#13147079 · 29 Mar 2009, 14:15 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
"ბავშვები შემნახველი საკნიდან" - ფსიქონევროპათოლოგიური რომანი, შემნახველ საკანში მიტოვებული ბავშვების ცხოვრების შესახებ. "როგორც არ უნდა აღზარდო ადამიანი -- შედეგს ვერ მიიღებ თუ მან საკუთარი დაბადების შესახებ არაფერი არ იცის." (იუკო მისიმა) ეს წიგნიც ველურ, გარყვნილ, ფსიქოპატიურ, ეროტიულ სიზმარს ჰგავს, კიკუს და ჰასის (მთავარი პერსონაჟები) სიზმარს, თითქოს ერთმანეთს ენაცვლება ფერადი და შავ-თეთრი ანიმეს არარეალური სამყარო თავისი რეალური პრობლემებით, სიგიჟით, სილამაზით, იესო მოტოციკლეტზე, ოკამა, ომანკო, ანემონეს შინაური ნიანგი, თერაპია და დატურა!!!
- კიკუ, ამბობენ რომ შენ შემნახველ საკანში გიპოვნეს? - ჰო. - ვერ იტან დედაშენს? - დედას? იმ ქალზე ამბობ, ვინც მიმაგდო? - ჰო, გძულს? გინდა მოკლა? აი, ის ვინც გაგაჩინა? - მე ხომ არც კი ვიცი, ვინ არის. - თუ ყველას მოკლავ, ადრე თუ გვიან მასთანაც მიაღწევ. - ყველა ცოდო არ არის? ისინი რა შუაში არიან? - შენ გაქვს უფლება, კიკუ, უფლება გაქვს ყველა დახოცო. გინდა ერთი წყევლა გასწავლო? - წყევლა? რომელი? - როცა შენს გარშემო ყველას განადგურება მოგინდება, უნდა წარმოთქვა ეს სიტყვები, მშვენივრად მოქმედებს. კარგად დაიმახსოვრე: დატურა, დატურა!!!
This post has been edited by Dr_Gonzo on 29 Mar 2009, 14:27
--------------------
http://goldeneternity.blogspot.com/
|