
2003 წელს გამოშვებული Mercedes SLR McLaren

Rolls-Royce Phantom და დაუდასტურებელი ინფორმაციით, დონალდი სწორედ ”როლს-როისის” ფანია.

მის ფარეხში დგას 1956 წელს გამოშვებული Silver Cloud.

Mr. President-ს ძალიან მოსწონს გერმანული ავტომობილებიც - მის ფარეხში იპოვნით ისეთ გრანდიოზულ მოდელს, როგორიცაა Mercedes-Maybach S600.

..და, რა თქმა უნდა, დონალდ ტრამპი გიჟდება ამერიკულ ავტომობილებზე! მის განკარგულებაშია Cadillac Escalade და გავრცელებული ცნობებით, ამერიკული ავტომობილებიდან მას ყველაზე მეტად სწორედ ეს მოდელი უყვარს.

ეს კი შესანიშნავი, 1997 წელს გამოშვებული Lamborghini Diablo გახლავთ, რომელიც ტრამპს ეკუთვნოდა და სექტემბერში eBay-ზე 460 000 დოლარად გაიყიდა.

დონალდ ტრამპს ეკუთვნოდა 1987 წელს გამოშვებული Cadillac Allanté-ც და როგორც თავის წიგნში (The Art of the Deal) წერს, 80-იანი წლების მიწურულს ”კადილაკმა” ტრამპს ორი სპეციალური, სუპერმდიდრული ლიმუზინის გაკეთება შესთავაზა, რომლებსაც სახელებიც კი შეურჩიეს: Trump Golden Series და Trump Special Series. ამ ლიმუზინების შესაქმნელი დროის კომპენსირების მიზნით კი, ”კადილაკმა” ტრამპს Allanté აჩუქა. თუმცა აღსანიშნავია, რომ დაგეგმილი ლიმუზინები არასდროს შექმნილა...
http://www.autobild.ge/index.php?option=co...=159&lang=ka-GEგემოვნება ქონია ვერ დაუწუნებ
This post has been edited by dimonds on 16 Jan 2017, 21:23