ვიხდიდი 13-15 ლარს თვეში შარშან.
ვიხდი 55-60 ლარს წელს!!
არაფერი შემიცვლია: 1 პატარა ოთახი კარმით და კვირაში 1-2 ჯერ გაზქურა... დანარჩენი დენზე!
აცივდაო, ცუდი ხარისხისააო გაზი - ეს გაზოვშიკების ლეგენდები...
400% -თ მეტს ვიხდი!! "ლეგენდები" არა ჭრიან...
ნათესავებიც ჩივიან, რომ არარეალურად გაუზარდეს გაზის ხარჯები!!!
ეჭვი მაქვს, რომ ხალხს წველიან! წამდა-უწუმ "სჩეტჩიკებს" ცვლიან! დაუკითხავად, გაუფრთხილებლად... თან აქეთ გვდებენ ბრალს!!
თვითონვე არეგულირებენ ამ "სჩეტჩიკებს", ჩვენ არაფერში არ ჩაგვახედებენ!!...
ისეთი შთაბეჭდილებაა, რომ ხალხისგან
ფულის ამოღება ხდება!რა ხდება???
არ დაიზაროთ და დასდეთ თქვენი ხარჯები გაზში შარშან და წელს!
გამოეხმაურეთ ამ პრობლემას: ვინ რას ფიქრობს და რა გამოსავალს ხედავს?
* * *
67 კაცმა დაათვალიერა და უპასუხოდ დატოვა! ე.ი. რეალობას თვალი აარიდა...
თქვენ თავი მართლა პოლიტიკოსები გგონიათ? თუ მართლა მიგაჩნიათ რომ საქართველოში პოლიტიკა არსებობს?
რეალურ, პრაქტიკულ საკითხს ვერ განიხილავთ. არა და ისეთ პატარა ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, ზუსტად შიდა პრაქტიკული საკითხებია განსახილველი პირველ რიგში!
კი, ბატონო, იყაყანეთ უპასუხისმგებლოდ ფეიკურ და პროვოკაციურ თემებზე. მერე დაერიეთ ერთმანეთს და საკუთარი "პოლიტიკოსობით" გაბღენძილებმა იხადეთ ორმაგი-სამმაგი ხარჯი!...
მხოლოდ წინ! ევროპული ოცნებისკენ!...