საერთოდ გაუგებარია მიშა რას გულისხმობდა მაგას რომ ამბობდა

სინგაპურის ეკონომიკური მოდელი ნაღდად სამაგალითოა
იმიტომ რომ სულ რამოდენიმე ქვეყანა არსებობს რომლებმაც ასეთი პროგრესი განიცადეს
მაგრამ ჩვენმა ბნელმა ნეოლიბერალებმა მაგ მოდელში რა ნახეს სათავისო ვერ ვხვდები
სინგაპურის ეკონომიკის უდიდესი ნაწილი სახელმწიფო კომპანიებზე მოდის და ნაღდად არ არის სინგაპური ის მოდელი რომლის მიხედვითაც ბენდუქიძე და მიშა ქვეყანას აშენებდნენ
მიშას უნდა გამოეყენებინა ტერმინი "სომალიზაცია" ან ჰაიტიზაცია

რაიმე ჩამორჩენილი მესამე სამყაროს ქვეყანა მოკლედ

ეთნიკურ მრავალაფეროვნებას რაც შეეხება
პრინციპში მაგათთვის ეგ ძალიან ნორმალურია, საპორტო ქალაქია ადგილობრივი მოსახლეობის გარეშე ასე რომ ეგრეც უნდა იყო
ამერიკის მსგავსი სახელმწიფოა, სინგაპურიც მიგრანტებმა ააშენეს
საქართველოში ეგრე ნაღდად არ უნდა იყოს
ჯერ უმუშევრობა გვაქვს 50%ზე მეტი და აქ ჩამოსული აფრიკელ მიგრანტებს რა უნდა ვუყოთ?
არც ნაციონალიზმი და არც კოსმოპოლიტიზმი არაფერ შუაში არ არის, საქართველოს უბრალოდ არ სჭირდება მიგრანტები