20 იანვარს აშშ-ს ახალი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციას საქართველოდან დელეგაცია არ დაესწრება.
როგორც ,,პირველ რადიოს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ინაუგურაციაზე უცხო ქვეყნიდან მაღალი რანგის სტუმრები მიწვეული არ არიან.
,,ამერიკის ახალარჩეული პრეზიდენტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ინაუგურაციას დაესწრება მხოლოდ აშშ-ს შტატებში აკრედიტებული დიპლომატიური მისიები, ანუ ცერემონიისთვის რა პროტოკოლიც განისაზღვრა, იმ პროტოკოლით არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციაზე უცხო ქვეყნის დელეგაციები არ არიან მიწვეულები. ყველა ქვეყანა წარმოდგენილი იქნება დიპლომატიური მისიით.
საქართველოდან არავინ მიდის,“- განუცხადეს ,,პირველ რადიოს“ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში.
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=79774