#49715439 · 16 Jan 2017, 14:42 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, საპატრიარქოს, სამების ტაძარში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის 737 400 ლარი გამოეყოფა. აღნიშნული განკარგულება მთავრობამ გასცა და შესაბამისი განკარგულება საკანონმდებლო მაცნეშია გამოქვეყნებული. ”სამების საკათედრო-საპატრიარქო ტაძარში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის რესტავრაცია-აღდგენისა და მასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს საპატრიარქოს გამოუყოს 737 400 (შვიდას ოცდაჩვიდმეტი ათას ოთხასი) ლარი“, – ნათქვამია მთავრობის განკარგულებაში. სამების ტაძარში განთავსებულ სტამბაში ხანძარი მარტში გაჩნდა.
რამდენჯერ ხანძარს გააჩენენ, რატომ უნდა აფინანსოს ბიუჯეტმა? მაღაზია-კაფეებიდან ხომ აქვთ შემოსავალი, საკუთარი ხარჯებით ვერ აღადგენდნენ? :facepalm:
|