#49692116 · 13 Jan 2017, 07:22 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
არ მითხრათ ახლა, რომ პაატა ბურჭულაძემ რო შეაბიჯა პოლიტიკაში, ათიდან 4 მაინც არ გეუბნებოდათ, რომ ბურჭულაძე მოიგებდა არჩევნებს. რავი, მე ასე მომიწია სადღაც ორი თვის განმავლობაში. იქით ვამტკიცებდი, ხალხო, ნუ გაბრიყვდებით, ეგ "ნიშა დაინახა, ლიდერი გახდა" სასტავი არაა სანდი მეთქი.
მერე , ყველამ რო ზურგი აქცია არჩევნებამდე, გამიკვირდა, ასე ერთბაშად რას ჩამოსცილდნენ ამ კაცს მეთქი.
მაგრამ ახსნა ადვილია და ახლა გეტყვით.
საქართველოში პოლიტიკურ არენაზე მთავარი დეფიციტი არის არა ჭკუა, სწორი იდეოლოგია ან მსოფმხედველობა ან მეტყველება არამედ გულწრფელობა.
ბურჭულაძის გულწრფელობის სტატუსი მოკვდა იმ დღეს, როცა მან ვაშაძე დაიყენა გვერდზე.
არ შეიძლება ტორტში ბადრიჯნის ჩადება, არც ყაურმაში შეიძლება საზამთრო.
წარმატებაზე გაყიდვა არის ყველაზე დიდი არაგულწრფელობა.
ბურჭულაძე იქით იყოს და..
საქმე ეხება ნაცების გუშინდელ გაყოფას.
დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ მიშასგან წამოსვლით მიშას გუნდი იმ არაგულწრფელობის ქიტონს გადააგდებს, რომელიც მას იმ ვალდებულების გამო ჰქონდა, რომ "ნაცები და მიშა ყველაფერში მართალია" აგერ უკვე 9+4 =13 წელია. ხალხს მოსწონდა ამ ადამიანების ინდივიდუალური ინტელექტი, მაგრამ მათ მიერ როლში ისპრავნად ჯდომა მათთან მისასვლელ გზას უკეტავდა. (აქ წარმოიდგინეტ ბაქრაძე თავისი ირიბი მზერით).
დღეიდან, მას შემდეგ რაც ამ ყოჩაღმა ადამიანებმა ა. გადააბიჯეს "ყველა სიტუაციიდან ზურგზე არ დაცემის" ვალდებულებას, ბ. აქვთ საპარლამენტო ტრიბუნა
მათ მიმართ გაჩნდება ახალი მოლოდინები და მიზიდულობის ძალწირები.
და ეს ძალიანაც კარგია.
ანუ
ახალი პარტია გაჩნდება და ის არ იქნება ისეთივე იმედგაცრუება როგორიც აღმოჩნდა ვაშაძე, ჯაფარიძე, ბარნოვი ეტქ.
ანუ
1. მეტი გულწრფელობა 2. განვლილი პროდუქტიული ბიოგრაფია 3. ცნობადობა 4. საპარლამენტო ტრიბუნა 5. მაღალი ინტელექტი 6. სწორი მსოფმხედველობა
ამ ახალ პარტიას რეალურ წარმატებას მოუტანს 2020 არჩევნებზე.
წაართმევენ თუ არა ისინი ხმას მიშას? წაართმევენ თუ არა ისინი ხმას ქოცნებას?
მე ასე მგონია. უფრო მეტად ქოცნებას წაართმევენ ვიდრე მიშას.
მიშა (ნაცები) ხმებს არ დაკარგავს ორი მიზეზით ა. ქანქარის გაქნევას აუცილებლად მოჰყვება გამოქნევა ბ. უკრაინაში მიშას საქმე 2016-2020 მარტივი დემონსტრაცია იქნება იმისა, რომ 2012 წლამდე მიშა გულწრფელი ყოფილა.
ასე რომ, ბუნებრივია, ის ხალხი, რომელიც ყველა გაზაფხულის დათბობას გარეთ გამორბოდნენ გადატრიალების მოთხოვნით, ვერ გამიგებენ, მაგრამ, მე მშვიდად ვარ. 2020 მალე მოვა. ჩვენ გავიმარჯვებთ. ბიძინა გაბანძდება.
This post has been edited by axalirevolucia on 13 Jan 2017, 09:13
--------------------
ტვინის კერხერი VS ტვინის უნიტაზის მარჯანი.
ბიძინა უნდა გაბანძდეს!
|