#51928614 · 2 Jan 2018, 09:36 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
* მიქსევა - პატრონის მიერ ძაღლის გაბრაზება/მიშვება რომელიმე ობიექტზე, რომელიც პატრონს სურს რომ განეიტრალდეს.
30 საათის წინ 5 ადამიანი, ახალწელს სახლში შესახვედრად მიმავალი, აგერ და აქვე -სადღაც მშრალი ხიდის ქვეშ ავტობუსმა გადათელა და 5 -ვე მოკლა!
-5 ადამიანი მოკლა ავტობუსმა -5 ადამიანი მოკლა სომხეთის ავტობუსმა -მძღოლი სომეხი იქნებოდა - პრახადნოი დვორი გახდა ქვეყანა, დატრიშინებენ ათასი ჯურის ტაბუნები და გვიხოცავენ ხალხს....
..
...
.........................
(ხედავთ რა საკაიფო მისაქსევი მასალაა?) მაგრამ არ გვეავარიებოდა ერთიშენიჭირიმე - ახალ წელს უნდა შევხვედროდით სახლში - დემონსტრაციულად მხიარულად და ოპტიმისტურად.
და რისხვა დარჩა ნიუსად ბანგლადეშიდან.
კრწანისში ვცხოვრობ, ბრიტანეთის საელჩოს ესაზღვრება ჩემი ეზო. რამდენიმე თვის წინ გაგვაფრთხილეს ამ საათებში ცხვირი არ გამოყოთ, დიდი შეხვედრა არის საელჩოში დიპ კორპუსთანო (ანუ ყველა სხვა ელჩებთანო). წინა დღეს ხანძარი იყო ლონდონში - 40 ადამიანი ამოებუგათ, უყურებდნენ და ბევრს ვერაფერს შველიდნენ, გლობალური ნიუს არხები დღეში 20 ჯერ აჩვენებდნენ ტრაგედიას ონლაინ და პოსტფაქტუმ. შეწუხდა მსოფლიო. ხოდა მოაწყდა მთელი დიპკორპუსი და ჩვენი მთავრობა ბრიტანეთის საელჩოს, ნუ, რა უნდა იფიქრო, ალბათ მისამძიმრების წერილებს დაწერენ, გვირგვინებს ლენტებს შეუსწორებენ და პანაშვიდის პონტში იდგებიან ერთი წუთი მდუმარედ და პროტოკოლის შესაბამისი გამომეტყველებით მეთქი. და ღობის იქიდან ბიჭუნების გუნდის მიერ (ყურებს არ ვუჯერებ) ნამღერი ბოჰემიან რაფსოდი მესმის. ვაა? ხედავ ხელოვნების სიდიადეს? პროტოკოლმა დაუშვა რომ მაღალ ხელოვნებასთან ზიარება ისე აგამაღლებს, რომ პანაშვიდზეც შეიძლება ბოჰემიან რაფსოდი.. გაოცებული და რაღაცნაირად კეთილად გატრუნული ვარ. და გრძელდება კონცერტი თურმე - მთელი ქართველი პოპ შემადგენლობა იქაა და სულაც არაა მაღალი ხელოვნება ის, რასაც მღერიან. ჩვეულებრივი შლაგერებია. ბრიტანელი მომღერლების ისტორიული ჰიტები ჩვენი საკალელების შესრულებით. ვეღარ გავიგე..
მერეღა გავიგე. დედოფლის დაბადებისდღე ყოფილა და თურმე კი არ ვტიროდით, არამედ ვზეიმობდით! 2 სთ ზრიალი და კონცერტის ხმები გამოდიოდა ბრიტანეთის საელჩოდან. პარალელურად ლონდონში დანახშირებული გვამების ამოცნობაზე 276 სავარაუდო ნათესავი იყო დაბარებული ექსპერტიზის მაკსამკჰარას ბიუროში.
ზეიმი გლოვის ნაცვლად.
გლოვა ზეიმის ნაცვლად.
რისხვა სიმშვიდის ნაცვლად
სიმშვიდე რისხვის ნაცვლად.
მანიპულირებადები ვართ სხვის მიერ.
და რაც ყველაზე საინტერესოა, სიტუაციებით ვმანიპულირებთ ჩვენც - რაც გვაწყობს გაგვაბრაზებს, რაც არ გვაწყობს ავიცილებთ.
კასტილიანი და მსხვერპლის ანუსი? -გვაწყობს, ბაზარი არაა.
-ლურჯი ვეშაპით ვიღაც მანიაკი ბავშვებს თვითმკვლელობას აიძულებს და უკვე ათი ბავშვი მოკლა და ისევ ჩვენს გვერდზე ცხოვრობს დაუსჯელად? გვაწყობს პანიკა? არა! სტაბილურობა გვაწყობს და ჯობია გავატაროთ -ჩვენ არ შეგვეხება. -პოეტი ცემეს და ნაცემს კომპრომატი გადაუღეს და დასაწყისს არ გაჩვენებენ? სტაბილურობა გვაწყობს, აღშფოთება გადავმალოთ - სატელეფონო მოსმენების ულიმიტო უფლება ბიძინას ლიჩნიკს აქვს? სტაბილურობა გვაწყობს, ჩვენ რაში ვაინტერესებთ, იმათ მოჩანგლავენ, ბუნტარებს, ჩვენ მშვიდად ვიყოთ. .. და ბევრი მსგავსი..
ხოდა ასე განაგრძეთ. იყავით ბალანსში საკუთარ ცხოვრებასთან.
ოღონდ თანდათან განვითარდით. რეალობის სირთულეებს თვალი გაუსწორეთ. მეტს არ გთხოვთ. უკეთუ (მე ვხედავ რო, ვერ გამომაპარებთ) ობიექტურად მისაქსევ ფაქტორებს შეგიძლიათ რომ იგნორი უყოთ, მაშინ სხვა რომ მიგაქსევთ, მაშინაც ჩართეთ ეგ ფილტრი. ვისი ხეირია რომ მივექსევი?
This post has been edited by axalirevolucia on 2 Jan 2018, 09:58
--------------------
ტვინის კერხერი VS ტვინის უნიტაზის მარჯანი.
ბიძინა უნდა გაბანძდეს!
|