საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრში ტარდებოდა I და II სადებიუტო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის დაფინანსების კონკურსი. რომელიც ჩატარდა ჩემი აზრით საკმაოდ სერიოზული დარღვევებით. პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ პირველი ტურის შედეგები უნდა გამოცხადებულიყო 16 იანვარს, მაგრამ კონკურსის მონაწილეებისთვის უცნობი მიზეზებით შედეგების გამოცხადება გაჭიანურდა ორი დღით, რაც სავარაუდოთ იყო კინოცენტრის და ვაკის პარკის კინომოძრაობას შორის ვაჭრობის გამო, თუ ვინ იქნებოდა კონკურსის გამარჯვებული.
2016 წლის 29 ივლის ვაკის პარკის კინომოძრაობის წევრებმა თავისი მოთხოვნები და პრეტენზიები წარუყენეს კინოცენტრის დირექტორს ზურაბ მაღალაშვილის. მათი ძირითადი მოთხოვნა იყო, რომ ლოტოტრონის პრინციპით აღარ მომხდარიყო საექსპერტო კომისიის წევრების არჩევა და სავარაუდოთ კომისიის წევრები დაენიშნა პირდაპირი ბრძანებით კინოცენტრის დირექტორს და ალბათ საექსპერტო კომისიაში მოხვდებოდნენ ვაკის კინომოძრაობის წევრები. მაგალიათად ზემოთ ხსენებულ კონკურსში საექსპერტო კომისიის ერთ-ერთი წევრი იყო ვაკის პარკის კინომოძრაობის წევრი დავით ბუხრიკიძე.
2016 წლის 15 სექტემბერს მოხდა კინოცენტრის, კულტურის სამინისტროს ხელმძღვანელების და ვაკის პარკის კიმნომოძრაობის აქტივისტების შეხვედრა. მათ შორის იყვნენ კონსტანტინე კალანდაძე და ქეთევან მაჭავარიანი. რაც დასტურდება შემდეგი დოკუმენტით.
http://www.gnfc.ge/uploads/files/OKMI.pdfკონკურსში, რომლის შედეგებიც დღეს გამოქვეყნდა, ზუსტად ამ ორმა ადამიანმა გაიმარჯვა. რაც საფუძვლიან ეჭვს ბადებს, რომ კინოცენტრის და ვაკის პარკის კინომოძრაობის წევრები არიან გარიგებულები.
http://www.gnfc.ge/geo/competition/272 (კონკურსის შედეგები)