საშუალო სკოლა:
აღდგეს მასწავლებელთა წახალისება გამოცდებით ხელფასის ზრდის მიმართულებით.
(კომაროვული გამოცდილებით სერტიფიცირებული მასწავლებლების მოწაფეები უკეთ აბარებენ სასკოლოებს)
ასევე სამეცნიერო ხარისხის მქონე მასწავლებლები გამოცდების გარეშე გაუთანაბრდნენ უმაღლესად სერტიფიცირებულებს
( ეს გამოიწვევს აკადემიური წრეებიდან ხარისხიანი პედაგოგიური კადრის სკოლაში მოზიდვას)
ამ ეტპაზე ეს გადაწყვეტდა კვალიფციური კადრების პრობლემას სკოლაში, ერთადერთი რაშიც ვეთანხმები ჯეჯელავს, მასწავლებლების დატერორებით არაფერ კარგს არ ვიღებთ, აი მატერიალური წახალისება პროფესიული ზრდის კი აღსადგენია.
საშუალო სკოლის პრობლემებს ნელნელა გადაწყვეტს ჩვენი საგამოცდო სისტემა, თუ მას ასე დაახლოებით 10 წლით ხელს არ ახლებენ.
თუ რა თქმა უნდა მინიმალურ ზღვარს აწევენ, და სახელმწიფო უნივერსიტეტებში სადაც არის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული უფასო ფაკულტეტები ბარიერს დააწესებენ.
მეცნიერება და უმაღლესი განათლება.
ამ ორის გაყოფა არ შეიძლებ და არც გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ეს ორი ცალცალკე გვქონდეს დღეს დღეობით.
ყველა წინარე რეფორმა ცდილობდა უკვე არსებული სტრუქტურებს ოპტიმიზაციას.. ანუ შემცირებას... რეალურად ამით მიანგრიეს როგორც მეცნიერება ასევე უმაღლესი განათლება.
ამიტომ რადგან ჩვენ თითქმის ძირში ვართ ამ მიმართულებით ზამბიის ქვემოთ .. დაფინანსებით მთელი აფრიკის ქვემოთ:
http://www.uis.unesco.org/_LAYOUTS/UNESCO/...pment-spending/სრულებით ვერ ვხედავ ვერავითარ მიზეზს კვლავ გავიმეოროთ იგივე შეცდომები, არსებულის ხელის ხლება და "რეფორმირება" კიდევ ერთ ნგრევას გამოიწვევს..
ამიტომ გთავაზობთ არსებულის პარალელურად შემდეგი ქმედებების გატარებას,
რეალურად გამოცხადეს კონკურსი ახალ პოზიციებზე გარე რეფერირებით:
პროფესორის, ასოცირებულ პროფესორის, ასისტენტ პროფესორის მუდმივ პოზიციებზე.
პროფესორის პოზიციის დაკავება ნიშნავს, რომ მას აქვს უფლება ჰყავდეს 3 პოსტ დოქტორანტი, 3 დოქტორანტი, და 5 მაგისტრი, რომლებსაც ყველას ხელფასს უხდის, ამას თან ერთვის ლაბორატორიული კვლევის დაფინანსება თუ ექსპერიმენტატორია, იღებს საკუთარი სპეციალობით წელიწადში მაქსიმუ ერთ სალექციო კურს... და თუ უნდა თვითონ კითხულობს თუ არა და მისი ხელმძღვანელობით კურს კითხულობენ მისი პოსტ დოკები.
პოზიციის დაკავება ხდება კვლევის პროგრამის და სალექციო კურსის სილაბუსის წარმოდგენით, პროფესორის წინა მიღწევების გათვალისწინებით(სტატიები, ციტირების ინდექსი).. ასევე თუ ის ლექციებს კითხულობდა ამ უნივერსიტეტში სტუდენტების ევოლუციით... თუ არა და საჩვენებელი ლექციის ჩატარებით.. კოლეგების და სტუდენტების წინაშე.
ასოცირებულ პროფესორს ეყოლება 2 პოსტდოკი და 2 დოქტორანტი 3 მაგისტრი... და ყველა ზემორე პრივილეგია და მოთხოვნა
ასისტენტ პროფესორს ეყოლება 2 დოქტორანტი, 3 მაგსიტრი და ყველა ზემორე პრივილეგია და მოთხოვნა.
ასევ საბაზისო კურსის წასაკითხად ცალკე უნდა გამოცხადდეს კონკურსი კონკრეტულ საჭირბოროტო საგნებზე...
აქ სამეცნიერო ხარისხის წარმოდგენა არ არის საჭირო.. სილაბუსი და წარმატებული ლექცია, ან სტუდენტების ევოლუცია საკმარისი უნდა იყოს პოზიციის დასაკავებლად.
ამ კონკურსების ჩატარება მშვენივრად შეგვიძლია დავავალოთ რუსთაველის ფონდს, რომელსაც გარე რეფერირების გამოცდილება უკვე აქვს... და კიდევ კონკრეტულ საგანზე არ უნდა იყოს მიბმული ეს კონკურსები... ანუ მაგალითად პროფესორი ასტროფიზიკაში... არა და შეიძლება ბიო ქიმიკოსი გვყავს დასავლეთში მსოფლიო ვარსკვლავი...
ანუ ამ ფრომატით უნდა მოხდეს ჩვენი დასავლეთში წასული წარმატებული მეცნიერების დაბრუნება საქართველოში...
რომლებიც პარალელურად ჩაერთვებიან უმაღლესი განათლების სისტემაში.
პროფესორების და ლექტორების მიერ კვირაში წაკითხული საათები არ უნდა აღემატებოდეს 8 საათს, ყველა სხვა შემთხვევაში ხარისხი ეცემა.
რა თქმა უნდა ეს ყველაფერი იაფი არ ღირს... 10 ჯერ მაინც უნდა გაიზარდოს მეცნიერების და უმაღლესი განათლების დაფინანსება.
ჩვენს ბიუჯეტში ათობით სულელური გრაფაა ფეხბურთის 250 მილიონი.. ეკელსიის 25 მილიონი და ა.შ.
ეს თანხები ქვეყნის მომავალს თუ მოვახმარეთ გვეშველება...
მომხრე ხართ გაიზარდოს დაფინანსება?
This post has been edited by sulo on 12 Jan 2017, 14:56