;cosanostra;
Crazy Member

    
ჯგუფი: Members
წერილები: 2113
წევრი No.: 226464
რეგისტრ.: 28-November 16
|
#49769123 · 23 Jan 2017, 18:42 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დიდი სალამი! სპლიყვებს,დეგებს,ნაცებს და ქოცებს...უბრალო რუსთუმებს. მაკიაველის მადლი გფარავდეთ... ეხლა რატომ გაწუხებთ... მოკლედ ძვირფასნოო თანამემამულენო! უკვე 20 წელზე მეტი დრო გავიდა რაც ასე თუ ისე, დამოკიდებელი საქართველო არსებობს. ამ ხნის განმალობაში მოვასწარით ტერიტორიების დაკარგვა, სამოქალაქო ომი, რევოლუციის გზით მთავრობის შეცვალ, ეროვნული ვალუტის გაბონება და სხვა უამრავი საგმირო საქმის ჩადენა. ძვირფასოო თანამემამულენო! ჩვენ გვყავდა 4 პრეზიდენტი (უფრო სწორად 4ეხლაც არის ,მაგრამ ეგ გაფორმების მიზნითა)...თუმცა ეგ სხვა თემა. ასე ვთქვათ ,4პარტის ეპოქა ვიხილეთ ჩვენი თვალით (ნუ მე 3 მახსოს კარგად),მაგრამ ეგეც სხვა თემა...ეს პარტიები იყვნენ და არიან:" მრგვალი მაგიდა" და ზვიადი (ლიდერების გარეშე პარტიის ხსენება არ გამოვა ),"მოქალაქეთა კავშირი", და დიდი მელა ედუარდ შევარდნაძე,"ნაციონალური მოძრაობა" და დიდი დავითი აღმაშენებელის თანამედროვე ვერსია მიხეილ სააკაშვილი (პატარა სტალინი იყოს ბარე ამასაც ეძახდნენ), "ქართული ოცნება" და ჭორვილელი მესია ბატონი ბიძინა. მოკლედ საკმაოდ მსუყე და ჭრელი პოლიტიკური წლები გადავაგორეთ და ეხლაც ვზიდულობდ ამათ. რათქმა უნდა, ისტორია თავის სახელს არქმევს ყველას და ყველაფერს,მაგრამ ასე თუ ისე ჩვენ ხალხმა უნდა შევაფასოთ მაინც მათი ღვაწლი და ამაგი...კარგი და ცუდი.თუ რა გაკეთეს ქვეყნისთვის და რა დაუტოვეს მომავალ თაობას. აქ ვარდ მრავალი თაობა წარმოდგენილი. კომუნისტური ეპოქაში გაზრდილიდა 90 წლების ე. წ დაკარგული თაობა ,რომლებმაც თავის თავზე იწვნიეს დამოუკიდებლობის საფასურად გადახდილი ხარკი...ჩემი თაობა რომელიც გაიზარდა ლამპის შუქზე და ბევრი გარდატეხის მოწმე გახდა...ასევე აქ არიან უფრო პატარები...ასე ვთქვათ ქვეყნის მომავალი და იმედი . ხოდა რიის თქმა მინდა ,მოკლედ შევაფასოთ ყველა ხელისუფლება, მათი პლიუსები და მინუსები. მე დავიწყებ თქვენი ნებართვით... ვიწყებთ "მგვალი მაგიდა " და ზვიადით. მე პირადად კარგათ არ მახსოვს ზვიადის მოღვაწეობა (ასაკის გამო ),თუმცა სხვისი გაგონილით და ჩემეული კრიტერიუმებით, ვეცდები ობიექტურად შევაფასო ზვიადის ხელისულფებაში ყოფნის პერიოდი. ჩემი აზრით , ზვიად გამსახურდია იყო ტიპიური ქართველი მეოცნებე...ზედმეტად პატრიოტულად აჟიტირებული...თუმცა ვთვლი რომ ერთ-ერთი ყველაზე ალალი კაცი იყო ქართულ პოლიტიკაში. ნამდვილად იყო ის პატრიოტი და ნამდვილად სჯეროდა ზღაპრების. ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა. თუმცა ისეთ პერიოდში მოუწია მოღვაწეობა ,ძაან გენია უნდა ყოფილიყავი ,რომ არ მიგექარა რამე. ზვიადის დიდი მინუსი მისი გამოუცდელობა და ხასიათი იყო. ის დაიბადა და გაიზარდა კომუნისტურ ეპოქაში. ცნობილი მამის შვილი. ქარიზმატული პიროვნება,მაგრამ ამავე დროს ძალიან ჩქარი და ფიცხი. მას საბოლოოთ დაემართა ქართული სენი მე ვარ და ჩემი ნაბადი. რა გაკეთა საქართველოსთვის ზვიადიმ ? ფაქტობრივად მან თავი შეწირა ქვეყანას. კარგი უნდოდა და ცუდი გამოუვიდა. მისი კარგი საქმები (ანუ პლიუსები ) ალბათ ისარის, რომ დამოკიდებელი სქართველოს პირველი პრეზიდენტი იყო და მერაბ კოსტავასნ და სხვებთან ერთად იბრძოდა ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის...მას ხვდა წილად ბედნიერება ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოეცხადებია. ნუ სერიოზული ეკონომიური თუ სხვა რეფორმების გატარება ვერ მოასწრო, გასაგები მიზეზთა გამო. სამწუხაროდ შეცდომები უფრო ბევრი დაუშვა. რათქმა უნდა მარტო მისი ბრალი არ იყო. გარე მტრების და იმ ეპოქამ რომელშიც მას მოუხდა მოღვაწეობა ,თავისი ქნა და კარგი საქმების მაგივრად ქვეყანამ მიღო სამოქალაქო ომი . ზვიადის გამოსვლები...ცხინვალში მიტინგის მცდელობა და აფხაზების მისამართით განკუთვნილი გამონათქვამები ,მტერმა თავის სასიკეთოდ გამოიყენა. კიდევ ერთი დიდი შეცდომა იყო ,გაგანია ომი როცა მიმდინარებდა აფხაზეთში და ეგ უკან დაბრუნდა, ისევ დაიწყო ხელისუფლებისთვის ბრძოლა. რამაც საბოა- ოთ დიდი გავლენა იქონია ომზე და ქვეყნის ბედზე. იმას არავინ არ ამბობს ,რომ სამართლიან იყო მისი,ასე ვთქვათ დამხობა, მაგრამ ზოგჯერ პირადი ამბიციები გვერდზე უნდა გადადო. ნუ საშინელი კადრებით ,რომ დააკომპლექტა თავისი მთავრობა ეგ ცალკე თემა ,რითაც საფლავი თავად გაითხარა. საბოლოოთ ფატალურად დასრულდა მისი ცხოვრება და არა მარტო მისი,სამწუხაროდ ოცნება ლამაზი და დამოკიდებელი საქართველოს ზვიადისან ერთად დაიმარხა. შემდეგი იყო დიდი მელა ჩემი გურის შვილი...კაცი რომელიც იძახდა ,რომ მზე ჩრდილოეთიდან ამოდისო! მჟავანაძის გამანადგურებელი, უბრალოდ აფერისტი და დიდი გაიძვერა მელა ედუარდ შავარდნაძე და მისი მოქალაქეთა კავშირი.. ეს ეპოქა უკვე კარგათ მახსვოს და ობიექტურად ვეცდები შევაფასო (გამიჭირდება მაგრამ ვეცდები)...ბატონ ედუარდს, ჰქონდა (ზვიადისგან განსხვავებით) დიდი გამოცდილება, საერთაშორისო ავტორიტეტი და მხარდაჭერა. ასევე მას ჰქონდა კავშირები რუსეთში და სხვა ყოფილ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში. მაგრამ რა გაკეთა ედიკამ ? მისი დამსახურებები: პირველ რიგში, აღსანიშნავია ის რომ ასე თუ ისე ედიკამ შესძლო არაფორმალური სამხედრო ფორმირებების განიარაღება...მხედრიონი და მსგავსი სასტავი გაქრა , კრიმინალის დონემ იკლო შედარებით...კონსტიტუციას მიღება, საერთაშორისო არენაზე საქართველოს გამოჩენა , ამერიკელებთან დაახლოვება და ა.