მომეწონა და დავდევი

,,საქართველოს ახალგაზრდა ჟურნალისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე, მარიამ ქობულია საქართველოს მოქალაქეებს ევროპარლამენტის მიერ მიღებულ ისტორიულ გადაწყვეტილებას ულოცავს.
,,პირველ რიგში მინდა სრულიად საქართველოს მივულოცო ეს ისტორიული დღე. ეს არის ფაქტი, რომელზეც დღეს, მთელი მსოფლიო საუბრუბდა. ნებისმიერ მოვლენას, რომელსაც ისტორიულად დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება, ნიშანდობრივია მრავალმხრივ გვქონდეს თითოეულ ჩვენგას გააზრებული, რამდენად მნიშვნელოვანია ეს გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნისთვის.
როდესაც ჩვენს ვსაუბრობთ ვინმეს დამსახურებაზე ან როლზე, თუ რატომ გამოგვიცხადეს ამხელა ნდობა ან რატომ გაგვაკრიტიკეს საჯაროდ , გამოვყოფდი რამდენიმე ფაქტორს, რომელმაც ჯამში მოგვიტანა ყველასთვის სასურველი შედეგი.
ცალმხრივი პასუხისმგებლობა, არც ამ ხელისუფლებას, არც საზოგადოებას და არც წინა ხელისუფლებას ეკისრება, ჩვენ ყველამ ერთად დავდეთ ეს შედეგი, ამიტომ ამ ტრიადიდან თანაბარად გვერგო გარკვეული როლი თითოეულ ჩვენგანს , რაც პირდაპირპროპორციულად გვაკისრებს კიდევ მეტ პასუხისმგებლობას, არათუ სხვების წინაშე, პირველ რიგში ერთმანეთის წინაშე.
რაც შეეხება, თვითონ ევროკავშირის როლს მსოფლიო ასპარეზზე, თავისთავად და უშუალოდ ჩვენთვის, სიღრმისეული კვლევა, ძალიან შორს წაგვიყვანს, მაგრამ არ შეიძლება არ აღვნიშნო ის ფაქტი, რომ თვითონ ევროპა დღეს ბევრი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა, როდესაც ძლიერდება სხვადასხვა ქვეყნები, პარალელურად სუსტდება გარკვეული ქვეყნების როლი საერთაშორისო ასპარეზზე, ძალთა ბალანსი რის შენარჩუნებასაც თითქოს ცდილობს მთელი მსოფლიო , არ არის საკმარისი ისეთი პრობლემების მოსაგვარებლად, როგორიც არის თუნდაც ტერორიზმი. ვერ ვიტყვით , რომ ყველაფერი რიგზეა ევროპულ ქვეყნებში, მაგრამ არის ღირებულებები, მიზნები და ამოცანები, რასაც ევროპა აუცილებლად განახორცილებს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად . ეს გადაწყვეტილება არ ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ უფრო მარტივად გადავაადგილდებით ევროპაში, უდიდესი მნიშვნელობის მქონეა ჩვენთვის იმ თვალსაზრისით , რომ მათ გამოგვიცხადეს უდიდესი ნდობა და ჩვენ კი მკაფიოდ ავირჩიეთ პარტნიორები ევროპული ქვეყნების სახით, რაც ნიშნავს იმას, რომ ახლა საქართველო, კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობისა და გამოწვევის წინაშე დგება, რადგან ჩვენ და ევროპის სხვა ქვეყნებს, რომლებსაც გააჩნიათ თავიანთი მისწრაფებები თუნდაც ღირებულებით კონტექსში უნდა შევძლოთ ისე თანამშრომლობა, რომ ერთმანეთს ხელი არ შევუშალოთ.
დღეს, არა ერთი განცხადება გაკეთდა მხოლოდ დადებით კონტექსტში, რომელიც, რა თქმა უნდა, დასაფასებელია . თუმცა იყო კრიტიკული მოსაზრებებიც, რომელიც ყურადღების მიღმა არ უნდა დავტოვოთ, რადგან თუნდაც უმცირესობის აზრი ჩვენი ქვეყნის იმიჯის შესახებ არც ისე სახარბიელო აღმოჩნდა, შესაბამისად ის განცხადებები რაც ეწინააღმდეგებოდა საქართველოს ინტეგრაციას ევროპასთან , იყო დასაფიქრებელი.
