#49766864 · 23 Jan 2017, 14:00 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მზია ტალიაშვილს ვიცნობ 2004 წლიდან. წლები იმუშავა კარდიოქირურგიაში, არის ბიოლოგი მაგრამ რაც ყველაზე მეტად აღსანიშნავია ფლობს ჩინურ ტიბეტურ და ინდურ (აირვედა) მედიცინას. ჩემს და ჩემი ოჯახის წევრებზე, რომ არაფერი ვთქვა უამრავი ადამიანი ჰყავს გადარჩენილი, ისეთები, რომლებზეც ექიმებმა ხელი აიღეს, ისეთებიც, რომლებიც ამერიკაში, გერმანიაში თუ ისრაელში იყვნენ და ვერ გაიგეს რა სჭირდათ. ნიშნავს პრეპარატებს, რომლებიც იწარმოება მაღალი დონის ქარხნებში, დანიშვნა ხდება ინდივიდუალურად. შეიძლება აფთიაქის წამალიც დანიშნოს თუ დასჭირდა საქმეს და რასაც ნიშნავს მხოლოდ იმის მერე როცა დაადგენს თუ რა არის მიზეზი იმ პრობლემის. რომელიც აქვს ორგანიზმს, ამიტომ შედეგი ყოველთვის მიიღწევა გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ადამიანი იწყებს კურსს და ბოლომდე არ მიჰყავს. ერთი შეხედვით სასწაული შედეგები აქვს, მაგრამ რომ ხსნის თუ, როგორ და რა მექანიზმებით მიიღწევა ეს შედეგი, რა პროცესები ხდება ამ დროს ორგანიზმში, ელემენტალურია. უამრავჯერ სთხოვეს ტელევიზიით და პრესით გაშუქება და წინააღმდეგია ვინაიდან რეკლამა არ სჭირდება, რომც გააკეთოს ხალხის დიდ ნაკადს ვერ მიიღებს. 1 კაცის მიღებას 30 წუთი უნდა. არაერთი სასულიერო პირი ჰყავს გადარჩენილი. თუ ვინმემ გირჩიათ მიდით. წელიწადში 2-ჯერ რომ გაიაროთ მასთან, არაფრის არ უნდა გეშინოდეთ! გისურვებთ ჯანმრთელობას! * * * პსუხი Solveig-ს:
ტიბეტური სიბრძნე ამბობს: "გაუნათლებლობაზე მეტი ცოდვა არასწორი განათლებააო" ჰოდა ის ინფორმაცია რაც თქვენ დადეთ მცდარია! ერთს გისურვებთ: ისეთი ჯანმრთელი იყავით, რომ მზია ტალიაშვილი არ დაგჭირდეთ.
პ.ს. გაიხსენეთ რამდენი წლისაა დასავლური ეგრეთ წოდებული ქიმიური მედიცინა! აღმოსავლური მედიცინა ათასწლეულებს ითვლის და იმის იქით მიდის სადაც სადაც ოფიციალური მედიცინა ვერ წვდება (თუმცა მისი წინააღმდეგიც არ ვარ). როცა წერთ "ასეთ ხალხზე თემების ადგილი არაა" "მედიცინას არ ეკუთვნის" ჯერ უნდა გაერკვეთ კარგად რომ უხერხულ სიტუაციაში არ ჩავარდეთ. რაც შეეხება "ენერგეტიკული ველის გაწმენდა, ჩაკრების გასუფთავება და აურის გაჯანსაღება" ამას ბიოკორექცია ჰქვია და ამ საქმით არაერთი ადამიანია დაკავებული და ვინ, როგორ, რას აკეთებს კაციშვილმა არ იცის, მათ ბიოკორექტორები ჰქვიათ. ჰოდა მზია ტალიაშვილს მაგ საქმიანობაში ნუ გარევთ.
|