რა ხართ ასეთები ა?
რატომ გძულთ ასე ეს წარსულში ულამაზესი ქალქი?
რავიცი ვის დავაბრალო?
გასაგებია რომ 60 პროცენტი ქალაქში გუშინ ჩამოსული ცხოვრობს.
არაფრად უღირთ ეს ქალაქი, მეტიც ეზიზღებათ. ქვეცნობიერში დალექილი კომპლექსი არ აძლევს მათ საშაუალებას შეიყვარონ ქალაქი და შანსს არ გაუშვებენ ქალაქს კბილი არ გაკრან:აძაგონ და დაამახინჯონ.
მაგრამ, ხომ ფაქტია რომ ქალაქის გაუბედურების მთავარი საწყისი ისევ ადგილობრივი მესაკუთრეები არიან?!
თემა საერთოდა არაა თბილისელობა-სოფლელობაზე.
ხომ წერია, რომ ყველა ქართველის ქცევაა მთავარი იერიშის ობიექტი?! აქ იგულისხმება ყველა მაცხოვრებელიდღეს საკმაოდ დიდი მარშრუტი გავიარე 95 ნომერი ავტობუსით. ბარათაშვილის ქუჩა>პუშკინის სკვერი>რუსთაველი>თაბუკაშვილი>ვორონცოვი>პლეხანოვი>ნახალოვკა>სანზონა.
თან ერთ ბათუმში გაცნობილ პეტერბურგელ გოგოს ვწერდი. ის მწერდა ჩამოვდივარ მარტში და როგორ მომეწონებაო. მისმა სიტყვებმა უცებ ტურისტულად ამიხილა თვალი.
გადავხედე და შევშფოთდი.
ძველი თბილისი გარდა ცენტრალური გამზირებისა: გაუბედურებული, ჩამპალი, მიჩოხილ მოჩოხილი, მიშენებული, დაშენებული. ისტორიულ ძეგლებზე მიშენებული ლოჯები. ჩამომპალი ჭიშკრები, კარ-ფანჯარა. ყველა ხვრელში გახსნილი გაურკვეველი მაღაზია-ფართები. მოქალაქე რომელიც ეზოში ცხოვრობს არაფერს აკეთებს იმისათვის რომ მისი ფასადი ადამიანს გავდეს. ჭიშკარი ჩამომპალი, კიბეები დალეწილი, მოაჯირები უბრალოდ აღარ არსებობს. მოკლედ მოქალქეს ყველაფერი აქვს გაკეთებული იმისათვის რომ გააუპატიუროს ქალაქი.
ახლა გადავინაცვლოთ ცოტა იქით. ახალი თბილისისაკენ.
საზარელი მშენებლობები, ბეტონის ჯუნგლები.
საბჭოთა მშენებლობაც კი მოგეჩვენება შესანიშნავ არქიტექტურად, რადგან ეს უკანასკნელი რაღაც ლოგიკის საფუძველზე ხორციელდებოდა.
თუმცა ეს საბჭოთა არქიტექტურაც მოახერხა და შებილწა თბილისის მოქალაქემ.
ერთ კორპუსს აქვს, მიშენება, მოშენება, დაშენება და კიდევ დაშენება.
აცა ბაცა, სხვადასხვა ფერში ამოშენებული ლოჯები.
მის პირველ სართულზე კი ჭრელჭრელი და უბედური შესახედაობის ფართ-დუქნებია გახსნილი.
მე რომ მეცხოვრა ისტორიულ ძეგლში ჩემი ორი ხელით მოვუვლიდი მას.
რა გჭირთ ქართველებო რატომ გეზიზღებათ თბილისი?
განა სირცხვილი არაა 50 წლის შემდეგ ქალქი უფრო ლამაზი კიარა
უფრო
მ ა ხ ი ნ ჯ ი
რომაა?


იძახეთ, მთავრობა, ნარმანია, გიგილო!
თვენ თვითონ გეზიზღებათ და წირავთ ქალაქს და სხვისი რა იმას "გიზამენ" რასაც ტავად "უშვებით" ქალქს!
This post has been edited by pekineli on 20 Jan 2017, 14:02