ის, რაც მოვისმინეთ, არ უნდა დავტოვოთ ყურადღების მიღმა, როდესაც ევროპარლამენტის ტრიბუნებიდან გეუბნებიან, რომ საქართველო ესაზღვრება თურქეთს, არის უღარიბესი და საშიში ქვეყანა ტერორისტების წყალობით, ახსენებ ,,აისისს ‘’ რომელიც საქართველოს სატრანზიტო გზად იყენებს და მოუწოდებენ კოლეგებს ნუ გაიმეორებენ მერკელის შეცდომას, არ არის სასიამოვნო მოსასმენი. დღევანდელ სხდომაზე ნახსენები იყო ასევე, კორუპცია , გაცემული ყალბი პასპორტები, ორგანიზებული დანაშაული, 18000 ქართველი დამნაშავე გერმანიაში, ეს არასრული ჩამონათვალიც კი საკმარისია იმისათვის , რომ უფრო მეტად დავფიქრდეთ პირველ რიგში ჩვენზე, რადგან ასეთი შეფასებები, არა ნაკლებ აზიანებს ჩვენს რეპუტაციას საერთაშორისო ასპარეზზე .
ეს სიგნალები, პირველ რიგში სახელმწიფომ არ უნდა დატოვოს ყურადღების მიღმა, ხოლო ჩვენი სამოქალაქო შეგნება კი უნდა იყოს უფრო მაღალი, რომ შევძლოთ, თუნდაც ჩვენს მიმართ არა კეთილ განწყობილი პარტნიორები განვაწყოთ დადებითად.
მნიშვნელოვანია ასევე მასობრივი იმიგრაციის პრობლემა და თუნდაც დიდი ბრიტანეთის მაგალითი არ უნდა ჩავთვალოთ მხოლოდ მაგალითად და ეს ისევ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებზეა დამოკიდებული, როგორ შევძლებთ არათუ თანამშრომლობასა ევროპის ქვეყნებთან, არამედ საკუთარი თავის გადარჩენასაც, რადგან თუ ქვეყნიდან მოხდება მნიშვნელოვანი ნაკადის გადინება, მაშინ ჩვენ კიდევ უფრო რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდებით ,არა მხოლოდ მეზობელ ქვეყნებთან, არამედ ეს იქნება განაჩენი, რომელსაც ჩვენ თვითონ გამოვუტანთ საკუთარ თავს.მე მინდა ძალიან პოზიტიურად განვეწყო და მჯეროდეს, რომ საქართველო იქნება სამაგალითო პარტნიორი არა მარტო ევროპის ქვეყნებისთვის , არამედ სხვა ძლიერი და სუვერენული სახელმწიფოებისთვისაც .
ეს გლობალური პროცესები ჩვენდაუნებურად შეუქცევადია და ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვა არა რომელიმე პოლიტიკოსს , არამედ ჩვენ გვეთქმის და იმედს ვიტოვებ, ჩვენი თაობაც ღირსეულად ატარებს ,, ევროპელობის” სახელს , ოღონდ ისეთი ევროპის, რომელსაც ძალუძს, დაიცვას ნებისმიერი ქვეყნის ეროვნულ-კულტურული ღირებულებები და იყოს ღია კარი მთელი მსოფლიოსთვის საგანმანათლებლო კუთხით“.
http://ymt.ge/2017/02/%E1%83%94%E1%83%A1-%...83%94%E1%83%9A/პს
იმედს ვიტოვებ რომ "კორუპცია" არის ტექტის ამკრების მიერ დაშვებული შეცდომა და არა ჟურნალისტთა კავშირის თავჯდომარის მიერ დამახინჯებული ტერმინი...
This post has been edited by kvacaraxa on 3 Feb 2017, 21:57
შევე@ი სათქმელად გაკეთებულსაც და გამკეთებელსაც...
''შემთხვევითობა არ არსებობს - ამ სამყაროში ყველაფერი ან გამოცდაა, ან სასჯელი, ან ჯილდო, ან გაფრთხილება''...