შ. იყო ბევრი კარგი რაღაც რაც ედიკამ და მოქალაქეთა კავშირმა გაკეთეს (დიგორას და თოლოდრდავას გასახარად ) ბოლო-ბოლო დიდი მიშა გვაჩუქეს. მაგრამ ვაი ,რომ ცუდი უფრო მეტი გაკეთეს...თან იმდენი ცუდი გაკეთეს, დილამდე შემიძლია ვწერო და მაინც გამომრჩება...რაღაც. მოკლედ ვიწყებთ ედიკას ხიხი ვაი-საგმირო საქმებს:ედიაკს დროს კორუფციაში ჩაეფლო ქვეყანა;დიდი თუ პატარა ქალი თუ კაცი ლამის ყველა ქრთამს იღებდა. გაის რეიდები და გაწეწილი მძღოლები ცალკე თემა (მომამკვდა ხალხასაც არ ინდობდნენ )...ქვეყნის გაღატაკება, დამშეული ბავშვები რომლებიც საჭმელს სანაგვეზე ეძებდენ...უშუქობა...ლამპა ჩვენი ოჯახის წევრი გახდა და ოჯახი მაშვინ ითველბოდა მდიდრად ,თუ დუჟოვკი ან კორფიჯის ტელევიზორი ჰქონდა (რომელიც აკულიატორზე მუშაობდა )...ლამის დიდი თანმდეობის კაცის მარილზე გასვლა უნდა გააგხარებოდა,რათგან დენს უშვებდნენ მაგ დროს. მახსოვს გაყინული ჩემი სკოლა ,სიცივე და უწყლობა... სწავლის დაბალი დონე (ნუ ეხალ რა შედარება )....უპრეპექტივო ერთი ოჯახის კლანის ხელში ჩაგდებული ქვეყანა...აი ასეთი საქართველო გვაჩუქა ედიკამ. აფხაზეთის დაკარგვა..სხვებთან ერთათ... ედიკას ბრალი რომ არის მაგას ისედაც არ უნდა, ბევრი მარჩიელობა (ზვიადის მკვლელობაზე ვერაფერს ვიტყვი ) ეჭვი არის ,მაგრამ მაინც ეყოფა ისედაც იმდენი ცოდვები ჰქონდა. ამის შემდეგ მოდის ...მაღალი -უხვი, ჰალსტუხ ჭამია... დიდი მამა მარჩენალი მიშიკო (მიშა მაგარია ხომ გახსოვთ ? ) და მისი ნაციონალური მოძრაობა. რა გაკეთა მიშამ ? დავიწყოთ კარგი საქმებით: მიშამ განათა მთელი საქართველო! მოგვცა რა დენი ,რომელიც ბევრს ნანახი არ ჰქონდა (ერთი სიტყვით დასრულა დვუჟოკის ეპოქა ) ,მოგვცა გზი და წყალი. აგვიშენა გზები...გაზარდა პენსია (რომელიც ედიკამ გაყინა) ეგ დამავიწდა და ნანაულის ცნობილი ფრაზა 10ლარათ რომ უნდა არჩინოს ოჯახი...არა მხოლოდ გაზარდა,გაყინულიც დაუბრუნა ხალხს. ჩატარა პატრულის რეფორმა ,რომელმაც დასრულა გაის ეპოქა და რამდენიც არ უნდა ვიძახოთ გამართლა. ჩატარა განათლების რეფორმა, აშენა სკოლები და ბაღები...ჯანდაცვის სისტემაში ჩატარა საკმაოდ კარგი რეფორმები. ქართულ ჯარსაც მიხედა და კავკასის რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ და კარგათ აღჭურვილ ძალად აქცია. დამარცხა კორუფცია (მარტო ელიტარული დაიტოვა ) ,შეამცირა კრიმინალი საგრძნობლად. აჭარა დაუბრუნა საქართველოს. იფრასტუქტურა მოაწესრგია. ქალაქები დამგავნა რაღაცას. საერთაშორისო არენაზე, ასე ვთქვათ,გამოგვიყვან....ბევრი ტურისტი ჩამოიყვან და მსოფლიოს გაცნო ჩვენი თავი. მიშას მართველობის პერიოდში ქვეყანამ ამოისუნთქა (რა ვქნათ ეგრე იყო ).... მოკლედ ბევრი კარგი საქმე გაკეთა და ამის არ დანახვა, უბრალოდ დანაშაულია. ახლა რაც შეხება ცუდს...მიშამ ჩამაყალიბა სექტა (ნაცები ) ,ხალხი რომლებიც თეთრზე გეტყვიან რომ შავია. შექმნა ზონდერების რაზმები...