თემა შემდეგშია, საქართველოში არის ყაზტრანსგაზი რომელიც მოიცავს ძირითადად თბილისს და სოკარი, რომელიც მოიცავს დანარჩენ საქართველოს, თუ არ ჩავთვლით პატარა გამანაწილებლებს რომლებიც ბაზარზე დიდ როლს ვერ თამაშობენ. ახლა შევხედოთ შემდეგი კუთხით, ყაზტრანგაზის აბონენტები ბევრად აღემატებიან სოკარის აბონენტებს რაოდენობითაც და მოხმარებული ხარჯითაც, ანუ ყაზტრანგაზი დიდი მომხმარებელია და შეიძლება ითქვას კომერციული კუთხით პირველიც, მაგრამ რა ხდება, იგი არის სახელმწიფო საკუთრების ( იუსტიციის, გაკოტრების) ხელში, თუ არ ვცდები მესამე თუ მეოთხე წელია უკვე.
ხო და მაინტერესებს ამ ყაზტრანსგაზს ამდენი ხანია მყიდველი არ გამოუჩნდა, მისი "ზარალის" მიხედვით, 2015 წელს სახელმწიფო სუბსიდიაც კი მიცეს მარა როდემდე გაგრძელდება ასე, ვინ იყიდის. სუბსიდია კარგია მარა თბილისელს ვანელმა (პირობითად) რატომ უნდა გადაუხადოს, აი ეს არ მესმის და კიდევ ერთი გაზპრომი ხომ არ მოდის?
და თუ მოდის ჯობია ორი დიდი მოთამაშე იყოს ბაზარზე ვიდრე ერთი.
რას ბრძანებდით ამის თაობაზე, არა და პატარა გამანაწილებლებთან ამ ახალი წლიდან ორივე აქტიურად ჩაება, სოკარიც და გაზპრომიც.
This post has been edited by xinkala on 25 Jan 2017, 21:59