სათაურში ალბათ საქართველოს მოქალაქე იგულისხმება.

კანონპროექტის თანახმად, დარეგულირდება უცხოელებისთვის შესათავაზებელი სპეციალობების/პროფესიების ნუსხა, რომელსაც პარლამენტი დაამტკიცებს. ამასთან, ცვლილებებით, უცხოელებს სამსახურს მხოლოდ იმ შემთხვევაში შესთავაზებენ, თუ იმ კონკრეტულ პოზიციაზე დასაქმების სურვილს საქართველოს მოქალაქე არ გამოთქვამს.
„საქართველოს რეგიონში ყველაზე მაღალი უმუშევრობის მაჩვენებელი აქვს. შესაბამისად, ქვეყანა არ განიცდის არამარტო არაკვალიფიციური, არამედ კვალიფიციური სამუშაო ძალის დეფიციტს, ამიტომ უცხოელთთვის ქართულ სამუშაო ბაზარზე შემოსვლის ლიბერალური წესების არსებობა არასწორია. შესაბამისად, კომპანიის დაარსება ან კომპანიისგან შრომითი კონტრაქტის შეთავაზება არ უნდა იყოს შრომითი ნებართვის გაცემის ერთადერთი საფუძველი. საქართველოს პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს იმ სპეციალობების/პროფესიების ნუსხა, რომელ სფეროშიც არსებობს დეფიციტი ან მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინტერესი, რომ მოზიდულ იქნეს კვალიფიციური უცხოური ადამიანური რესურსები. დაუშვებელია შრომითი კონტრაქტი შეთავაზებულ იქნეს უცხოელისთვის, თუ არსებობს ამ სამუშაო ადგილის დაკავების მსურველი და იგივე კვალიფიკაციის მქონე საქართველოს მოქალაქე,“-აღნიშნულია პროექტში.
საკანონმდებლო ინიციატივა ქვეყანაში შრომითი და მუდმივი ცხოვრების ნებართვების, აგრეთვე არალეგალური იმიგრაციის გამკაცრებას ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, უცხოეთიდან ჩამოსული ადამიანების საქართველოში დასაქმებულთა რიცხვი, ბოლო პერიოდში, 17%-ით გაიზარდა...https://imereti.news/19/1948ანუ, დაერხევათ ჩინელ/ირანელ (და სხვა) აქ ჩამოსულ მუშებს?
This post has been edited by Lаki on 25 Oct 2018, 09:27
...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!..
,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა... <3