Appoპირველად ვნახე ასეთი რეზიუმე.

უცნაურის პონტში... თავიდან მომეწონა (სკოლის მითითებას თუ არ ჩავთვლით). მარტივად აღსაქმელია. მარა დაუკმაყოფილებლობის გრძნობა გრჩება და ჩემში იწვევს შეგრძნებას, რომ კანდიდატს სულ კიდია... ასეთი სივი რო მიმეღო, ვიფიქრებდი ვიღაც ზარმაცი ტიპია - მეთქი, მარა ამას გადავამოწმებდი. თუმცა, მგონია, სხვები დაიკიდებნენ, და გვერდზე გადადებდნენ.
ამოიღე სკოლა, გაწერე სამუშაო ადგილები თავის თანამდებობებთან და პერიოდთან ერთად. გახსოვდეს, რეზიუმე ან სივი უნდა იყოს გამოცხადებული პოზიციის რელევანტური. ანუ, ამ დოკუმენტით პოტენციური დამქირავებელი უნდა ხვდებოდეს, რომ შენ შეგიძლია ამ პოზიციაზე მუშაობა... რაღაც უაზრო სერტიფიკატებზეც წერა არაა საჭირო, თუ კი ის გამოცხადებულ პოზიციასთან არაა კავშირში.
დოკუმენტის სახელწოდებად დატოვე "რეზიუმე", რადგან ეს ნაკლებად მოცულობითი. სივი უფრო დიდია (რამდენიმეგვერდიანი). როცა 1 და ორ გვერდზე გაქვს გაშლილი ინფორმაცია, ეს არის რეზიუმე.