მოკლედ,
ჩავაყენე SSD, გადავრთე IDE-დან AHCI-ზე და დავაყენე ვინდოუსი სსდ-ზე.
ანუ SSD მუშაობდა AHCI-ზე და ვინჩესტერი არც გამომიერთებია არც არაფერი, დარჩა IDE
ჰოდა დღეს ჩავრთე კომპი და აღარ ირთვება ვაბშე. სადღაც 1 წამი გადატრიალდება ქულერები,
გამოსახულება არ გამოაქვს და არესტარტებს ეგრევე. ისევ 1 წამი გადატრიალდება და რესტარტი მიდის უსასრულოდ
bios როცა ვარესეტებ, პირველ ჩართვაზე ირთვება ჩვეულებრივ, ბიოსშიც შევდივარ და ვინდოუსიც მიდის ბოლომდე. გადავტვირთავ თუ არა და მიდის რესტარტზე ისევ. ყველაფერი ჩახსნილი მაქვს ვიდეოკარტაც, საუნდკარტაც, ვინჩესტერიც.
ეხლა SSD მარტო მიერთებული და პირველი დარესეტების მერეა ჩართული

ვიცი რომ გადავტვირთო ისევ ბუთლუპზე წავა
ჰო კიდე, ბიოსის ბრალი მეგონა, გადავფლეშე ბოლო ბეტა ვერსიაზე, იგივეა არაფერი შეცვლილა.
როგორც დღეს ფორუმებს გადავხედე უნდა ჩამეხსნა ვინჩესტერი AHCI გადაყვანის მერე და ისე დამეყენებინა ვინდოუსი თურმე
მარა ეხლა რა ვქნა რა ვუშველო რამე მსგავსი შემთხვევა ხომ არ გქონიათ? დამღალა უკვე 4 საათია ამას ვეჩალიჩები ვერაფერი მოვუხერხე
მოდერატორს ვთხოვ ნუ დახურავს თემას, სხვაგან კითხვას აზრი არ აქვს და დავხურავ მოგვიანებით თემას მეთვითონ