა მათ ხელშია. ისინი გადასწონიან დანარჩენ 260 ქვეყანას (სამწუხაროდ) არსებობს დიდი შვიდეული და დიდი რვიანი, რომელშიც ეს დიდი ქვეყნები კიდევ უფრო მობილიზებულები და კოორდინირებულები ხდებიან დანარჩენი მსოფლიოს მიმართ.
დიდი ქვეყნების დომინირება პატარა ქვეყნებზე დღევანდელი წონასწორობაა. კარგია თუ ცუდია, წონასწორობაა. ჯერჯერობით დიდი ქვეყნები იმდენად ფრთხილად მართავენ მსოფლიოს, რომ პატარა ქვეყნებს არ გაუჩნდათ იმპულსი გაერთიანდნენ საპროტესტო მუხტით.
მოდი ნუ ვიქნებით პროტესტის და ბრაზის მოლოდინში. შევქმნათ პატარა ქვეყნების გაერთიანება/ორგანიზაცია პოზიტიური განწყობით. . კომეტა რომ დაგვეჯახება . მარსზე რომ გადავსახლდებით . მსოფლიო ოკეანე რომ აიწევს .შაქარი რომ არ მოვა გვალვის გამო . მკვლელი გრიპი რომ გადაგვივლის .ომები რომ ლტოლვილების ნაკადს დაგვატეხავს .უკვდავების და უბერებლობის წამალზე ტაციაობა რო ატყდება .ნავთობი რომ ამოიწურება
. . . ყველა ამ სიტუაციაში 260 ქვეყანა 8 ქვეყნის წყალობით -ნაწყალობევით უნდა გადავრჩეთ?
იქნებ ჩვენ უკეთეს გზას ვთავაზობთ მსოფლიოს? ჩვენ პატარა ქვეყნები ძლიერები ვართ: -ჩვენ გვაქვს ნავთობის და ოქროს ძირითადი მარაგი -ჩვენ გვაქვს რელიგიური ომების გასაღები -ჩვენ ვწამლავთ მსოფლიოს გამონაბოლქვით -ჩვენთან იწყება ყველანაირი პანდემია, ომიც და ვირუსიც. -ჩვენ მოსახლეობის დიდ უმრავლესობას წარმოვადგენთ (5 მლრდ ჩვენ /2 მლრდ დიდები) - მეცნიერების უმეტესობით ჩვენგან მარაგდება ცივილიზაცია - საკვების წარმოება და შესაბამისად მსოფლიო წესრიგი ჩვენზე დგას.
ამიტომ
ვბრძანებ!
შეიქმნას პატარა ქვეყნების გლობალური საბჭო.
რომელსაც დღეს არ აქვს სახელი. სახელი მოიფიქრე შენ.
უნდა იყოს ა. ადვილად დასამახსოვრებელი და სათქმელი ბ. ინგლისური აბრევიატურა კარგად უნდა ჟღერდეს გ. სასურველია იყოს არააგრესიული
კონკურსის ვადა 1 თვე.
ქართული ვარიანტი (ნუ, ვერსია) -პერო. პატარა ერების ორგანიზაცია.
--------------------
ტვინის კერხერი VS ტვინის უნიტაზის მარჯანი.
ბიძინა უნდა გაბანძდეს!
|