ბევრი ბრალდება ისმის და დღეს ამ ბრალდებებს უპასუხა გიგილომ.
ბრალდება N-1: გასულებმა არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე "ევროპული საქართველო" შექმნეს,
რაც იმაზე მიანიშნებს, რომ მათ წინასწარ ჰქონდათ დაგეგმილი გასვლა.
პასუხი: საარჩევნო ბლოკი არჩევნებსა და პარლამენტში მეტ ბენეფიტს იღებს (მაგალითად, მეტი დაფინანსება, მეტი კომისიის წევრი);
ნაც-მოძრაობა წინა არჩევნებზეც ხშირად მიმართავდა ამ ხერხს (მაგალითად, 2014 წელს) და ეს ყველამ იცოდაო.
ბრალდება N-2: გიგი უგულავას ციხიდან გამოსვლა პარტიის გაყოფას საეჭვოდ დაემთხვა,
რაც იმაზე მიანიშნებს, რომ უგულავა ივანიშვილს პარტიის დასაშლელად გაურიგდა.
პასუხი: უგულავას რომ ბიძინასთან გარიგება ჰქონოდა დადებული, მას წინა სასამართლო სხდომებზე გამოუშვებდნენ (რომლებიც გადაიდო)
და ამ შემთხვევაში უგულავა-ბოკერიას გუნდი პარტიის პოლიტ-საბჭოზე კენჭისყრას არ წააგებდა (1 ხმა დააკლდათ).
ამ ლოგიკით გამოდის, რომ ბიძინას სწორედ სააკაშვილი გაურიგდა და უგულავა ციხეში ჩატოვეს, რათა მიშას პოლიტ-საბჭო მოეგო
და მხოლოდ ამის შემდეგ გამოუშვეს უცხოელთა ზეწოლის შედეგად.
ასე რომ შევეშვათ ფანტაზიორობასო.
ბრალდება N-3: ნაც-მოძრაობის ლიდერშიფი ბოკერიამ ჩამოაყალიბა და იქ ნეპოტიზმის ნიშნები იყო.
პასუხი: პარტიის პოლიტ-საბჭოს ჩამოყალიბებაში მიშა უშუალოდ იყო ჩართული,
ბოკერია კი ამ დროს საერთოდ არ იმყოფებოდაო საქართველოში.
ბოკერიას რომ ჩამოეყალიბებინა, მაშინ არც წააგებდნენო პოლიტ-საბჭოს სხდომას.
ბრალდება N-4: უგულავა-ბოკერიას მიშას პარტიის თავმჯდომარეობიდან გადაყენება უნდოდათ,
რაც მიშას უკრაინულ პოლიტიკაში ხელს უშლიდა.
პასუხი: პირიქით, არ შეიძლება ადამიანი ორ ქვეყანაში ერთდროულად იყოს ოპოზიციის ლიდერი
და თუ მიშა საქართველოშიც ნაც-მოძრაობის ლიდერად დარჩება,
იგი უკრაინულ მოსახლეობას ვერ დაარწმუნებს იმაში, რომ იმ ქვეყანაში დარჩენას და საქმის ბოლომდე მიყვანას აპირებს.
ძალიან ძლიერი გამოსვლა ჰქონდა დღეს გიგის და სერიოზული არგუმენტები დადო.
ფორმაშია გიგილო
This post has been edited by androabuladze on 18 Jan 2017, 00:17