#49727400 · 18 Jan 2017, 00:30 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოკლედ, რაც ხდება ამ გაზპრომის და სომხეთში გასატარებელი გაზის ანაზღაურების ფორმების და მეთოდების თაობაზედ, თავს არ შეგაწყენთ, დღეს ეს თემა ერორმა პიკზეც კი აიყვანა, საკითხი უფრო სხვაა _ რატომ გვისაიდუმლოებენ მეციკნეები ამ ავადსახსენებელ ხელშეკრულებას, რატომ არ ქვეყნდება ის არასად? რატომ უნდა იყოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები გასაიდუმლოებული ასეთ შემთხვევებშიც, ეს ხომ არ ეხება სამხედრო ან სხვა მისდაგვარ სახელმწიფო კონტრაქტებს/შესყიდვებს, რაც კანონით მართლაც გასაიდუმლოებულია სახელმწიფო უსაფრთხოებასთან პირდაპირ და უშუალო კავშირში ყოფნის გამო...
ჩვენთან ბოლო დროს ძალიან სპეკულირებენ ამ ცნებით _ კომერციული საიდუმლოებაო და ამას ამოფარებით მალავენ საზოგადოებისგან (მისი აქტიური და კრიტიკული მასისგან) უამრავ საბიუჯეტო ხარჯებს, რაც აშკარად ეწინააღმდეგება ქვეყნის დემოკრატიულობის და ტრანსპარანტულობის საყოველთაო დასავლურ პრინციპებს... ხელისუფლების უპრაგონო აპელირება იმაზე, რომ კერძო ინტერესი საჯარო იმნტერესზე მაღლა დგასო და ამის გამო მე ვერ გავთქვამ, თუ რა მიიღო ჩემგან ამა თუ იმ ხელშეკრულების კონტრაგენტმა (ანუ მეორე) მხარემო (კერძო იურიდიულმა ან ფიზიკურმა პირმაო), აბსურდი და ცინიზმია თავშივე, რადგან, ჯერ ერთი, საზოგადოებამ, ხალხმა უნდა იცოდეს როგორ, რაში, რამდენად და რანაირად იხარჯება ხალხის ფული და მეორეც, მოგონილია ამ კერძო ინტერესის დომინირება საჯარო ინტერესზე, ეს არანაირად არაა ასე მას შორის არც კანონმდებლობით, წინააღმდეგ შემთხვევაში არ იქნებოდა საპოლიციო პროფილაქტიკურ-პრევენციული რეიდები (მათ შორის ხშირად მასობრივი ხასიათისაც) და სხვა ათასგვარი ღონისძიებები დაკანონებული, არ იარსებებდა კანონი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის (ანუ საჯარო ინტერესისთვის) კერძო საკუთრების სასყიდლიანი ჩამორთმევის შესახებ, არ მოხდებოდა დიფერენცირებული დაბეგვრა მაღალშემოსავლიანებისა დაბალშემოსავლიანებისგან განსხვავებით და ა.შ.
ამ მოცემულ, გაზპრომთან დაკავშირებულ შემთხვევაშიც ეს მეციკნე ხელისუფლებაც კაი ზოია პარტიზანივით კრინტს არ ძრავს იმაზე, თუ სწორად და სრულად რა პირობებიანია ეს ხელშეკრულება, რა პრეამბულები, მემორანდუმები და სხვა წინაპირობები უძღოდა მის დადებას წინ, რა საქმიანი წერილებით და რა არგუმენტაციით, მოტივაციით და ბერკეტების ამოქმედებით მოითხოვდა დაჟინებით ღრუსეთის მხარე იმას, რაც თითქოსდა მან მიიღო ამ ხელშეკრულებით ჩვენდა დიდად სზიანოდ, როგორც ამას ლამის მთელი ოპოზიციური პოლიტსპექტრი და ენჯეოეთი გაჰკივის, თუ დავუჯერებთ მიშჯიბიდან მაუწყებელ ამ ჩვენს ღრმად არაპატივცემულ ერორს...
პ.ს. ისეთი შთაბეჭდლება გვრჩება მე და ემდეს ამ გაზპრომის შემთხვევის შემხედვარეებს, რომ ამ მეციკნე ხელისუფლებამ მართლაც იმდენი ციკანი ჭამა, რო თავადაც მთლად ციკანს დაემსგავსა... ხადურას ღაჟღაჟლოყებიანი ფორმით ხომ თავისთავად და დიდად სამწუხაროდ უკვე სრულად ტვინითაც, რაც ყველაზე მეტად საწყენი, საზიანო და სახიფათოა მთელი ქვეყნისთვის...
This post has been edited by kodeqsi on 18 Jan 2017, 00:46
--------------------
უპატრონო ქვეყანაში კატა რა, თაგვთან ერთად ვირთხაც კი აყეფდებისა...
არჩევანი უამრავია, მარა არჩევანი ერთია...
|