ამაზრზენი სიტუაციაა ყველგან ამ მხრივ.
სახელმწიფო სახელმწიფოს არ გავს.
მეტროზე გავხსენი ამასწინათ თემა. დარმწუნებული ვარ, რომ მეტროს ადმინისტრაცია წილშია მეტროს ათეულობით მათხოვართან!
კატასტროფა ხდება. ათობით ბავშვს დაათრევენ ციგნები მეტროში. მათი დიდინაწილი გაბრუებულია სხვადასხვა ნივთირებით რათა არ იტიროს!
იმის მაგივრად რომ ბავშვმა (ქართველმა თუ ბოშამ) განათლება მიიღოს მას წანწალი უწევს და მის ჯანმრთელობასა და აზროვნებას ყოველდღიურად ვნებენ სხვადასხვა პრეპარატებით.
თბილისის ქუჩები სავსეა მათხოვრებით. პარკებში სკვერებში, ქუჩებში ყველგან მათხოვარია.
კარგი, დავივიწყოთ ის რომ ეს დიდი მაფიაა და ეს მტახოვრები ამ მაფიოზური სქემის ნაწილები არიან.
მაგრამ ბავშვებმა რა დააშავეს.
ყრიან ქუჩაში, დასაბანები ჭუჭყიანები, გაბრუებულები, გაყინულები.
ისინი ვერ იღებენ განათლებას და მათი ჯანმრთელობა ზიანდება.
ეს ის თაობაა რომელიც 10-20 წლის მერე საქართველო იქნება.
მოკლედ თავად სკვერებში, ბაღებში, ქუჩებში, მეტროში არსებული სმაართალდამცავები არფერს აკეთებენ. სავარაუდოდ წილშიც არიან.
ვინც არის კომპეტენტური ამ საკითხში მე ვთავაზობ კამპანიას.
მაქსიმალური ინფორმირება საზოგადოების თუ რატომ არ უნდა წაახალისონ ბავშვი მათხოვრები თანხის მიცემით.
მე ვაპირებ დავამზადო ფერადი თვალსაჩინო სტიკერები ბავშვის გამოსახულებით სადაც ეწერება: "არ დაეხმარო, არ გაანადგურო" ან რაიმე მსგავსი.
ეს სტიკერები უნდა გავაკრა ყველგან! მეტროშიც მათ შორის, თუ რასაკვირველია დამანებეს ამის გაკეთება.
თუ ვინმე ხართ ტვ-დან ვიცი რო პოსტავთ გააკეთეთ სიუჟეტი და მაქსიმალური პიარი იმისა რომ ბავშვებს არ უნდა დავეხმაროთ.
როდესაც ხელისუფლება უვარგისია ჩვენ უნდა ვივარგოთ.
როდესაც გავშვს ან ბავშვიანებს არ დავეხმარებით, იმიტომ რომ ბავშვის მათხოვრობა არის გარეწრობა მისი პატრონის მხრიდან ვფიქრობ ბავშვ აღარ ამათხოვრებენ!
მე მზად ვარ დავიწყო ეს კამპანია.
პ.ს. ჩემზე დაბოღმლიებს, ვისაც ბოღმა თვალებს გიბნელებთ გირჩევთ სხვა თემა ნახოთ საკინკლაოდ!


This post has been edited by pekineli on 25 Jan 2017, 11:44