#49719727 · 17 Jan 2017, 00:20 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
tevdoremusa წელიწადზე მეტი დავხარჯე რო იაპონია გამეჭრა,ერთ ერთი წამყვანი ბრენდით , ნიმუშებიც გავაგზავნე, ხალხიც შევაწუხე (ავტოდილერები არა, გაცილებით სერიოზული ხალხი) ცოტა სხვა კულტურის ხალხია , სხვანაირი მიდგომაა და ასე მარტივად არ წყდება გაგზავნის საკითხი. + ღირებულება გაითვალისწინე, 12 000 ბოთლი ეტევა კონტეინერში, აქედან ექსპორტი რო გააკეთო ხარჯი 5600 $ გაქვს,(რეფ. კონტეინერი უნდა ჩვეულებრივით არ მიდის) + 2 თვე გზას უნდა + რესურსი 4 კონტეინერის ციკლი მინიმუმ , წყვეტა რო არ გქონდეს. ყველაზე პატარა ქალაქი ნაგოიაა, 1.5 მილიონი მოსახლეობით, თუ შეხვედი საწყისი ეტაპის შევსებას ლოკალურ დილერთან 2 კონტეინერი მაინც უნდა, (ერთი ასორტიმენტის მიწოდებას თუ არ აპირებ მარტო)გზაში მუდმივად 3 კონტეინერი გინდა, და ერთს იმპორტისთვის უნდა ამზადებდე. თანხას წინასწარ არ ჩაგირიცხავენ. იქ განბაჟებაც თუ აიღეს თავის თავზე დიდი შეღავათია. ყველაზე იაფი ბოთლი 2.55 $ ჯდება(მაგასაც ჩაგიშლი თუ ჩახედული არ ხარ) + იაპონიაში იმპორტის ლიცენზია, თავისი ფიტოსანიტარიით.სადღაც 200 000 $ დაგჭირდება თეორიულად ყველა საკითხი რო მოაგვარო იმ შემთხვევაში . ეს ტექნიკურ მხარეს რაც შეეხება. კიდევ ბევრი ნიუანსია. პირველ რიგში ის რომ ფორუმზე ეძებ პასუხს იმპორტთან დაკავშირებით.. წარმატებებს გისურვებ, ძალიან მკვეთრი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება და დიდ მოგებას მოგიტანს თუ გაიტან
|