ქუთაისიდან ბათუმის მიმართულებით მიმავალ სამგზავრო მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ხაჯალიასთან მოხდა.
როგორც „მოამბეს“ საქართველოს რკინიგზის პრესსამსახურში განუცხადეს, ცეცხლი უკვე ჩამქრალია და მომხდარის შედეგად, არავინ დაშავებულა.
მატარებლიდან მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა და როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, ისინი ავტოტრანსპორტით უკვე გაამგზავრეს დანიშნულიების ადგილზე.
მომხდართან დაკავშირებით, საქართველოს რკინიგზამ ოფიციალური განცხადებაც გაავრცელა.
„ქუთაისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავ ელექტრომატარებელ N 682-ზე მოხდა აალება. ოპერატიულად განხორციელდა მგზავრების ევაკუაცია. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. მომხდარს ხელი არ შეუშლია მატარებლების მოძრაობის გრაფიკზე. მოძრაობა აღდგენილია, მიმდინარეობს მოკვლევა და უახლოეს პერიოდში გაირკვევა აალების მიზეზები“, - ნათქვამია განცხადებაში.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო, სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის ეკიპაჟები.
ვიდეომასალა ადგილზე მყოფმა საზოგადოებრივის თანამშომელმა გადაიღო.
http://1tv.ge/ge/news/view/144845.html* * *
კიდევ კაი ახალს არ გაუჩნდა..
ისე აქამდე თემა რატომ არ გაიხსნა თუ მე ვერ ვნახე?
This post has been edited by narcoTOURIST on 19 Dec 2016, 00:23
"The measure of a good city is one where a child on a tricycle or bicycle can safely go anywhere." - Enrique Peñalosa