ჩინეთმა მოდერნიზებული კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტები DF-41 ქვეყნის ჩრდილო–აღმოსავლეთით, რუსეთის საზღვართან განათავსა. ამის შესახებ სამშაბათს გაზეთი Global Times წერს.
რაკეტის მაქსიმალური სიშორე 14 ათას კილომეტრს შეადგენს.
გამოცემის ცნობით, ბირთვული სარაკეტო კომპლექსების განთავსების კადრები ინტერნეტის ჩინურ სეგმენტზე გუშინ გამოჩნდა.
„გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფოტოკადრები ხეილუნცზიანის პროვინციაშია გადაღებული. სამხედრო ანალიტიკოსები დარწმუნებული არიან, რომ ეს არის მეორე სარაკეტო ბრიგადა DF-41 და ის ჩინეთის ჩრდილო–აღმოსავლეთ რეგიონშია განთავსებული“, – აღნიშნულია სტატიაში.
Global Times–ის ცნობით, ზოგიერთი მედიასაშუალება კადრების გამოქვეყნებას აშშ–ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციას უკავშირებს. „მათი მოსაზრებით, ეს შეიძლება პასუხი იყოს ტრამპის პროვოკაციულ განცხადებებზე ჩინეეთან მიმართებით“, – წერს გაზეთი.
„აშშ არ სცემდა სათანადო პატივს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებს“, ნათქვამია სტატიაში.
ჩინეთში ბირთვული შეიარაღება საბჭოთა კავშირთან მჭიჟდრო პარტნიორობის პერიოდში დაიწყო. ჯერ კიდევ 1957 წლის 6 დეკემბერს საბჭოთა ხელისუფლებამ ჩინეთს ოპერატუილ–ტაქტიკური რაკეტების Р-2 წარმოებისთვის დოკუმენტების სრული პაკეტი და ლიცენზია გადასცა. იმავე პერიოდში ჩინეთს საჩუქრად გადასცა მოსკოვმა საშუალო სიშორის რაკეტის Р-5М ნიმუში.
http://pia.ge/post/98539-cinetma-kntinentt...artan-ganatavsaტრამპი და პუტინი ჩაბრატდნენ ვითომ ჩინეთის წინააღმდეგ? ამერიკულ-რუსული ურთიერთობები ნელ-ნელა თბება, ტრამპი კი - ჩინეთს მტრად განიხილავს, რაც ჩინეთს აღიზიანებს და რუსეთთან ძაბავს ნელ-ნელა ურთიერთობას.