მოკლედ, ფეხით მოვუყვებოდი მშობლ. ქალაქის ქუჩებს და უეცრად ძველმა სპორტიულმა ტრავმებმა და ბანდიტებთან ბრძოლებში მიღებულმა ჭრილობებმა გამიხსენეს თავი, მარცხენა ფეხი ამტკივდა საგრძნობლად...
ავტობუსის გაჩერებასთან ვიყავ ზუსტად, ბევრი ხალხი ელოდებოდა, მაგრამ ყველანი ფეხზე იდგა რატომღაც, მოსაცდელში არსებული სკამი კი სრულიად ცარიელი იყო...
გამიხარდა, ცოტას შევისვენებ-მეთქი...
სიხარულით გავეშურე ჩეამოვჯექი და.....
თქვენს მტერს და ავს მე დღე დამადგა...
მთელი ჩემი ფილეინი ნაწილები იმწამს ისე მიმეყინა სკამზე, რომ გველნაკბენივით წამოვხტი...
სკამი თუნუქის იყო და ისე იყო გაყინული, რომ ადამიანი მასზე ვერასდიდებით ვერ გაძლებდა...
ამის მერე დავაკვირდი, ყველა ამ ახალ მოსაცდელში შეუღებავი თუნუქის სკამებია და ზედ ვერავინ ვერ ჯდება... მოხუცი, ახალგაზრდა, ავადმყოფი თუ ჯანმრთელი ყველა ფეხზემდგომი ელოდება მთელს თბილისში ჰავტობუსს...
ზაფხულშიც ვერ მოიხმარს, ალბათ, ხალხი, ისე გავარვარდება...
გამოდის-დემისეზონნებია, რაღა...
რაში გადაყარა ამ დედამიწერილმა საკალოშეთქცეულმა თბ. მერიამ ფული, რატომ შეცვალა ხის სკამები თუნუქით, რა ხეირი - ნუთუ, ის რომ ზედ ვერავინ ჯდება ?!
რომ ვიძახი ეს ნახევრადცივილიზირებული და კარგა გვარიანად ველური ქვეყანაა მეთქი, ბრაზდება ზოგი... არაფერი ნორმალური არ უნახავთ ალბათ და იმიტომ....
დაუფიქრდით, აბა, ხის სკამები, რომელზეც სულ ისხდნენ ადამიანები შეიცვალა თუნუქის სკამებით და ზედ ვეღარავინ ჯდება!
ნორაევიჩ, შენ ხო გაქვს ყვაჯები სითბოში და ხალხის კრგსტრკცრმვტყ....
მიმაგრებული სურათი