გამარჯობათ, მე გახლავართ ერთ-ერთი IT კომპანიის წარმომადგენელი, ვმუშაობთ სხვადასხვა ბიზნეს სისტემებისა და პროგრამების შექმნაზე
შექმნილი გვაქვს ბევრი სისტემა (სწრაფი სესხების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, გაყიდვების მენეჯერების პროგრამა, ერთობლივი გადახდების სისტემა და ა.შ).
ვაპირებთ, რომ შევქმნათ ყველაზე თანამედროვე და დახვეწილი სადისტრიბუციო პროგრამა, რომელიც იქნება მრავალფუნქციური და მისი მომხმარება შეგეძლებათ კომპიუტერით, პლანშეტით და სმარტფონებით. თუმცა პრობლემა ის არის რომ ჩვენი გუნდის არცერთ წევრს დისტრიბუციასთან შეხება არ ჰქონია და აქედან გამომდინარე ძირითადი ფუნქციების გარდა არ ვიცით რა დამატებითი ფუნქციები ჭირდება პროგრამას.
თუ ვინმეს გქონიათ შეხება დისტრიბუციასთან ან სადისტრიბუციო პროგრამასთან დამიკავშირდით ელ.ფოსტაზე: egnate.tsaava@egonet.ge
ან აქ ჩამოწერეთ ძირითადი ფუნქციები და განვიხილოთ რა როგორ სჯობს, ვინც მონაწილეობას მიიღებს ამ პროექტის შესრულებაში პატივისცემის გარეშე არ გავუშვებთ