კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის ხელფასი და დანამატი ყოველთვიურად - 7875 ლარი
დღეს, 16:51
http://rustavi2.com/ka/news/66369ქამრების შემოჭერის პოლიტიკის ფონზე, მედია მაღალჩინოსნების ხელფასებით კიდევ ერთხელ ინტერესდება. ინტერესის ობიექტი ამჯერად კრიზისების მართვის საბჭო გახდა, რომელშიც ადრე ძალოვან სტრუქტურებში დასაქმებული და მაღალ თანამდებობებზე მყოფი პირები არიან დასაქმებულები.
გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე ჟურნალისტები არკვევენ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მინდია ჯანელიძის ხელფასი შეადგენს 7875 ლარს, მისი პირველი მოადგილის, ზედელაშვილის ხელფასი შეადგენს 6000 ლარს და მას ჰყავს კიდევ დამატებით 3 მოადგილე, მათ შორის ერთ-ერთია ყოფილი მინისტრი, ალექსანდრე ჭიკაიძე, რომლის ხელფასი 5975 ლარს შეადგენს.
„თბილისის სტიქიის დროს თუ გააანალიზდა რა მოხდა, როგორ იმოქმედა სახელმწიფო აპარატმა, რა იყო კრიზისების მართვის საბჭოს როლი, რა იყო შეცდომა, ვისი შეცდომა იყო და ა.შ. როდესაც ვხედავთ, რომ ერთის მხრივ, მრავალშტატიან ახალ უწყებას, რომელიც ბევრ ფულს ხარჯავს და ვერ ვხედავთ შედეგებს, ბუნებრივია, ჩნდება სავსებით ლეგიტიმური კითხვა და ეჭვი, რომ ეს ორგანო არ არის ეფექტური,“ - აცხადებს კონსტიტუციონალისტი, ლევან ალაფიშვილი.
ავტორი: ანა წერეთელი.