ივანიშვილი ახსენა და იმიტომ.
საქართველოს ექსტრადიცია მოახდინა ივანიშვილმა რუსეთისთვის - მიხეილ სააკაშვილიმიხეილ სააკაშვილის თქმით, გიორგი ცერცვაძე ნამდვილი გმირია. მისი თქმით, ცერცვაძე არაერთ ბრძოლაში იღებდა მონაწილეობას.
ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა არჩევანის პირდაპირ ეთერში ჩართვისას ისაუბრა.
„საქართველოს ხელისუფლებამ გადასცა პირადი ინფორმაცია ამ მებრძოლის ისე, როგორც სხვა მებრძოლების, რუსეთის სპეცსამსახურებს,“- აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
მისი თქმით, გიორგი ცერცვაძესთან დაკავშირებული საქმე პოზიტიურად გადაწყდება.
„სანამ სიმართლეს დაადგენენ სასამართლოში, თვითონ მხარეები იძიებენ ამას. საქართველო არის სუვერენული ქვეყანა და საქართველოს უნდა გამოეძიებინა ყველა ის ეპიზოდი, რომელიც უკავშირდება 2008 წლის ომს. ჩვენ ვიძიებდით და ვიყავით მუდმივ კომუნიკაციაში სასამართლოსთან და გვქონდა ძალიან კარგი საქმიანი თანამშრომლობა. შემდეგ მოვიდა წულუკიანი, ხელოვნურად შეწყვიტა, პრაქტიკულად, გამოძიების პროცესი და ეს პროცესი გადააგდო მთლიანად სასამართლოში. პირად საუბრებში და შეხვედრებზე ძალიან ბევრ საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან წულუკიანი ყველგან სრულიად ნათლად მიუთითებდა, რომ ქართულ მხარეს აკისრია დანაშაული, ქართული მხარე უნდა იქნას ბრალდებული,“ - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
მიის თქმით, ივანიშვილის დავალებას ასრულებენ. მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ გია ცერცვაძის მონაცემების გარდა, რუსეთს გაზი და საიდუმლო დოკუმენტებიც გადასცა.
„საქართველოს ექსტრადიცია მოახდინა ივანიშვილმა რუსეთისთვის... ყველაფერი, რისი გადაცემაც შეიძლებოდა, ყველაფერი რის გაკეთებაც შეიძლებოდა საქართველოს არაკეთილმოსურნის მიმართ, ყველა ჟესტი არის გაკეთებული, მათ შორის, ისეთი, რომელსაც არცერთი თავმოყვარე ერი არ აკეთებს,“ - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის თქმით, უკრაინის ხელმძღვანელობასაც აკრიტიკებს. მიხეილ სააკაშვილის თქმით, „ის, რომ უკრაინა ამ თამაშს არ უნდა თამაშობდეს, ამას ყველა ეთანხმება“.
მიხეილ სააკაშვილი დიდ იმედს გამოთქვამს, რომ ზეგინდელ პროცესზე გიორგი ცერცვაძეს გამოუშვებენ.
http://rustavi2.com/ka/news/66302