დაიწყეს ხალხის მასიურად მოსმენები, ძალადობით ძალაუფლების შენარჩუნება და მედის უზურპაცია მოახდინა . მიშას ხელისუფლებამ შეიწირა უამრავი უდანაშაულო ახალგაზრდა... ღვიბლიანი და სხვები. ბევრ ადამიანს მიაყენეს ფიზიკური და სულიერი ტრავა,ჩამოართვეს ქონება და ფაქტიურათ გაყულაბეს. მიშას კისერზეა აგვისტოს ომი...როცა მას აჭამეს და მერე ჰასტულხსი ჭამით ქვეყანას მოჭრა თავი. მიშას კისერზეა დაკარგული ტერიტორიები... და რუსეთის მიერ აღიარებული,ცხინვალი და აფხაზეთი. ნორმალურ ქვეყანაში აგვისტოს ომის გამო აიღებდა პასუხისმგებლობას მთავრობა. ამ თემას სხვა თემაში გავნარცობ. აქ დავასრულებ ეხლა მიშას და ნაცებს და ბოლოს მივუბრუნდები. ბოლოს დიდი ბიძინა ზებრების და ხების მოყვარული ჩვენი მესია! ბიძო და ქართული ოცნება...რა გაკეთეს ? ნუ ხების გადატან-გადმოტანის გარდა...ბიძინას მართლა აქვს ბევრი კარგი საქმე გაკეთებული და ბევრი ქველომოქმედებაც,მაგრამ კონკრეტულათ საქართველოსთვის რომ შევაფასოთ,მე ესენი მახსენდება....ნუ ნაცები მოგვაშორეს ვისთვის პლიუსი და ,ვისთვის მინუსი. ვიზა ლიბერიზაცის საკითხის ბოლომდე მიყვანა,შედარებიდ მედია და თავისუფალი სიტყვის დაბრუნება ქვეყანაში (ნუ ნაცებთან შედარებით) ,ჯანდაცვის პოგრამა ეს მინუსიცა და პლიუსიც ქვეყნისთვის... ნუ კიდე არის პატარ-პატარა რაღაცები ,მაგრამ აშკარად დიდი რეფორმები ჯერ არ სჩანს ,თუ (პენსის მოატება )რომელსაც,სავარაუდოთ ნაცებიც მოუმატებდენ არ ჩავთვლით. მინუსები:რელურათ ვიყოდთ ობიექტურები...ბიძომ და ოცნებამ ოქროს მთები შეპირდენ ხალხს ,მაგრამ დაპირება დაპირებადვე დარჩა.... ლარს რაც შეხება გარე ფაქტორებიც აფარჩაკებს ლარს,მაგრამ ჩვენი ხელისუფლების ბრალიცა...ეს ახალი ეკონომიკის გადარჩენის გეგმაც უტოპი სჩანს. ნუ ნარმანია და პრემიები ყველამ ვიცით. მოკლედ და კონკრეტულად,ოცნებას არც ბევრი გაუფუჭებია და არცa ბევრი გაუკეთებია. ნაცებივით სისხლში არ აქვთ ხელები გასვრილი (ჯერ ჯერობით)...დიდი მოლოდინები - ცოტა საქმე ასეთია ოცნება. ბოლოს ვერდიქტი და ნომინაციები... ყველაზე მეტი კარგი საქმე ქვეყნისთვის გაკეთა ...მიშამ და ნაცებმა...რამდენიც არ უნდა ვუარყოდ ეგრეა. ყველაზე მეტი ცუდი ედიკამ. ყველაზე პატრიოტი კაცი იყო ზვიადი (ალბათ ეხლანდელ დროში ,რომ დაბადებულიყო )ბევრ კარგ საქმეს გაკეთებდა,მაგრამ წლებში არ გაუმართლა. ბიძინა ჩემი აზრით,ნამდვილად არის ქველმოქმედი და გენიოსი...თუმცა მეტს ველოდით (კაი საქმებს )ბიძოსგან!!!! ესეც ასე იმდენი ვწერე და გრამატიკული შეცდომები დავუშვი ,მგონი...ბოლომდე მაინც არ წაიკითხავთ,მაგრამ მინდა გთხოვთ თქვენც შეაფასეთ ჩვენი ბედკრული სამშობლოს ,თანამედროვე პლოტიკური ისტორია და ვიმსჯელოდ და ვიკამათოთ ზდილობს ფარგლებში!
--------------------
Toooooooor99oooooovvgghhhmalll
|