ნინო ბურდულს რომ მიყავდა გადაცემა, თუ არ ვცდები სიმართლის დრო ერქვა, ან სუსტი წერტილი თუ რგოლი,
მანდ იყო, ერთერთი იყო სუსტი რგოლი,
ხო, სუსტი რგოლი ერქვა
ეგეთი გამოსვლები ქონდა ნინოს:
'ვის გაეღვიძა დღეს დილით მარცხენა ფეხზე, ვის გადაურბინა შავმა კატამ, ვისი ბედის ბორბალი დატრიალდა უკუღმა, ვინაა დღეს სუსტი რგოლი?'
და სუსტი რგოლის სახელს ასახელებდნენ
მერე შაბათის შოუმ თუ კომედი შოუმ, რაც იყო იმ პერიოდში, გააკეთა კომიკური რიმეიქი სადაც წამყვანი, რომელიც ნინო ბურდულის პაროდიას აკეთებდა, ამბობს: 'ვის დაუცურდა ბანანის ქერქზე ფეხი? ვინ არის სუსტი რგოლი?' და მაგ პერიოდში ერთერთი წამყვანი ღადაობა იყო
აი ისეთი ღადაობა იყო, მთელ ქალაქს რომ ჰქონდა ატაცებული და ყველა მაგას რომ იმეორებდა
თან მაშინდელი ატაცებული ღადაობები უფრო ხანგრძლივი იყო, ეხლა 2-3 დღეში მაქს 1 კვირაში რანაირი ღადაობაც არ უნდა გაიჩითოს, კვდება ხოლმე, მთავრდება და აღარ ღადაობენ... მაშინ კიდევ ერთი ღადაობა წლები გრძელდებოდა