გამარჯობა,
აპიკაციების მარკეტინგი ძალიან მნიშვნელოვანია ყველა დეველოპერისთვის, მაგრამ ამის მიუხედავად ძალიან ცოტა ყურადღება ექცცევა ჩვენთან. არც ტრეინინგები ტარდება, ვერც პოსტები ვერ ვნახე ვერსად და ა.შ. აპლიკაციების დამზადებას ბევრი აპირებს ან მშაობს უკვე ამაზე, მაგრამ მარკეტინგის ეტაპზე რა ხდება ეგ ძალიან ცოტამ იცის.
ძალიან კარგი იქნება თუ განვიხილავთ ამ სფეროს და გავუზიარებთ ერთმანეთს გამოცდილებას. ამით მაგრად გავბუსტავთ ერთმანეთს.
მე და ჩემმა თიმმა აპლიკაცია დავამზადეთ, დავარელიზეთ Google და iOS სთორებზე და გადავედით მარკეტინგის ეტაპზე. ეხლა ვხვდები რომ მარკეტინგით უნდა დაგვეწყო პირველ რიგში (ქივორდები, კონკურენტების რენქინგი და ქივორდები, გავრცელების გზები და ა.შ.), მაგრამ არ გვქონდა შესაბამისი ცოდნა. დასრულებული აპლიკაციის გარეშე მარკეტინგის შესწავლა ძალიან გაგვიჭირდეოდა. საბედნიეროდ გამოვასწორეთ უკვე რაც აქამდე ვერ გავითვალისწინეთ. შემდეგში თავიდანვე გავითვალისწინებთ.

ჩვენი აპლიკაცია Google Play Store-ზე:
UPO: Pick Aliens from Planets App Store-ზე რევიუზე გვაქვს გაშვებული და ველოდებით პასუხს.
აპლიკაციების გავრცელებისთვის რამდენიმე ძირითადი გზა არსებობს:
▪️ App Store Optimisation ( ASO

) - ეს აუცილებელია
▪️ Non-Incentivized Installs - ანუ ტრადიციული ედები
▪️ Incentivized Installs
▪️ Review Sites - ბლოგერები, ვიდეობლოგერები და ა.შ.
▪️ Self Promotion in Social media and Forums
ამ პოსტში მინდა Incentivized Installs-ზე გკითხოთ და გაგიზიაროთ გამოცდილება.
ვინმე იყენებთ Incentivized Installs-ს?
თუ იყენებთ, გავიზიარეთ თქვენი გამოცდილება.
Incentivized Installs - იუზერებს უხდით ფულს (~$0.10) იმაში, რომ თამაში დააინსტალირონ. აქედან მხოლოდ 5-15% ჩართავს თამაშს და თუ მოეწონა ითამაშებს. დანარჩენები აპლიკაცის ჩაურთველად მალევე აკეთებენ ანინსტალს. ბევრი ინსტალის მატება დროის მოკლე პერიოდში აუმჯობესებს აპლიკაციის რენქინგს. რენქინგის მატების შედეგად თქვენ აპლიკაციას მეტი იუზერი ხედავს და აინსტალირებს. ამათ Organic იუზერები ქვია. ამ სტრატეგიის მთავარი მიზანია რაც შეიძლება მეტი ორგანიკის მოზიდვა.
რამდენიმე ცდა უკვე ჩავატარეთ და აპლიკაცია ცოტათი წინ წავწიეთ. ეხლა ვაპირებთ ცდების შემდეგ ეტაპზე გადასვლას. ayetstudios-ის Incentivized Installs-ის გამოყენებას ვფიქრობთ და ბრიტანეთზე დამიზნებას.
რესერჩების შედეგად გავარკვიე:
1) ამერიკაში გაქაჩვა ბევრად ძვირია და ამიტომ ჯობია UK ან AUS დავუმიზნოთ;
2) Burst (სწრაფი) კამპანია უკეთესად მუშაობს:
ბრიტანეთიდან დღეში ~100 ინსტალის გაქაჩვა შეიძლება ayetstudios-ით. არ ვიცი რამდენად საკმარისი იქნება რენქინგის გასაუმჯობესებლად. გამოჩნდება.
This post has been edited by Ghelle on 12 Jan 2017, 17:33
▌ IRAKLI GELEISVILI ▐ Indie Game Developer ● Cinematographer ● Editor ▐ fb.com/IrakliGeleishvili ▐
▌ GSPSA ▐ საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება ▐ www.GSPSA.org.ge ▐