2016 წელს, საქართველოს გავლით 850 მლნ კვტ.სთ-მდე ელექტროენერგიის ტრანზიტი განხორციელდა.
საქართველოს ელექტროენერგიის ბალანსის მონაცემებით, 2016 წლის განმავლობაში, საქართველოს გავლით 849,6 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის ტრანზიტი განხორციელდა.
ტრანზიტის უდიდესი წილი განხორციელდა აზერბაიჯანიდან თურქეთის მიმართულებით და ამ ელექტროენერგიის მოცულობამ 813.2 მლნ კვტ.სთ შეადგინა.
ელექტროენერგიის ტრანზიტი ასევე განხორიელდა რუსეთიდან სომხეთის მიმართულებით, რომელმაც 36.4 მლნ კვტ.სთ შეადგინა.
შეგახსნებეთ, რომ 2016 წლის 5 თებერვალს, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ სატრანზიტო დერეფნის ფუნქციის განხორციელება ორი მიმართულებით დაიწყო.
5 თებერვალს, დაიწყო ელექტროენერგიის ტრანზიტი რუსეთიდან სომხეთის მიმართულებით, სადაც დღე-ღამეში საშუალოდ 30 მეგავატი სიმძლავრის გადადინება ხდებოდა (ტრანზიტი რუსეთიდან სომხეთის მიმართულებით მხოლოდ თებერვალში და აპრილში განხორციელდა). 7 თებერვალს კი დაიწყო დაახლოებით 80 მეგავატი სიმძლავრის ელექტროენერგიის ტრანზიტის განხორციელება აზერბაიჯანიდან თურქეთის მიმართულებით.
აღსანიშნავია, რომ ელექტროენერგიის ტრანზიტიდან საქართველო იღებს დამატებით შემოსავლებს.
წყარო: ენერგოპლატფორმის ფეისბუქ გვერდი
ლინკი:
https://www.facebook.com/energyplatform/pos...8867037795264:0ისე უნდა მოხდეს, რომ ტრანზიტი უნდა გაიზარდოს კიდევ და ჩვენი ენეერგიაც უნდა გავყიდოთ.. ბევრი უნდა გამოვიმუშაოთ ყველა რესურსებით რომ ჯერ მოსახლეობა დაგვაკმაყოფილოს სრულად და შემდეგ ექსპორტზე გავიტანოთ
მაქსიმალურად უნდა მოვახდინოთ ყველა რესურსის გამოყენება ათვისება ყველა სფეროში!
This post has been edited by სიცოცხლის_ხე on 18 Jan 2017, 13:22
.