ვიცი, რომ საწვავზე თემები არსებობს, მაგრამ ამ თემაში ცოტა ვიწრო მიმართულებას მინდა შევეხოთ.
ვინც მოვასწარით მანქანის ყიდვა, მაგრამ მაინც გვიძვირდება ცხოვრება გაძვირებული საწვავის გადამკიდე, ალბათ, ყველა რაღაც გამოსავალს ვეძებთ. სულ 3 კვირაც არ არის, რაც მანქანა ვიყიდე, ცხოვრება მიხაროდა, რომპეტროლის ევრო დიზელსაც ვასხამდი. მაგრამ ეხლა ვცდილობ, რაიმე იაფი გამოსავალი ვიპოვო. ალბათ, სხვებიც იმავეს ცდილობთ.
ჰოდა, რატომ გავხსენი ეს თემა - ზოგიერთი ბენზინგასამართი სადგური (რომლებსაც ადრეც სხვებზე იაფი საწვავი ჰქონდათ), ისევ შედარებით იაფი საწვავით იწონებს თავს. მაგალითად ფრეგო და პორტალი ავიღოთ. მართალია მათი ეხლანდელი ფასები 1 კვირის წინანდელ "კარგი" საწვავის ფასებს გაუთანაბრდა, მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან, მისაღები ფასები აქვთ.
მე, როგორც მანქანის ახალბედა მეპატრონე, დიდად ვერ ვერკვევი სხვადასხვა ბენზინგასამართის საწვავის ხარისხში, მაგრამ ფასები კი მაწუხებენ უკვე.
აქ მინდა ვისაუბროთ შედარებით იაფფასიანი დიზელის ხარისხზე. ვინ მოიხმარს ზემოთ ხსენებული ფრეგოს და პორტალის ევრო დიზელს, რა მანქანაში ასხამთ და საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, როგორ აფასებთ მის ხარისხს. ან კიდევ თუ გეგულებათ შედარებით იაფი და ნორმალური დიზელი რომელიმე ისეთ გასამართზე, რომელიც ფართო მასებისთვის არ არის ცნობილი. ალბათ, აქ შეგროვილი ინფორმაცია დიზელის ძრავიანი მანქანების პატრონებს გამოგვადგება.
მე მაგალითად მერსედესი მყავს 210 რესტაილინგი 2.2 CDI და თუ გაქვთ გამოცდილება, ცოტა იაფიანი დიზელი რომ ჩავასხა, რა შედეგს მივიღებ, ხომ არ დავუშავებ მანქანას რაიმეს.
მეც თუ რამე საინტერესოს გავიგებ, არ გამოგაპარებთ