#49694187 · 13 Jan 2017, 15:14 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ამ ბოლო ხანებში ქართულ რეალობაში საკმაოდ გაძლიერებულია შიში არა მხოლოდ "უცხოების", არამედ ჩვენივე საზოგადოების წევრთა მიმართ. ყველაფერს ეჭვის თვალით ვუყურებთ და საფრთხის შემცველად მიგვაჩნია. ცალკეული ინდივიდებიდან დაწყებული, მოზრდილი თუ მცირე ჯგუფებით დამთავრებული (სხვადასხვა ეთნიკური, რელიგიური თუ "იდეოლოგიური" ჯგუფები და სხვა მრავალი). იმასაც ვერ ვიტყვით, რომ ეს ფობიები მხოლოდ ჩვენ და ჩვენსავით მცირე მასშტაბის და გაქანების ქვეყნებს თუ ერებს ახასიათებთ, რადგან დიდი ძვრებია მთელ მსოფლიოში... თან რაც საინტერესოა, ეს ფობიები არაა მხოლოდ ერთი დომინანტური ჯგუფის პრობლემა, უმცირესობებიც მსგავსი შიშებით არიან შეპყრობილი და უმრავლესობაში რომ მოექცნენ, მათგან განსხვავება იქნება 0.
პ.ს. თემას ვხსნი უსერ axalirevolucia-ის შთაგონებითა და ლოცვა-კურთხევით!
--------------------
http://www.youtube.com/watch?v=OlWHALHCcXo
|