აშუშუს რომ საქართველოში პოლიტიკური ინტერესები აქვს, ეგ ყველამ ვიცით.
ვარდების რევოლუციისას მიშას დაუჭირეს მხარი, მაგრამ დღეს, 15 წლის შემდეგ, ვისზე დადებენ ფსონს?
1) აშშ-ს მიშას დაბრუნება არ უნდა უნდოდეს, რადგანაც ამერიკელებს ბელადები არ ეხატებათ გულზე
და ლიდერების ცვლილებას ემხრობიან. იპრეზიდენტე - წადი (ასეთია ამერიკული ხედვა დემოკრატიაზე).
ასე, რომ მიშას საქართველოში დაბრუნდებაზე მეტად, მისი უკრაინაში ყოფნა უფრო აწყობთ.
"მთელი ჩვენი უცხოელი პარტნიორებისთვის ის (მიშა) დამთავრდა, როგორც ქართველი პოლიტიკოსი,
ამას ნებისმიერი ელჩი, ნებისმიერი ევროპარლამენტარი, ნებისმიერი კონგრესმენი გეტყვით" © გიგი უგულავა
2) პარტიის დატოვება სარისკო ნაბიჯი იყო და ვფიქრობ, ამერიკის ზურგის გარეშე ბოკერია ამ ნაბიჯს არ გადადგამდა.
წლების მანძილზე ამერიკელ ლობისტებს სწორედ ბოკერია უკავშირდებოდა და უმჭიდროესი კავშირები აქვს.
3) მაკკეინის ვიზიტი საეჭვოდ დაემთხვა ნაცების გაყოფას.
მართალია, მისი ვიზიტი კაი ხნის წინ იყო დაგეგმილი, მაგრამ ნაცებშიც დიდი ხანია აზრთა სხვადასხვაობაა
და გაყოფა სწორედ მაკკეინთან შეხვედრის შემდეგ გადაწყდა და გაოფიციალურდა.
ყურადღება მიაქციეთ, ვის შეხვდნენ ამერიკელები - ბოკერიას, ბაქრაძესა და სერგი კაპანაძეს (სამივე უგულავა-ბოკერიას გუნდშია).

ძია სემი ყომარობს ვითომ?
This post has been edited by androabuladze on 16 Jan 2017, 21:10